ოჯახური მყუდროების შექმნა საკუთარი ხელებით არაა რთული. მთავარია, მისი თითოეული წევრის შეხედულებების გათვალისწინება. გახსოვდეთ, რომ შედეგმა უნდა გაახაროს თქვენი საყვარელი ადამიანები. სწორედ ისინი და მათი განწყობა ქმნის სასიამოვნო ოჯახურ ატმოსფეროს.
ოჯახური მყუდროება საკუთარი ხელებით
ბინა ან სახლი უნდა იყოს სითბოს, სიხარულის და დადებითი განწყობის წყარო ოჯახის თითოეული წევრისთვის. არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელთაც უნდა მიაქციოთ ყურადღება, რათა შინაურები მუდამ სახლში დაბრუნებისკენ ისწრაფვოდნენ. მოცემულ სტატიაში თითოეულ მათგანზე ვისაუბრებთ.
- სისუფთავე და წესრიგი – სახლის სისუფთავის უზრუნველყოფა საკმაოდ სწრაფად და იაფად შეიძლება. დაე, თქვენი ჟურნალის მაგიდა 10 წლის იყოს, ეს ნაკლებ მნიშვნელოვანია. სამაგიეროდ, მასზე არ უნდა ეყაროს უამრავი სასარგებლო ნივთი.მთავარია, ისწავლოთ საკუთარი სივრცის სწორად ორგანიზება. პატარა ბინაშიც კი მარტივად შეიძლება დიდი ადგილის გათავისუფლება. გადაალაგეთ თქვენი ნივთები და განსაზღვრეთ, მათგან ნამდვილად რა გჭირდებათ და რა- არა.
- დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან – მეორე ადგილს იკავებს ის გარემოება, თუ როგორ გეპყრობიან და გხვდებიან ოჯახში საყვარელი ადამიანები. ყველაზე სუფთა და ლამაზი სახლიც კი აუტანელი ადგილი შეიძლება გახდეს თქვენთვის, თუ ახლობლები კირკიმალში გიდგებიან და წვრილმანებზე გიშარდებიან.საოცრად მნიშვნელოვანია პირველი შთაბეჭდილება. თბილმა დახვედრამ შესაძლოა მთელი დღე გაგიბედნიეროთ. აგრესიული მზერა კი ზღურბლიდანვე გაგიფუჭებთ განწყობას.
- აკურატული სამზარეულო – ქართველებისთვი სამზარეულო საკრალური ადგილია. აქ იკრიბებიან ოჯახის წევრები, რათა უკანასკნელი სიახლეები განიხილონ, მოამზადონ გემრიელი სადილი. იგი სასიამოვნო ადგილად რომ იქცეს, მოაშორეთ დაყრილი ტილოები, მიმობნეული ან გაურკვეველი წარმოშობის გამხმარი ლაქები.თუ გაქვთ შესაძლებლობა, გააფორმეთ სამზარეულო ნათელ ფერებში. საუკეთესო ვარიანტებია: თეთრი და კრემისფერი. პროდუქტების ორგანიზებაც მნიშვნელოვანია. მიუჩინეთ სათანადო ადგილი პურს, ტკბილეულს, ბოსტნეულს და ბურღულეულს.
- ფუნქციური ზონები – ზოგჯერ ბინის სიმჭიდროვე იმას იწვევს, რომ უბრალოდ გვავიწყდება ჩვენი სახლის ან ბინის ზონების სწორი ფუნქციონალი. სამზარეულოში შრება წინდები, ნაგვის ურნა ტუალეტში დგას, აივანი კი ძველი ხარახურის სათავსოდ იქცევა ხოლმე. ეს ყველაფერი ქაოსს ქმნის. თუ თქვენი ბინა უსარგებლო ნივთებითაა ავსებული, ადამიანებისთვის კი ადგილი აღარ რჩება, სჯობს გადახედოთ საცხოვრებლის ორგანიზებას.
რედაქციისგან: ერთ-ერთი მთავარი ჭეშმარიტება, რომლიც ხშირად გვავიწყდება, იმაში მდგოამრეობს, რომ სივრცე განკუთვნილია ადამიანებისთვის და არა ნივთებისთვის. მხოლოდ მოწესრიგებელი ცხოვრება მოგიტანთ ნამდვილ სიამოვნებას. ბინაში ალიაქოთი იწვევს ფრუსტრაციას, დეპრესიას. საკუთარ თავს ამგვარად არ მოექცეთ.