გამოცდილმა დიასახლისმა მასწავლა, რა უნდა დამემატებინა წყალში კვერცხის ხარშვის დროს, რომ მერე გაფცქვნაზე არ მეწვალა.

12563

როგორ გავფცქვნათ კვერცხი ისე, რომ ნაჭუჭი მარტივად მოშორდეს? გამოცდილმა დიასახლისებმა კარგად იციან ყველა ხრიკი. რა უნდა დავუმატოთ წყალში კვერცხის ხარშვის დროს, რომ ნაჭუჭი მარტივად მოშორდეს? ამას პაპარაცის დღევანდელ სტატიაში წაიკითხავთ.

როგორ გავფცქვნათ კვერცხი

ყველას უყვარს ახალი პროდუქტები და არც კვერცხია გამონაკლისი, მაგრამ ასეთ კვერცხს მოხარშვის შემდეგ, ნაჭუჭი რთულად შორდება ხოლმე.მოდით ჯერ გავერკვეთ, როგორ შევარჩიოთ ახალი კვერცხი, რადგან ნამდვილად არ იქნება სასიამოვნო, თუ ახლის მაგივრად, ხელში ვადაგასული პროდუქტი შეგვრჩება. ჩაუშვით კვერცხი წყლიან ჯამში და დააკვირდით.თუ კვერცხი ჯამის ფსკერზე ჩაეშვება, ის ახალია. თუ კვერცხის ძირი ბალანსირდება წყლის შუაში, ახალი არ არის, მაგრამ მისი გამოყენება შეიძლება თერმული დამუშავების შემდეგ. ხოლო ის კვერცხი, რომელიც იტივტივებს წყლის ზედაპირზე, გადააგდეთ.ყოველთვის მიაქციეთ ყურადღება კვერცხის ვადას. წყლიანი ჯამის გარდა, არსებობს შემოწმების კიდევ რამდენიმე ხერხი. მაგალითად, შეანჯღრიეთ ის ყურთან ახლოს. თუ უცნაურ ხმებს არ გაიგებთ, თამამად მიირთვით.გატეხეთ კვერცხი, ყურადღებით დააკვირდით ცილას და გულს, შეამოწმეთ სუნი. ახალი კვერცხის გული უნდა იყოს მრგვალი და ამობურცული, ცილა მკვრივი და შეკრული, არ უნდა ქონდეს უსიამოვნო სუნი.

როგორ გავფცქვნათ კვერცხი მარტივად  – დაგჭირდებათ მარილი და ძმარი. ფრთხილად ჩააწყვეთ კვერცხები ქვაბში, დაასხით ცივი წყალი ისე, რომ დაფაროს მთლიანად და გააჩერეთ ასე 10-15 წუთი. შემდეგ ჩაყარეთ 1 ს/კ მარილი და დადგით საშუალო ცეცხლზე მოსახარშად. ადუღების შემდეგ ჩაუწიეთ გაზს მინიმუმამდე. 5 წუთის შემდეგ გამორთეთ და დატოვეთ ასე იგივე დროით. ამასობაში მოამზადეთ ღრმა ჯამი ცივი წყლით, რომელშიც ჩაუმატებთ 1 ს/კ ძმარს. ფრთხილად გადაიტანეთ მოხარშული კვერცხები ამ ჯამში და დაელოდეთ გაგრილებას.ძმარი შევა რეაქციაში ნაჭუჭის კალციუმთან და გახდის უფრო მსხვრევადს და რბილს. ასეთ კვერცხს წამებში გაფცქვნით მიუხედავად იმისა, რომ ის ახალია და ასე მარტივად არ აპირებდა თავისი ჯავშნის დათმობას.

სტუმრები ზღურბლთან – კვერცხით კეთდება უგემრიელესი სალათები სწრაფად და მარტივად. მოხარშული კვერცხით შეიძლება მოამზადოთ უამრავი არომატული კერძი, რომელიც ხორციანზე არანაკლებ მსუყე იქნება. მაგალითად: მოხარშეთ კვერცხი, დაჭერით კუბებად, დააჭერით წვრილად მწვანე ხახვი, რამდენიმე წვეთი ზეითუნის ზეთი, აურიეთ და მიირთვით.შეგიძლიათ მოამზადოთ ცნობილი “ნისუას” მარტივი და ბიუჯეტური ვარიანტი.

ინგრედიენტები

  • 2 კვერცხი
  • 6 პომიდორი
  • 50 მლ. ზეითუნის ზეთი
  • 1 ცალი ბულგარული
  • 2 კიტრი
  • 80 გრ. ზეთისხილი
  • 100 გრ. თინუსის კონსერვი
  • მწვანე ხახვი
  • ნიორი
  • სუნელები

მომზადების წესი:

  1. მოხარშეთ კვერცხი ჩვენი შემოთავაზებული ხერხით. დაჭერით ყველა ბოსტნეული გრძლად და დაანაწევრეთ თინუსის კონსერვი ჩანგლით.
  2. დაჭერით მოხარშული კვერცხი საშუალო ზომებად და შეურიეთ სხვა ბოსტნეულს, დაუმატეთ სუნელები, ნიორი, მწვანილი, ზეთისხილი და მოასხით ზეითუნის ზეთი.
  3. სულ ეს არის, უგემრიელესი სალათა მზად არის. მისი მომზადება დიდ დროს არ წაგართმევთ და შედეგით კმაყოფილი დარჩებით.

როგორ გავფცქვნათ კვერცხი ისე, რომ არ დავაზიანოთ მისი სტრუქტურა? თქვენ რა ხრიკს იყენებთ ამისთვის? გიყვართ სალათები მოხარშული კვერცხით? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს