როგორი წარმატებულიც არ უნდა იყვნენ შვილები, მშობლებს მაინც უკმაყოფილების შეგრძნება აქვთ და კიდევ მეტი უნდათ. ასეთია მამათა და შვილთა ბრძოლა. “მე ვსწავლობდი, ვმუშაობდი და შვილებსაც ვზრდიდი,” ან “შენ, მე რასაც ჯარში ვაკეთებდი, იმას ვერასდროს შეძლებ” და კიდევ უამრავი მსგავსი ფრაზები. გეცნოთ?დღეს, პაპარაცის ამ სტატიაში, კონკრეტულად სამსახურზე ვისაუბრებთ. უფრო სწორედ, მშობლების დამოკიდებულებაზე შვილების სამსახურთან. ბოლო ათწლეულების მანძილზე სამყარო რადიკალურად შეიცვალა. ბევრი პროცესი ავტომატიზირებული გახდა და აღარ მოითხოვს დიდ ძალას და ენერგიას, როგორც ადრე. ეს კი ძველი თაობის უკმაყოფილებას იწვევს.
უკმაყოფილო მშობლები
“რამ დაღალა?” ტიპიური ფრაზა დედისგან ან დედამთილისგან, რომლებიც ახალგაზრდ ქალბატონებს აკრიტიკებენ. “ჩვენს დროში ყველაფერი სხვანაირად იყო”. გამოგიტყდებით, ახლანდელი თაობა ფიზიკურად ბევრად სუსტია, ნაკლებად ამტანი, ვიდრე წინა თაობა.20-30 წლის წინ ადამიანი თუ ავად ხდებოდა, არ მიდიოდა სამსახურში და რჩებოდა სახლში, ეს ნიშნავდა, რომ ამ დროს ალაგებდა სახლს, რეცხავდა, თან ხელით, ამზადებდა საჭმელებს. სოფლებში დასაწოლად არავის ეცალა: მოჰქონდათ შეშა, უვლიდნენ საქონელს, ბოსტანს, მოჰქონდათ ჭიდან წყალი.ეხლა ყველაფერი სხვაგვარად არის. თუ არ შეგიძლია გაკეთება, საკვები შეგიძლია გამოიძახო, სახლს მტვერსასრუტით დაასუფთავებ, სარეცხი მანქანა რეცხავს, სითბოს ცენტრალური გათბობა უზრუნველყოფს. უფრო მარტივია ცხოვრება.ადრე მანქანა დიდი ფუფუნება იყო და უმეტესობა ფეხით დადიოდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ნაკლებად იყო განვითარებული, ტაქსით მხოლოდ ძალიან ფულიანებს შეეძლოთ გადაადგილება.ეხლა მანქანები ყველასთვის ხელმისაწვდომია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მეტია და ყველგან მიდის. ზოგჯერ სახლიდან გასვლა სულაც არ არის საჭირო, ინტერნეტმა კიდევ უფრო გაამარტივა საქმე.
ქარხნებში და ფაბრიკებში ბევრი საქმე დანადგარით კეთდება, მტვირთავებს ტვირთი მარტივად მართვადი ურიკით გადააქვთ. ფიზიკური სამუშაო ბევრად უფრო მარტივი და ხარისხიანი გახდა.რაც შეეხება გონებრივ სამუშაოს, უფროსი თაობის აზრით, ახალგაზრდები სხედან მთელი დღე კომპიუტერთან და აწკაპუნებენ, არაფერს აკეთებენ და იმხელა ხელფასს იღებენ. კომპიუტერის გარეშე კი ერბოკვერცხსაც ვერ შეიწვავენ.არადა ბუღალტერებს დ პროგრამისტებს დატვირთული რეჟიმისგან მუდმივად თავი სტკივათ, აქვთ თვალების და ხერხემლის პრობლემები, ხშირია “გვირაბის სინდრომი”, ფეხების და ვენების დაზიანება.საოფისე საქმე ხშირად ოფისში ვერ სრულდება და სახლში ხდება საჭირო მისი დასრულება, ამას მოსდებს გამოუძინებლობა, გადაღლა.სტანდარტული სამსახური მთელი დღე შრომას მოიცავს, საღამოს თავისუფალი ხარ და მიდიხარ სახლში, მაგრამ გიცდიათ 8 საათის მანძილზე უცნობებთან ტელეფონით საუბარი და ათასი სისულელის ახსნა? მერე კი თურმე, არაფერს აკეთებს…
დიახ, ადრე ფიზიკურად უფრო იყო ადამიანი დატვირთული. ეხლა კი ყველაფერი შეიცვალა და ძირითადი ზეწოლა ადამიანის ფსიქიკაზეა. მშობლებმა კი სტიმული უნდა მისცენ მათ ახალი სიმაღლეების დასაპყრობად და განვითარებისთვის. სწორედ ეს იქნება ნამდვილი პროგრესი. თქვენ რას იტყვით?