არ არსებობს ქალი, რომელმაც სილამაზე და ახალგაზრდობა დაკარგა. თუ მანდილოსანი მოინდომებს, ის გაიფურჩქნება ნებისმიერ ასაკში.

183

თითქმის ყველა ადამიანი ფიქრობს იმაზე, თუ როგორ აიძულოს საკუთარ თავს პერიოდულად ივარჯიშოს. ზოგს სურს უკეთ გამოიყურებოდეს, სხვებს თვითგანწყობის ამაღლება უნდათ. ზოგიერთებისთვის სპორტი დაძაბულობის მოხსნის და დასვენების საშუალებაა. მოცემულ სტატიაში მინდა მოგითხრათ, როგორ მოვახერხე საბოლოოდ დარბაზამდე მისვლა და რეგულარული ვარჯიშის დაწყება.

როგორ ვაიძულოთ საკუთარ თავს ვარჯიშის დაწყება.

არ მჯერა უნივერსალური რჩევების. ისინი არაა ეფექტური, თუნდაც იმიტომ, რომ თითოეულ ადამიანს აქვს ფიზიკური აქტივობისთვის სხვადასხვა მიზეზი.მაგალითად, გოგონამ გაიგო, რომ მისი ყველა თანამშრომელი რაღაცას აკეთებს. ერთი მათგანი დადის იოგაზე და ამაყობს მიღწეული წარმატებებით. მეორე დარბის და ფერადად აღწერს ამ საქმიანობით მიღებულ სიამოვნებას. ჩვენი ოფისის ტყვე ამ ისტორიებს ისმენს და თავს დამნაშავედ გრძნობს. მისგან განსხვავებით ყველა რაღაცას აკეთებს თავისი სხეულის გაჯანსაღების მიზნით.ამგვარი მოტივაცია არასოდეს დაგეხმარებათ ვარჯიშის დაწყებაში, რადგან ის სინამდვილეში არ გჭირდებათ. თქვენ უბრალოდ გრძნობთ, რომ თანამშრომლებთან უკეთესი სოციალიზაციისთვის მსგავსი საქმიანობით უნდა დაკავდეთ. თუ ამას არ გააკეთებთ, მაშინ ერთგვარი აუტსაიდერი, რენეგატი ბრძანდებით. ამ სოციალურ ანკესს ნუ წამოეგებით.მერწმუნეთ, სულაც არ არის აუცილებელი აქტიური ფიზიკური საქმიანობით დაკავდეთ. თუ გაკმაყოფილებთ თქვენი გარეგნობა, ფსიქოლოგიური სიჯანსაღე და ფიზიკური კეთილდღეობა, სამსახურამდე ჩვეულებრივი გასეირნებაც საკმარისი იქნება.ფიზიკური აქტივობით უნდა დაკავდნენ ის ადამიანები, რომლებიც ამის საჭიროებას გრძნობენ. როგორმა ხალხმა უნდა ივარჯიშოს?

  1. ადანიანმა, რომელთაც სურს საკუთარი სხეულის სრულყოფა.
  2. ვინც თავს უბედურად თვლის და დეპრესიაშია.
  3. პიროვნებამ, რომელსაც სურს გახდეს უფრო ძლიერი და მოქნილი.

თუ ასეთი სურვილები გამოძრავებთ, მაშინ არ გაგიჭირდებათ ვარჯიშის დაწყება. რთული იქნება სპორტული აქტივობის ჩვევად გადაქცევა. რატომ არის ეს ასე მნიშვნელოვანი? რადგან ჩვეულებრივი მოქმედებების შესრულება ბევრად უფრო ადვილია. მათ არ სჭირდება დიდი ძალისხმევა.მათთვის, ვისაც ესმის საკუთარი სურვილის ჭეშმარიტი მოტივაცია, მაქვს რამდენიმე რჩევა. ისინი დაგეხმარებათ სწრაფად გადააქციოთ ახალი რუტინა ჩვეულებად.

  1. გახადეთ თქვენი ახალი ჩვევა უფრო ნათელი და კონკრეტული. ამისათვის განსაზღვრეთ ვარჯიშის დრო და ადგილი.
  2. შეუთავსეთ ვარჯიში თქვენთვის საყვარელ საქმიანობას. მაგალითად, სირბილის დროს მოუსმიენეთ საყვარელს მუსიკას.
  3. რაც ნაკლები დაბრკოლება შეგხვდებათ, მით უკეთესი. აირჩიეთ თქვენს სახლთან ახლოს მდებარე სპორტდარბაზი.
  4. ეცადეთ მოიფიქროთ პატარა საჩუქარი, რითაც საკუთარ თავს დააჯილდოვებთ ყოველი ვარჯიშის შემდეგ.

რედაქციისგან – ყველა ჩვენი მოქმედება დაკავშირებულია ჩვევებთან და მოტივაციასთან. თუ იგი საკმარისად ადეკვატურია და ნამდვილად აქტუალურია თქვენთვის, მაშინ მხოლოდ მისი ჩვევად გარდაქმნაღა დაგრჩათ. არ დაგავიწყდეთ, რომ ამ გზაზე არაერთხელ დაეცემით. ეს ცხოვრებაა და ყველაფერი ხდება. დადგება მომენტი, როდესაც სპორტული აქტივობა თქვენი ყოველდღიურობის სრულიად ბუნებრივი ნაწილი გახდება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს