ლაქები ხალიჩასა და რბილ ავეჯზე: მათი გაწმენდის ოჯახური მეთოდები

175

არსებობს ერთი სახუმარო ხრიკი, რომლის მიხედვითაც ჩაიში შაქარი არ უნდა გახსნათ, ვიდრე ის ოთახში მიგაქვთ. ამ შემთხვევაში ლაქა წებოვანი იქნება და მას წინდით შეუმჩნევლად ვერ მოწმენდთ. ეს შესაძლოა სასაცილოდ მოგეჩვენოთ, თუმცა ვინც მსგავსი პრობლემის წინაშე აღმოჩენილა, ეს კოშმარს აგონებს.ლაქების გამოყვანის სირთულე ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული: მის სიძველეზე, ასევე იმაზე, თუ რა დაგექცათ და რომელი საწმენდი საშუალება გამოიყენეთ. არსებობს სახლის პირობებში ლაქების მოშორების მთელი რიგი მეთოდები, რომლებზეც მოცემულ სტატიაში ვისაუბრებთ.

როგორ ამოვიყვანოთ ლაქები ხალიჩიდან და რბილი ავეჯიდან

გაწმენდის ზოგადი წესები

  • ვიდრე წმენდას შეუდგებით, გაეცანით ქსოვილის მოვლსათან დაკავშირებულ რეკომენდაციებს.
  • თავდაპირველად შეამოწმეთ თქვენ მიერ შერჩეული საწმენდი საშუალება ზედაპირის მცირე უბანზე.
  • ეცადეთ ამოიყვანოთ ლაქები მაშინვე, რათა ისინი ღრმად არ ჩაჯდეს ქსოვილში.
  • გამოიყენეთ მტვერსასრუტის სხვადასხვა პირები დალაგების პროცესში.
  • იხმარეთ ტენიანი, თუმცა არა ზედმეტად სველი ხელსახოცები.

ხალიჩების წმენდა

  1. უთო – შეურიეთ ერთმანეთს 60 მლ ძმარი და 180 მლ თბილი წყალი (პროპორცია 1:3). დაასველეთ ხელსახოცის ქაღალდი მიღებული ხსნარით და კარგად გაწურეთ. დაიტანეთ საშუალება ლაქაზე და დააფარეთ ქსოვილი.  გააცხელეთ უთო. გააუთოვეთ დაბინძურებული ადგილი. საჭიროების შემთხვევაში, გაიმეორეთ პროცედურა. ლაქა ქსოვილზე გადავა. ასევე 470 მლ თბილ წყალს შეგიძლიათ დაუმატოთ კონცენტრირებული ჭურჭლის სარეცხი საშუალების 5 წვეთი. უთოზე დააყენეთ ორთქლის გამოყოფის რეჟიმი. პირსახოცი გააჯერეთ სითხით, დააფარეთ ლაქას, ზემოდან კი დაადეთ უთო. დააორთქლეთ ლაქა დაბალ ტემპერატურაზე 15 წუთის განმავლობაში.
  2. მშრალი წმენდა – ხალიჩაზე მოაყარეთ სოდა, მარილი ან სიმინდის სახამებელი, დატოვეთ 3-4 საათით. შემდეგ მტვერსასრუტით გაწმინდეთ ლაქის ადგილი ხაოების მიმართულებით.
  3. შამპუნი  – სპეციალური საწმენდი საშუალების მოსამზადებლად 2 ლ ცხელ წყალს შეურიეთ 0,25 ჭიქა წყალბადის ზეჟანგი, 2 ს.კ ძმარი, 2 ს.კ ჭურჭლის სარეცხი საშუალება. დაასველეთ ხელსახოცი მიღებული ხსნარით და გაწმინდეთ დაბინძურების ადგილი.

გადასაკრავი ტექსტილი წმენდა

  1. უნივერსალური ქაფი – გააცხელეთ წყალი და დაუმატეთ მას 1-2 ს.კ ჭურჭლის სარეცხი საშუალება. სითხე ათქვიფეთ მიქსერით, რათა იგი კარგად აქაფდეს. დაიტანეთ იგი გადასაკრავ ქსოვილზე.
  2. კენრკრის და წვენების ლაქების ამოსაყვანი საშუალება – დაიტანეთ ლაქაზე 1 ს.კ ძმრისა და 140 მლ არყის ან სპირტის ნარევი.
  3. პასტა – შეურიეთ 0,5 ჭიქა სახამებელი საკვებ სოდას. ნელ-ნელა დაასხით მას წყალი, რათა პასტისებური მასა მიიღოთ. მისი კონსისტენცია არაჟანს უნდა გაგონებდეთ. წაუსვით პასტა დაბინძურებულ ადგილს და დატოვეთ სრულ გაშრობამდე. შემდეგ გახეხეთ ლაქა კბილის ჯაგრისით და ბოლოს გაწმინდეთ მტვერსასრუტით.

ტყავის გადასაკრავის წმენდა – პულვერიზატორის ბოთლში ჩაასხით 0,5 ჭიქა ძმარი, 0,25 ჭიქა ზეითუნის ზეთი და დაუმატეთ ევკალიპტის ეთერზეთის რამდენიმე წვეთი. კარგად აანჯღრიეთ მასა და დაამუშავეთ მისით გადასაკრავი. შემდეგ გადაატარეთ მას მიკროფიბრის მშრალი ხელსახოცი. თუ ავეჯს ზამშის საფარველი აქვს, მოცემული საშუალების გამოყენება დაუშვებელია.

არ გადადოთ მომავლისთვის ის, რისი გაკეთებაც კონკრეტულ მომენტში შეგიძლიათ. ძველ ლაქებთან ბრძოლა გაცილებით რთულია. გაუზიარეთ ჩვენს მიერ შემოთავაზებული რჩევები მეგობრებსაც.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს