სუსტი აღნაგობის რძალი თვითონ მიათრევდა შეშებს, ვხედავდი, რომ ძალიან უჭირდა, მაგრამ არ მოვეხმარე

0
10563

მცდარი აზრი ერთ ადამიანზე ყოველთვის შეიძლება გაუჩნდეს მეორე ადამიანს. განსაკუთრებით, თუ მასზე გავლენა აქვს ვინმეს ნეგატიურ განწყობას. სამწუხაროა, რადგან ასეთი მიდგომას გამართლება არ აქვს. შედეგად, ახლობელი ადამიანები ვერ პოულობენ ხოლმე საერთო ენას.ამ შემთხვევაში, გადამწყვეტია თავად ადამიანის ხასიათი, მისი უნარი საკუთარი შეცდომების აღიარების. უფრო მარტივია ჯიუტად დგომა საკუთარ აზრზე, მიუხედავად იმისა, რომ მართალი არ ხარ. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ასეთი ამბავია.

მცდარი აზრი

“ცოტა ხნის წინ ჩემი ვაჟი დაქორწინდა, ცოტა ნაადრევად, 20 წლის ასაკში. მიუხედავად იმისა, რომ დავიბადე სოფელში და ხუთი წლის წინ ისევ იქ დავბრუნდი, არ მიყვარს სტერეოტიპები.ახალგაზრდები აქირავებ ბინაში გადავიდნენ და დაიწყეს თავისი ახალი, ზრდასრული ცხოვრება. მიუხედავად იმისა, რომ მათგან არასდროს მომისმენია წუწუნი ცხოვრებაზე, ვხვდებოდი, რომ მარტივად არ ქონდათ საქმე. პანდემიასთან დაკავშირებით, ბევრი ფირმა დაზარალდა და მასთან ერთად, ოჯახები.ფული არ არის საკმარისი, კარგი სამსახურის შოვნა კი უფრო და უფრო რთულდება. მე, ქმარი და უმცროსი ქალიშვილი ქალაქგარეთ ვცხოვრობთ დიდ თბილ სახლში. ასე გადავწყვიტეთ, სანამ გოგონა სკოლაში სწავლობს, იქ ვყოფილიყავით.კარგად აწონ-დაწონის შემდეგ, შვილი და რძალიც ჩვენთან გადმოვიყვანეთ. ადგილი გვაქვს, კარგი პირობები. მხოლოდ აბანო გვაქვს შეშაზე.რძალი სასიამოვნო გოგონა იყო, მაგრამ თავიდან ვერ შევძელი მასთან საუბრის გაბმა. გარეგნულად იყო ძალიან გამხდარი, ფერმკრთალი, ღია ფერის თმით. ჰქონდა იდუმალი ღიმილი და უცნაური ციმციმა თვალები. სწორედ ასეთად წარმომედგინა პოეტები და მხატვრები.

მარი ობოლი იყო. მე ეს თავიდანვე ვიცოდი, ან რა იყო დასამალი? შესაბამისად, გოგონასთვის არავის უსწავლებია სახლის საქმეები. მე კი მუდამ მზად ყოფნაში მყოფი დიასახლისი ვარ. სულ ვამზადებ, ვალაგებ ან ვრეცხავ.გადავწყვიტე მარისთვისაც მესწავლებინა ყველაფერი, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ხან საჭმელი გადმოუვიდა ქვაბიდან, ხან კარტოფილი ვერ გათალა, ცოცხით ვერ დაგავა, მტვერსასრუტი ვერ ზიდა…მაგრამ ძალიან ცდილობდა რაიმეს გაკეთებას. მაგრამ, როცა შენი ერთადერთი შვილის ცოლი ასეთი მოუხერხებელია, გული დაგწყდება.ერთხელ, სადილის შემდეგ ყველაფერი გავრეცხე და ეზოში გავფინე. მე კი ჩაის დასალევად შევედი სახლში. მიყვარს ბალახების ჩაი, არ მომწონს მაღაზიის საღებავიანი, არა ნატურალური ჩაი. ამ დროს ვხედავ: მარის მოაქვს შეშა, საკმაოდ მძიმე და დიდი. ვერ მივხვდი, რისთვის უნდოდა. უცებ, წაიქცა, ალბათ ქვას წამოედო ბალახებში. სასწრაფოდ წამოხტა და მიმოიხედა, ხომ არავინ დამინახაო.

ნახევარ საათში ჩემი ვაჟიც მოვიდა. აღმოჩნდა, რომ შეშა მას სჭირდებოდა და ცოლმა თავისი ინიციატივით, დაახვედრა! სასწრაფოდ ჩაყარა მანქანაში და წავიდა. მარი ოთახიდან კარგ ხანი არ გამოსულა.ჩემს ქალიშვილს რძალი ძალიან მოსწონდა. ისინი ბევრ დოს ატარებდნენ ერთად. მისგან გავიგე, რომ მარის დაცემისგან რაღაც უტკენია. გასიებული ქონდა ის ადგილი, საბედნიეროდ მოტეხილი არ იყო. მაშინვე გავეშურე მისი ოთახისკენ, დავუმუშავე და შევუხვიე ნატკენი ადგილი, შევუტანე საჭმელი და წვენები. ის მადლიერი თვალებით მიყურებდა, მე კი ვფიქრობდი: “ღმერთო, რა სხვადასხვანაირები ვართ!”მას შემდეგ რძალზე აღარც მიფიქრია რამე სხვანაირად. ეხლა ის ჩემი ქალიშვილია. შევამჩნიე, რომ სულ დაკავებული იყო და სულ რაღაცას აკეთებდა: ხან ჩემს ქალიშვილს ეხმარებოდა გაკვეთილების მომზადებაში, ხან ჩემი შვილი თხოვდა რამეს მოტანას, ხან მე მეხმარებოდა.იც მუდამ ცდილობდა ვესიამოვნებინეთ. ამ ბოლოს უკეთესი კერძები გამოსდის, სრულიად საკმარისია, რომ ქმარი მშიერი არ ყავდეს. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად ექნებათ, ჩვენ კი დავეხმარებით, რითიც შეგვეძლება. თქვენ რას იტყვით?