მაისის არყის ფოთლები – სასიცოცხლო ძალების და ძლიერი ჯანმრთელობის ელექსირი. ფოთლები შეაგროვეთ და იმკურნალეთ

178

ხალხურ მედიცინაში არყის ფოთლები როგორც ახალი, ასევე ხმელი სახით ფართოდ გამოიყენება. მისგან ნახარშს, ნაყენს და კომპრესს აკეთებენ. არყის ფოთლებს იმუნომოდულატორული, ანთების საწინააღმდეგო და ბაქტერიოციდული თვისებები გააჩნია.

მას ნაღვლის ბუშტის და თორმეტგოჯა ნაწლავის სამკურნალოდ იყენებენ. სუფთა სახით ტუბერკულოზის დროს, ხოლო დამამშვიდებელ ბალახებთან ერთად ნევროზის და სტრესის დროს იყენებენ.

ფოთლებს არყის წვენის შეგროვებისთანავე, მაისი-ივნისის პერიოდში აგროვებენ, როცა ფოთლები ჯერ კიდევ ახალგაზრდა და წებოვანია. მას ხის ტოტებიდან კრეფენ, შემდეგ თხელ ფენად აწყობენ და კარგად განიავებულ შენობაში ახმობენ.

მიღებული მასალა მშრალ, მინის ქილაში მაქსიმუმ 2 წლით შეინახეთ.

მაღალ ეფექტური საშუალება ქრონიკულ რევმატიზმს და სახსრების ტკივილს კურნავს. თუ ფეხები გტკივათ და წამონაზარდი გაქვთ, რაღაც შარვლის მსგავსი შეკერეთ, მასში არყის ფოთლები (სასურველია, ახალი) ჩაყარეთ, თანაბრად გადაანაწილეთ, რომ 5 სმ ფენა გამოვიდეს. ფეხები ძლიერ გაგიოფლიანდებათ, ისეთი შეგრძნება გექნებათ, თითქოს ორთქლის აბაზანაში იმყოფებით. თუ ფოთლები ძალიან სველი გახდება, ახლით ჩაანაცვლეთ. ასე იმკურნალეთ ხელებზეც. პროცედურა ღამით ჩაიტარეთ. ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით 10-20-ჯერ გაიმეორეთ.

აბსცესების სამკურნალოდ არყის ფოთლები გამოიყენეთ. ამისთვის ფოთლები ორთქლით დაამუშავეთ, აბსცესზე დაიდეთ და ბინტით შეიხვიეთ. 3-4 დღეში ყველაფერი გაქრება. არყის ფოთლები ყოველ წელს შეაგროვეთ და გაახმეთ. მუხლებში სახსრების ტკივილის დროს ძალიან ეფექტურია (ფოთლებით მთელი ღამით მუხლებზე დაიდეთ).

არყის ფოთლები ნაღვლკენჭოვან დაავადებას მოგაშორებთ. 2 ს/კ ხმელი არყის ფოთოლი (გაზაფხულზე შეგროვებული, თეთრის ზომის) ემალის ქვაბში ჩაყარეთ, 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, სუსტ ცეცხლზე სითხის განახევრებამდე ხარშეთ. გააგრილეთ, გადაწურეთ და 1 დესერტის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ. კურსი – 3 თვე.

თუ ოსტეოქონდროზი გაწუხებთ, საღამოს საწოლზე არყის ფოთლები თანაბრად მიმოფანტეთ, მარლა გადააფარეთ, გაშიშვლდით და ზურგით მასზე დაწექით. სხეული მასში შეფუთეთ. ზემოდან ბეწვის გადასაფარებელი დაიფარეთ და დილამდე დაიძინეთ. ყოველ ჯერზე, ძილის წინ ფოთლები აურიეთ. ნელ-ნელა არა მხოლოდ ოსტეოქონდროზს, არამედ მტკივნეულ კრუნჩხვებსაც მოიშორებთ.

ნაღვლის ბუშტში კენჭების დროს. „გაზაფხულზე დეიდაჩემი არყის ფოთლებს აგროვებდა და ახმობდა. ასევე ახალი ფოთლებით მკურნალობდა. 2 ს/კ ფოთლებს 1 ჭიქა მდუღარე წყალს ასხამდა და სუსტ ცეცხლზე სითხის განახევრებამდე ხარშავდა. 1 დესერტის კოვზ ნახარშს დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე სვამდა. კენჭები გაუქრა“. შეგიძლიათ ხმელი ფოთლების ნახარში დალიოთ. ამისთვის 1 ს/კ ფოთლებს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, სუსტ ცეცხლზე 20 წუთით ხარშეთ. შეფუთეთ და დააყენეთ 1 საათით. ამის შემდეგ გადაწურეთ და დილა-საღამოს 1 ჭიქა ნახარში ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ.

ქუთუთოს შეშუპება. 1 ს/კ ახალ ფოთლებს 1 ჭიქა ცივი, ანადუღარი წყალი დაასხით. 8 საათით დააყენეთ. ცივი სახვევები გაიკეთეთ, ასე კარგ შედეგს მიიღებთ.

არყის ფოთლების ნახარში თმისთვის. თმის მოსავლელად არყის კვირტების, წვენის, ფოთლების უამრავი რეცეპტი არსებობს. ეს მიკროელემენტების მდიდარი შემადგენლობით აიხსნება, რაც თმის ზრდისა და გაძლიერებისთვის აუცილებელია. ნახარში 1 თვის განმავლობაში თმაზე გადასავლებლად გამოიყენეთ. მისი გამოყენებით თმის გარეგნული მხარე მნიშვნელოვნად უმჯობესდება, ჯანსაღი ბზინვარება ჩნდება, ცხიმის გამოყოფა რეგულირდება, ქერტლი ქრება. ადგილობრივი გამაღიზიანებელი მოქმედებით არყის ფოთლები სისხლის მიმოქცევას აძლიერებს. ეს გამელოტების პროფილაქტიკას წარმოადგენს.

სახის კანის მოვლა. არყის ფოთლები ნატურალური ანტისეპტიკია, ამიტომ კოსმეტოლოგიაში სახის მოსავლელად ხშირად გამოიყენება. არყის ნახარში შეგიძლიათ ტონიკის და ლოსიონის სახით გამოიყენოთ. სპირტიანი ნაყენით აკნე, ანთებითი უბნები დაიმუშავეთ. თუ მშრალი კანი გაქვთ, სპირტიანი ნაყენი არ გამოიყენოთ. გარდა ამისა, არყის ფოთლებს გამაახალგაზრდავებელი მოქმედება აქვს, მასში ბევრი ვიტამინი და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებაა. ეს საშუალება კანის ფერს აუმჯობესებს, პიგმენტურ ლაქებს აქრობს. მისგან მატონიზირებელ და გამაახალგაზრდავებელ ნიღბებს აკეთებენ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს