“მალე 40 წლის გავხდები, შვილები და ოჯახი მინდა. ცხოვრების უდიდესი ნაწილი სამსახურს მივუძღვენი. მთელი ამ დროის განმავლობაში ერთი ღირსეული მამაკაციც კი არ შემხვედრია:,- აღიარებს ლიკა. ფინანსურად უზრუნველყოფილი საშუალო ასაკის ქალი მამაკაცებისთვის მაღალ სტანდარტებს აწესებს.40 წლისთვის მას კარგად ესმის, თუ რა სურს. მისი სიტუაცია არც ისე მარტივია. მიუხედავად იმისა, რომ ლიკას ფული საკმარისად აქვს, მას მაინც სჭირდება მხარდაჭერა და გვერდით საიმედო მამაკაცის გარეშე შვილის გაჩენის ეშინია.
ოჯახი და შვილები მინდა
“ახლა კარგი სამსახური მაქვს, თუმცა ყველაფერმა დამღალა. ვიხდი იპოთეკას და თავს მარტოსულად ვგრძნობ. მსურს ცოლად გავყვე ადამიანს, რომლის გვერდით ბავშვის გაჩენის არ შემეშინდება. ვფიქრობ, რომ ასეთი მამაკაცის პოვნა თითქმის არარეალურია.გაცნობის რამდენიმე საიტზე უკვე დავრეგისტრირდი, ზოგჯერ პაემანზეც წავსულვარ. მაშინვე ვხვდებოდი, როცა ინფანტილური დედიკოს ბიჭი ან გარყვნილი მამაკაცი მესაუბრებოდნენ. დაქალები ცდილობდნენ ჩემთვის თავიანთი მეგობრები გაეცნოთ, თუმცა არც ერთ მათგანთან საერთო ენის გამონახვა ვერ შევძელი.ზოგჯერ მამაკაცის ვიზუალით ვაანალიზებ, რომ საკუთარი ცხოვრების დონის დაქვეითებისთვის არ ვარ მზად. როცა შეძლებულს ვხვდები, მას შვილების გაჩენაზე საუბარიც კი არ უნდა. მათი უმრავლესობა ცოლებს დაშორებულია და მომავალში არ გეგმავენ თავიანთი ცხოვრების დაკავშირებას მხოლოდ ერთ ქალთან. ნუთუ სამყაროში აღარ დარჩნენ ღირსეული კანდიდატები?
რედაქციისგან: სირთულე იმაში არ მდგომარეობს, რომ ლიკას დაფეხმძიმება ან შესაფერისი პარნიორის პოვა არ შეუძლია. იმის გათვალისწინებით, რომ ქალი საკუთარ თავს ფინანსურად უზრუნველყოფს, იგი თვლის, რომ მის გვერდით უნდა იყოს ისეთი ადამიანი, რომელიც მას ფუფუნებაში აცხოვრებს და შთამომავლობაზეც იზრუნებს.ვიღაც ღარიბი რომანტიკოსი, რომელსაც დიდი ოჯახის შემქნა სურს, ლიკას არ შეეფერება. ის მიიჩნევს, რომ მამააცს გარკვეული კარიერული მიღწევები უნდა ჰქონდეს.რაც უფრო ემატება ადამიანს ასაკი, მით მეტად უჭრის მას სხვებთან საერთო ენის გამონახვა. პიროვნება უკვე ფორმირებულია, არავის სურს საკუთარი პრინციპების დათმობა და კომპრომისებზე წასვლა. სწორედ ამიტომ საკუთარ თავს უნდა ჰკითხოთ ხოლმე, თუ რა გსურთ სინამდვილეში. მაშინ გამოჩნდება პასუხიც. შესაძლოა, ლიკას შეუყვარდეს ღარიბი მამაკაცი და მის ფინანსურ მდგომარეობას აღარც კი მიაქციოს ყურადღება. ცხოვრება მოულოდნელობებითაა აღსავსე და სწორედ ამაშია მისი მომხიბვლელობა.