წავედი დედამთილის დაბადების დღეზე, მიუხედავად იმისა, რომ იმ დღე დედაჩემის დაბადების დღეც იყო.

0
2343

“გასულ კვირას ჩვენ დაბადების დღე მივულოცეთ დედამთილს. საჩუქრად მულტისახარში მივართვით, რომელიც დიდი ხანია უნდოდა. სამაგიეროდ, დედა გამინაწყენდა, რადგან იმ დღეს მასაც დაბადების დღე ჰქონდა და მასთან ვერ მივედი.” – ამბობს პაპარაცის მკითხველი ანა.

ორი იუბილარი

“დედას არ უნდა აღიარება, მაგრამ მასთან რთულია ურთიერთობა. დედამთილთან უფრო კარგად ვგრძნობ თავს, ვიდრე მასთან. ბავშვობაში ყოველთვის მაკლდა დედის ყურადღება და თავიდანვე მივეჩვიე დამოუკიდებლობას. მას არასდროს ეცალა ჩემთვის და მისი ყურადღება გამოიხატებოდა იმით, რომ მიმოწმებდა დავალებებს და მაკრიტიკებდა ხოლმე, თუ რამეს სწორად არ გავაკეთებდი.არცერთ ზეიმზე, არც ერთ ღირსშესანიშნავ დღეს დედა გვერდით არ დამდგომია. ჩემი ერთადერთი გულშემატკივარი ბებია იყო, მაგრამ 10 წლის ვიყავი, რომ გარდაიცვალა. რაღაც პერიოდი მამინაცვალი ცხოვრობდა ჩვენთან ერთად. ის კარგი ადამიანი იყო, აინტერესებდა ჩემი წარმატებები, მასეირნებდა. როდესაც ის და დედა დაშორდნენ, მარტოსულად ვიგრძენი თავი.

უნივერსიტეტში ფასიან სწავლებაზე მოვხვდი, მაგრამ დედამ უარი თქვა დაფინანსებაზე, ამიტომ იძულებული გავხდი დაუსწრებელზე გადავსულიყავი და მემუშავა. მეორე კურსზე ჩემი მომავალი მეუღლე გავიცანი და მალე ცოლადაც გავყევი. თავიდან მის მშობლებთან ვცხოვრობდით და ბინისთვის ფულს ვაგროვებდით. ძალიან თბილად მიმიღეს ქმრის მშობლებმა.დედამთილმა მასწავლა გემრიელი საჭმელების მომზადება, ის ჩემთვის დედაზე ახლობელი გახდა. სამსახურიდან დაღლილი რომ ვბრუნდებოდი, ცხელ სადილს მახვედრებდა, მიმზადებდა ჩაის, ვსაუბრობდით, ვუზიარებდით ერთმანეთს ყველაფერს. ეს მე მთელი ცხოვრება მაკლდა და როგორც იქნა ოჯახურ გარემოში ვიგრძენი თავი.

დედა გამინაწყენდა – 12 წლის თანაცხოვრების შემდეგ, როგორც იქნა, შევძელით მე და ჩემმა ქმარმა ბინის ფულის შეგროვება. გვყავდა ორი არაჩვეულებრივი ბავშვი. პარალელურად ვეხმარებოდით ქმრის მშობლებს სოფლის სახლის მშენებლობაში. დედაჩემთან ურთიერთობა კი მაინც ვერ დალაგდა, იშვიათად ვნახულობდი.დედა ბრაზობდა, მას არ ესმოდა, რატომ ვგრძნობდი დედამთილთან უფრო კომფორტულად თავს. ბავშვებსაც კი არ უყვარდათ მასთან სტუმრობა. წელს გადავწყვიტე დედამთილის დაბადების დღეზე მივსულიყავი. მან ხომ უდიდესი სითბო მაჩუქა, დედასთან კი მეორე დღეს მივედი. ის გამიბრაზდა, სტუმრებთან შემარცხვინეო… დედა რომ მეტად ფიქრობდეს ჩემზე და არა იმაზე, რას იტყვიან სხვები, იქნებ, სხვანაირად წასულიყო საქმე.”

რედაქციისგან: ბავშვობის წყენა მთელი ცხოვრება მიგვყვება. გადაუჭრელი კონფლიქტები მშობლებთან, უთქმელი გულისწყრომა ახლობლების გაუცხოებას იწვევს. საქმე იმაშია, თუ დედას შვილი არ ეტყვის, რატომ არის მის მიმართ გულგრილი, ვერასდროს მიხვდება. მშობლები ისე იქცევიან, როგორც შეუძლიათ, ისინიც უშვებენ შეცდომებს, რადგან სხვანაირად არ შეუძლიათ. ურთიერთობის მოგვარება და დალაპარაკება აუცილებელია, რომ წინ წავიდეთ. მაშინ აღარ გვექნება წყენა გულში და საკუთარ თავთანაც მართლები ვიქნებით. თქვენ რას იტყვით? გაგვიზიარეთ კომენტარებში.