არ ველოდი 5 წლის შემდეგ ჩემი სახლის ზღურბლთან ყოფილი ცოლის ნახვას, ის პატიების სათხოვნელად მოვიდა

2795

დედის მოვალეობაა იყოს საკუთარი შვილის გვერდით ნებისმიერ შემთხვევაში. სამწუხაროდ, ზოგიერთზე ეს მიზეზიც არ მოქმედებს, რომ ოჯახი დატოვოს. გიორგი ვერასდროს იფიქრებდა, რომ მისი ოჯახური იდილია ერთ დღეს დაინგრეოდა, რომ ცოლი მიატოვებდა და სხვა მამაკაცთან წავიდოდა. ყველაზე უარესი კი – შვილს დედის გარეშე დატოვებდა მთელი ხუთი წელი.

დედის მოვალეობა

გიორგი და ანა – გიორგიმ და ანამ ერთად რამდენიმე წელი იცხოვრეს. ყავდათ ექვსი წლის შვილი, რომელიც მალე სკოლაში უნდა წასულიყო. მათი ცხოვრება მშვიდი და სტაბილური იყო. ყოველ შემთხვევაში, ასე თვლიდა გიორგი. ცოლი ძალიან უყვარდა და ყურადღებას არ აკლებდა. ბავშვი სიყვარულში და სითბოში იზრდებოდა. არც მატერიალურად უჭირდათ.თუმცა, რაღაც მომენტში გიორგიმ შეამჩნია, რომ ანა შეიცვალა. ის უფრო ჩაკეტილი და უხასიათო გახდა. როდესაც დაინტერესდა და კითხვები დაუსვა, ანა გაღიზიანდა და მარტო ყოფნის სურვილი მოიმიზეზა. გიორგი ენდობოდა ცოლს და ცუდი არაფერი უფიქრია.

ღალატი და დედის მოვალეობა – თუმცა, ერთ დღეს გიორგის ახლობელმა უთხრა, რომ მისი ცოლი არაერთხელ შეამჩნიეს სხვა მამაკაცის კომპანიაში, თანაც საეჭვოდ ახლოს. ქმარი საკუთარ ყურებს არ უჯერებდა, მისი ნდობა და სიყვარული უცებ გაქრა და ანას უცნაურ ქცევას ეხლა უკვე ჰქონდა თავისი ახსნა.როდესაც ცოლი სამსახურიდან დაბრუნდა, გიორგიმ ყველაფერი გამოკითხა. ანა საბოლოოდ გამოუტყდა, რომ სხვა მამაკაცი ყავდა. ჩხუბი და სკანდალი არ ყოფილა, ქმარმა ნივთების ჩალაგება და წასვლა მოსთხოვა…

  • -ბავშვი ჩემთან დარჩება – უთხრა ქმარმა.
  • -კარგი, – მშვიდად უპასუხა ანამ, რამაც კიდევ უფრო ცუდად გახადა ქმარი.
  • -და ასე მარტივად დატოვებ? არც გინდა მისი წაყვანა? ანამ ამოიოხრა და ჩემოდანი ბორბლებზე შემოდგა.
  • -ჩემი… ნუ, მეორე მამაკაცს უნდა დაველაპარაკო ჯერ ამ საკითხზე. დანარჩენ ნივთებს მერე წავიღებ, როცა სახლში არავინ არ იქნება…

გიორგიმ არ იცოდა რა რეაქცია უნდა ჰქონოდა ასეთ გულგრილობაზე. იმედგაცრუება საყვარელი ქალისგან, რომლისთვისაც ყველაფერს აკეთებდა, არ აძლევდა მოსვენებას. დედა არც დამშვიდობებია შვილს და გიორგი სხვადასხვა ამბებს უყვებოდა, რომ ბავშვს არ ენერვიულა.

დედასთან დაშორება – ბავშვმა რთულად გადაიტანა უდედობა და მამისთვის ეს ყველაზე რთული პერიოდი იყო ცხოვრებაში. საბოლოოდ, პატარა შეეგუა, რომ დედა “მივლინებაში” იყო ხანგრძლივი დროით და კალაპოტში ჩადგა. ბავშვი კარგად სწავლობდა, მამა კი თავდაუზოგავად შრომობდა, რომ მისთვის არაფერი მიეკლო.გადიოდა წლები. ბიჭი აქტიური მოზარდი გახდა, გიორგის კი ჭაღარა შეეპარა თმაზე. საღამოობით ერთად თამაშობდნენ ხოლმე სამაგიდო თამაშებს, შაბათ-კვირას ქალაქგარეთ სეირნობდნენ.

დაბრუნება – ერთ საღამოს კარზე დააკაკუნეს, ზღურბლთან ანა იდგა. ის ლამაზად გამოიყურებოდა, ძვირფასად ეცვა, კარგად მოვლილი იყო. გიორგიმ სახლში შეიპატიჟა. დედა რომ დაინახა, ბავშვი ადგილზე გაქვავდა.

  • -გამარჯობა, შვილო! – მიესალმა ანა – როგორ ხარ?ბიჭა არაფერი უპასუხა. მისი სახე ბევრ ემოციას იტევდა, მაგრამ სიხარული ყველაზე ნაკლები იყო.
  • -მაპატიე, რომ ასე უცბად დავიკარგე, მაპატიე, რომ ამდენი ხანი ვერ გნახე. ვიცი, რომ გაგიჭირდა უჩემობა, მაგრამ მეც არ ვიყავი უკეთეს დღეში.აღმოჩნდა, რომ ანა სხვა ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად, რომ ქმარს ახლა უკვე კარგი შემოსავალი აქვს და აღარ არის წინააღმდეგი ბიჭი მათთან რომ იყოს…
  • -მინდა შვილი ჩემთან წავიყვანო, მასთან ერთად უნდა დავბრუნდე სახლში.
  • – დიდი ხნით გინდა ბავშვის წაყვანა?
  • -ვფიქრობ, სამუდამოდ, თუ ის წინააღმდეგი არ იქნება.გიორგი ხვდებოდა, რომ ბავშვს უნდოდა დედასთან ყოფნა, მაგრამ ეს რამდენად სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა არ იცოდა. ბავშვი ძალიან დაბნეული იყო, ამიტომ შესთავაზა:
  • -მოდი, დედასთან დასვენების დღეებში წადი და მერე გადაწყვიტე როგორ გირჩევნია.

არჩევანი მშობლებს შორის – ასე შეთანხმდნენ. მთავარი იყო ბიჭის არჩევანი. გიორგის საერთოდ არ სურდა საუბარი იმ ქალთან, რომელმაც უღალატა. კი, ბიჭს დედა ჭირდებოდა, მაგრამ ახლა თავად აღმოჩნდა მარტო დარჩენის საფრთხის ქვეშ.დასვენების დღეებში ბავშვი წავიდა დედასთან და თავს იქ კარგად გრძნობდა.როდესაც დაბრუნდა, მამამ ჰკითხა:

  • -რა გადაწყვიტე? გინდა დედასთან ცხოვრება?
  • -არა – მტკიცედ უპასუხა ბიჭმა – მე შენ არ დაგტოვებ მარტო, დედას თუ უნდა, თავად მოვიდეს ჩვენს სანახავად…

დასკვნა: რამდენად მნიშვნელოვანია დედის მოვალეობის შესრულება ოჯახიდან წასვლის შემდეგაც? რამდენად შეძლებს ანა თავისი საქციელის შემდეგ შვილთან ურთიერთობის აღდგენას? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს