უცნობი ადამიანის დახმარებამ შეიძლება მოულოდნელ შედეგამდე მიგვიყვანოს. პაპარაცის დღევანდელი სტატიის გმირი ნინო რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა, სადაც საჭირო იყო ემოქმედა სწრაფად და სწორად. როგორ დამთავრდა შემთხვევითი შეხვედრა ბარში, ქვემოთ წაიკითხავთ.
დახმარების სურვილი
“მამა გარდამეცვალა როცა 10 წლის ვიყავი. ჩვენს ოჯახს სულ უჭირდა, მამის გარდაცვალების შემდეგ კი ყველაფერი უფრო გართულდა. დედა ძალიან განიცდიდა მამის სიკვდილს, მე კი მთელი მონდომებით ვცდილობდი მის დახმარებას.ოჯახის დასახმარებლად ჯერ კიდევ მოზარდმა დავიწყე მუშაობა. თავიდან ფლაერებს ვარიგებდი, შემდეგ მოვეწყვე კაფეში ოფიციანტად. სწავლას ვერ ვახერხებდი. მადარდებდა დედის მენტალური მდგომარეობა, რომელიც მის ფიზიკურ ჯანმრთელობაზეც აისახა.როგორღაც დავამთავრე სკოლა ვმუშაობდი ადგილობრივ ბარში. ბევრი მუშაობა მიწევდა, მაგრამ კარგად მიხდიდნენ. ხშირად ვრჩებოდი ღამის ცვლაში, ცოტა მეძინა, მაგრამ მეტი ანაზღაურება მქონდა.დედა თანდათან უკეთ ხდებოდა. ის მეტად იღიმოდა და სიხარულის შეგრძნება დაუბრუნდა. გულის სიღრმეში ამ ორმოდან ამოძრომა მინდოდა, ვოცნებობდი განათლება მიმეღო და ღირსეული სამსახური მეშოვნა.
საბედისწერო შეხვედრა – ერთ საღამოს ბარში შემოვიდა სევდიანი ახალგაზრდა მამაკაცი. მის მაგიდას ვემსახურებოდი და ვაკვირდებოდი. მან მხოლოდ მაგარი სასმელი შეუკვეთა და ჭიქას ჭიქაზე ცლიდა.რაღაც მომენტში აგრესიული გახდა და დაცვამ გარეთ გააგდო, მაგრამ ისეთი მთვრალი იყო, რომ ნაბიჯი ვერ გადადგა და იქვე, სკამზე დაეხეთქა.ჩემი ცვლა უკვე დამთავრდა და გადავწყვიტე დავხმარებოდი სახლში მისვლაში. გარეთ თავსხმა წვიმა იყო და ახალგაზრდა მთელი ღამე ვერ იქნებოდა იქ.თან არაფერი არ ქონდა, ტელეფონიც დამჯდარი იყო. არ ვიცოდი რა ერქვა, სად ცხოვრობდა. ამიტომ გამოვიძახე ტაქსი და წავიყვანე ჩემს სახლში. დედას უკვე ეძინებოდა და ვერ გაიგებდა უცნობი რომ მივიყვანე.ტაქსიმ უარი მითხრა ასეთი მთვრალი კაცის გადაყვანაზე, მომიწია ორმაგი თანხის შეთავაზება. მძღოლი დამეხმარა მამაკაცის მანქანაში ჩასმაში და სახლამდე მიმიყვანა. როგორღაც მივაღწიეთ ბინამდე.
ზღაპარი რეალობაში – როდესაც გავიღვიძე, სახლში აღარავინ იყო. იდუმალმა უცნობმა წერილი დამიტოვა: “სიტყვები არ მყოფნის მადლიერების გამოსახატად. მაპატიეთ გუშინდელი ღამე. რთული დღე მქონდა და ვერ მოვზომე.”დედას ყველაფერი მოვუყევი. მას არ ესიამოვნა უცნობი ნასვამი მამაკაცი რომ მივიყვანე სახლში, მაგრამ რაც მოხდა, მოხდა… რამდენიმე დღეში კარზე კურიერმა დააკაკუნა და ულამაზესი თაიგული მოიტანა წარწერით: “არ ვიცი თქვენი სახელი, მაგრამ მინდა უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ. თუ წინააღმდეგი არ იქნებით, ყავაზე გეპატიჟებით.”ძალიან მაინტერესებდა ამ ადამიანის ამბავი, ამიტომ მითითებულ მისამართზე მივედი და გავიცანი.აღმოჩნდა, რომ ერქვა ნიკოლოზი და ეხლახანს გარდაეცვალა მამა ავარიით. მუშაობდა მამის კომპანიაში და ეხლა მისი ადგილის დაკავება უწევდა.კარგად მესმოდა რას გრძნობდა ნიკოლოზი. მეც მქონდა იგივე ტრამვა. ხშირად ვხვდებოდით ხოლმე და ვუზიარებდით ერთმანეთს ყველაფერს.ერთ დღეს კი ბოლომდე გადამიშალა გული: “შენ თითქოს ციდან ჩამოფრინდი, ჩემი მფარველი ანგელოზი ხარ და ცოლად გამომყევი!” ბედნიერებისგან ავტირდი…
რედაქციისგან: ასეთი ამბები ზღაპარივით არის, მაგრამ ნამდვილად ხდება ხოლმე. თქვენ გჯერათ სასწაულების? გაგიგიათ მსგავსი ამბავი? გაგვიზიარეთ კომენტარებში.