შავი ანწლი ფასდაუდებელია. ანწლის სასმელი ორგანიზმს აახალგაზრდავებს, კურნავს და ენერგიას ანიჭებს

9669

თავისი პოპულარობით წითელ ანწლსაც კი ჩრდილავს. უფრო ფართოდ გამოიყენება და მას სამეცნიერო მედიცინაც კი აღიარებს. შავი ანწლის ყვავილების ნახარში და ნაყენი სურდოს, გრიპის, ბრონქიტის, მშრალი ხველის, პნევმონიის და ლარინგიტის დროს გამოიყენება. სასმელს თირკმლების, თირკმლის მენჯის და შარდის ბუშტის ანთებითი დაავადების დროს სვამენ.

შავი ანწლით ართრიტს, პოდაგრას, რევმატიზმს, ასევე კანის დაავადებას კურნავენ.

ნაყოფს შემოდგომაზე კრეფენ, ოღონდ მხოლოდ შავს და არა წითელს. წითელი ანწლი შხამიანია!

  • ანწლის სასმელი ხანგრძლივ ცხოვრებას და გაახალგაზრდავებას ხელს უწყობს. ემალის ქვაბში 2 ს/კ ახალი ან ხმელი კენკრა ჩაყარეთ და 1 ლ წყალი დაასხით დაასხით, 5 ს/კ თაფლი დაუმატეთ. ადუღებამდე მიიყვანეთ და კიდევ 5 წუთით სუსტ ცეცხლზე ხარშეთ. გადაწურეთ და თბილი სასმელი, როგორც ჩაი ისე დალიეთ. ანწლის ყვავილებს შესანიშნავი სამკურნალო თვისებები გააჩნია. მას როგორც ჩაის ისე ადუღებენ და გაციების, ბრონქიტის, პნევმონიის, ფილტვის ტუბერკულოზის, ასევე ნერვების დასამშვიდებლად სვამენ. ანწლის ყვავილების ნახარშს აბაზანას უმატებენ და 15-20 წუთით მასში წვებიან მარილების დაგროვების, რადიკულიტის, ფსორიაზის, პროსტატის, პროსტატის ადენომას და ფიბრომიომას სამკურნალოდ. გარდა ამისა, პრობლემურ ადგილებში ნახარშის კომპრესებს იკეთებენ. მაგნიტური ქარიშხლის გავლენა რომ ვერ იგრძნოთ, მის დროს დღეში 4-5-ჯერ 1 ჩ/კ ახალ გაწურული ანწლის კენკრის წვენი დალიეთ. შეგიძლიათ წვენი ზამთრისთვის მოამზადოთ და შეინახოთ
  • ფილტვის სიმსივნე. ძლიერი ხველის და ფილტვებში სითხის დაგროვების დროს 1 დესერტის კოვზი შავი ანწლის სიროფი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე მიიღეთ.
  • კოლპიტი, ცერვიციტი და ქალის სასქესო ორგანოების სხვა ანთებითი დაავადების დროს 30 გრ შავი ანწლის კენკრა 0,5 ლ წყალში მოხარშეთ და თბილი სითხით გამოირეცხეთ. თვიურის დაწყებამდე 2-3 დღით ადრე შეწყვიტეთ.
  • შეშუპება. 1 ს/კ ფოთლებს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 5 წუთით აადუღეთ, გაგრილებამდე დააყენეთ. 1 ს/კ ნაყენი დღეში 3-ჯერ დალიეთ, სანამ შეშუპება არ გაქრება.
  • თირკმლების ანთებითი დაავადება. 6-8 მლ ორწლიანი ანწლის ტოტის ქერქის ნაყენი ან 4-5 გრ ქერქის ფხვნილი თერმოსში ჩაყარეთ, 0,5 ლ მდუღარე წყალი დაასხით და 5-6 საათით დააყენეთ. 100 გრ ნაყენი დღეში 5-6-ჯერ დალიეთ, განსაკუთრებით თირკმლის შეშუპების დროს.
  • დიაბეტი. 1 ს/კ ხმელ კენკრას 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 20 წუთით დააყენეთ, 50 მლ დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე დალიეთ.
  • პნევმონია. 4 მსხვილი ანწლის ყვავილის ქოლგა აიღეთ, 1 ბოთლი კარგი არაყი დაასხით და 2 კვირა ოთახის ტემპერატურაზე დააყენეთ. 1 ს/კ ნაყენი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე დალიეთ, არც ერთი მიღება არ გამოტოვოთ. პნევმონიის დროს 1-1,5 ბოთლი ნაყენი, ხოლო ტუბერკულოზის დროს – 3 ლ ნაყენი უნდა დალიოთ, თუმცა 1,5 ლ ნაყენის დალევის შემდეგ 2 კვირა შეისვენეთ.
  • ორგანიზმის გასაწმენდად 1 კგ კენკრა მინის ქილაში ჩაყარეთ, 2 კგ შაქარი დაუმატეთ და მზის ქვეშ დააყენეთ, სანამ წვენი არ გამოვა და 1 დესერტის კოვზი წვენი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე დალიეთ.
  • ძლიერი ხველის დროს 4 ნიგოზი კარგად გარეცხეთ, დაფქვით და ნაჭუჭიანად ქილაში მოათავსეთ. 1 ს/კ შავი ანწლის ყვავილი და თაფლი დაუმატეთ. 2 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და პირსახოცი დააფარეთ. გაგრილებამდე დააყენეთ. ½ ჭიქა ნაყენი დღეში 3-ჯერ დალიეთ. როგორც წესი, 3 პორცია საკმარისია, რომ ხველა გაქრეს.
  • რევმატოიდული პოლიართრიტის შესამსუბუქებლად ხმელი შავი ანწლის ყვავილი, ოხრახუშის ფესვი, ჭინჭრის ფოთლები და ტირიფის ქერქი დააქუცმაცეთ და აურიეთ. 1 ს/კ ნარევს 200 მლ მდუღარე წყალი დაასხით. 1 საათში გადაწურეთ და 100 მლ ნაყენი დღეში 4-ჯერ დალიეთ. რაციონიდან ხორცი, ცხიმები გამორიცხეთ, შეკრულობა არ დაუშვათ.
  • ყაბზობის თავიდან ასაცილებლად 1 ს/კ პოვიდლო (შავი აწნლის კენკრისგან უშაქროდ მომზადებული) დღეში 1-2-ჯერ მიიღეთ. ყოველ ჯერზე პოვიდლოს ½ ჩ/კ თაფლი დაუმატეთ კურსი – 5-6 თვე. 30 გრ ხმელი შავი ანწლის ყვავილი და ხეშავის ნაყოფი დააქუცმაცეთ და აურიეთ. 1 ს/კ ნარევს 200 მლ მდუღარე წყალი დაასხით, 35 წუთით სუსტ ცეცხლზე თავდახურულ ჭურჭელში ადუღეთ, გადაწურეთ და 200 მლ ნახარში დილით, უზმოზე და საღამოს, ძილის წინ დალიეთ. კურსი – 1-1,5 თვე.

უკუჩვენება

შავ ანწლს რაიმე სახის სერიოზული უკუჩვენება არ გააჩნია. მხოლოდ გაითვალისწინეთ, რომ მისი პრეპარატები ძლიერ შარდმდენ და საფაღარათო მოქმედებას ფლობენ და წყლულოვანი ენტეროკოლიტის, უშაქრო დიაბეტის დროს უნდა გამორიცხოთ. დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გულისრევა და ღებინება გამოიწვიოს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს