როგორ გავალღოთ ცომი სწორად.

0
1581

ცნობილივ კულინარიული აქსიომა ჟღერს: კარგი ცომი- მისი მომზადების პროცესში უკვე ნახევრად მიღწეული წარმატებაა. იდეალური გემოს და კონსისტენციის მისაღებად, პროფესიონალი მცხობელები უამრავ დროს ხარჯავენ საფუარსა და ცომის ამოსვლაზე. ბევრმა არც კი იცის, თუ როგორ უნდა გაალღოს ცომი სწორად.გაყინული სახით მას ყიდულობენ საცხობებში, მარკეტებსა და ბაზრობებზეც კი. მისი შემდგომი ბედი უცნობია. ვიღაც ცომს თბილ წყალში ალღობს, ვიღაც ფენით აცხელებს. როგორ აკეთებენ ამას პროფესიონალი მზარეულები?

ცომის გალღობა

რასაკვირველია, მისი მომზადება საბოლოო შედეგზე ახდენს გავლენას. ერთ-ერთი ცნობილი მზარეული გვიზიარებს ცომის გალღობასთან დაკავშირებულ საიდუმლოებებს!დასაწყისისთვის გთავაზობთ რამდენიმე ზოგად წესს მათ, ვისაც გაქვთ დრო ცომის ტრადიციული ტექნოლოგიით გალღობისთვის. შეფი გვირჩევს: “ნებისმიერი ცომი უნდა გაალღოთ 10-12 საათით ადრე მის გამოყენებამდე, ამ დროს მოაყარეთ მას ფქვილი”.როგორ მოვიქცეთ მაშინ, როცა სტუმრები კარს არიან მომდგარნი? არსებობს რამდენიმე მისაღები მეთოდი პროცესის დასაჩქარებლად ისე, რომ ცომი არ დავაზიანოთ.

  • როგორ გავალღოთ ფენოვანი ცომი – ფენვანი უსაფუარო ცომის გაფუჭება ძალიან რთულია. მას არაფერი მოუვა, თუ ცეცხლზე გაალღობთ.
  • როგორ გავალღოთ საფუარიანი ცომი – საფუარიანი ცომის შემთხვევაში არსებობს ზედა ფენის გადახურების ან გამოშრობის რისკი, თუმცა მოცემულ ვარიანტშიც არსებობს რამდენიმე ხრიკი.მოათავსეთ ცომი 40 წამით მიკროტალღურ ღუმელში და ჩართეთ გალღობის რეჟიმი. ასევე შეგიძლიათ ის მოათავსოთ ჰერმეტულ შეფუთვაში და თბილ წყალში ჩადოთ. უკიდურეს შემთხვევაში ცომი შეგიძლიათ გაალღოთ ღუმელში ისე, რომ ტემპერატურამ 45 გრადუსს არ გადააჭარბოს.

ცომი საკმაოდ ჭირვეული პროდუქტია, მასთან მუდამ სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ. თუ საკმარისი დრო გაქვთ, ის ოთახის ტემპერატურაზე შეგიძლიათ გაალღოთ, რაშიც 5 საათი დაგჭირდებათ. არ დაგავიწყდეთ ცომისთვის ფქვილის მოყრა. გისურვებთ, რომ თქვენი პურ-ფუნთუშეული მუდამ ფუმფულა და არომატული იყოს!