5 მცენარე, რომლებიც შესანიშნავად ატენიანებენ ჰაერს ბინაში.

623

იცოდით თუ არა, რომ სახლში არსებულ ტენიანობაზეა დამოკიდებული ჩვენი გარეგნობა და თვითგანწყობა? ჰაერის ეფექტურად დანოტიოება ორი მეთოდით შეიძლება: სპეციალური დამატენიანებლებით ან ოთახის მცენარეებით. თუ პირველი ვარიანტი უწყვეტად მოიხმარს ელექტროენერგიის  კილოვატებს, მეორე არ მოითხოვს დიდ დანახარჯებს და სათუთ მოვლას. ბონუსის სახით, ქოთნები ყოველდღიურად გაგვახარებს თავიანთი სილამაზით.კანის გამოშრობა, ყელში ხიხინი, ცხვირიდან სისხლენა, ინფექციები და ალერგიები- არასრული ჩამონათვალია იმისა, თუ რა შედეგები სდევს თან საცხოვრებელი სივრცის არასაკმარის დანოტიოებას. მოცემულ სტატიაში რედაქცია პაპარაცი მოგიყვებათ არა მხოლოდ იმ 5 მცენარის შესახებ, რომლებიც ატენიანებენ ჰაერს სახლში, არამედ მწვანე დამატენიანებლების მუშაობის პრინციპშიც გაგარკვევთ.

როგორ ატენიანებენ ჰაერს ოთახის მცენარეები?

ეს ხდება ევაპოტრანსპირაციის ხარჯზე. მოქმედების მექანიზმი მარტივია: ქოთანში ნიადაგიდან  წყალი ზემოთ ადის ფესვებში, ღეროებსა და ფოთლებში. შემდეგ იგი ფორების გავლით ორთქლდება პირდაპირ ჰაერში.

  1. ქლოროფიტუმი – ქლოროფიტუმს არ სჭირდება განსაკუთრებული მოვლა, ის მარტივად იზრდება. ეს მცენარეე ჰაერის საუკეთესო დამატენიანებლად მიიჩნევა. გამოიყენეთ დასაკიდებელი ქოთანი, რათა ყვავილს დარჩეს ადგილი კასკადისთვის. ქლოროფიტუმი ყველაზე უკეთ იზრდება მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედების ქვეშ. ყურადღება მიაქციეთ, რომ ნიადაგი იყოს ნოტიო.
  2. არეკას პალმა – არეკას პალმა კიდევ ერთი ჩემპიონია მშრალ ჰაერსა და მავნე ტოქსინებთან ბრძოლაში. ცნობილია, რომ ოთახის მცენარეები სუფთა ჟანგბადის გამოყოფასთან ერთად შთანთქავენ ნახშირორჟანგს. პალმის ეს სახეობა არაა ჭირვეული მოვლის მხრივ, მას სჭირდება ნოტიო ნიადაგი და  მზის სხივების სიჭარბე.
  3. აგლაონემა – ეს მცენარე პოპულარულია დაკავებულ ადამიანებს შორის, რომელთან ოთახის მცენარეების მუდმივი მოვლის შესაძლებლობა არა აქვთ. აგლაონემას შეუძლია ყველაფრის გადატანა, დაწყებული ექსტრემალური გვალვიდან დამთავრებული ხანგრძლივი დაბნელებით.
  4. სანსევიერია – სანსევიერია ან “დედამთილის ენა” ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო მცენარეა საცხოვრებელი სივრცისთვის. ის შესანიშნავად ატენიანებს ჰაერს, აქტიურად გამოყოფს ჟანგბადს, განსაკუთრებით, ღამით. ერთი რჩევა: თუ სანსევიერიას ნიადაგს აქტივირებული ნახშირით გაანოყიერებთ, ის არა მხოლოდ დაანოტიოებს, არამედ გაწმენდს კიდეც ჰაერს სახლში.
  5. ფულის ხე – მრავალწლიანმა კვლევებმა აჩვენა, რომ ეს მინი-ხე ეფექტურად ატენიანებს ჰაერს სახლის პირობებში. მცენარე დადგით კარგად განათებულ ადგილას, იდეალური ვარიანტია ფანჯრებთან, რომლებიც სამხრეთის მხარეს უყურებს. ფულის ხის აქტიური ზრდის პერიოდებია- გაზაფხული და ზაფხული. შემოდგომასა და ზამთარში შეგიძლიათ ნიადაგი სრულად გამოშრობა აცადოთ, შემდეგ კი ისევ მორწყათ.

დასკვნა: თუ ინფექციური დაავადებები გაწუხებთ და აღგენიშნებათ ლორწოვანი გარსების გამოშრობა, მაშინ აუცილებლად გაახარეთ სახლში ზემოთ ჩამოთვლილი მცენარეები. შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ეს განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან რადიატორების სითბო “ჭამს” პრაქტიკულად მთელ ბუნებრივ სინოტივეს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს