შვილების უმადურობის თემა ყოველთვის წამოიჭრება ხოლმე საუბრებში. ახლობლებზე ზრუნვა ხომ ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველას თავისი სიყვარულის ენა აქვს. ამიტომ ის, რაც ზოგისთვის ზრუნვის მაქსიმალური გამოხატულებაა, სხვისთვის შეიძლება წვრილმანი იყოს.
ახლობლებზე ზრუნვა
დედაჩემის ახლობელმა დაიჩივლა თავის ქალიშვილებზე. დამაინტერესა და გამოვიკითხე სიტუაცია. აღმოჩნდა, რომ დეიდა ლალი ცოტა ხნის წინ კლინიკაში მოხვდა. უფროსმა ქალიშვილმა იქამდე მიიყვანა, ხოლო უმცროსმა რამდენჯერმე დაურეკა. დეიდა ლალი შვილებს უყურადღებობასა და გულგრილობაში ადანაშაულებდა.გვერდით პალატაში ქალი იწვა, რომელთანაც მუდამ მოდიოდნენ მნახველები. ხან შვილიშვილები მოდიოდნენ, ხან შვილს მოჰქონდა გემრიელი საჭმელები. ლალი გულდაწყვეტილი უყურებდა ამ ყველაფერს, რადგან მისი შვილები საერთოდ არ მოსულან.მაგრამ უფროს ქალიშვილს ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს და ვერავისთან ტოვებდა. მან ყველა ექიმის ომერი ჩაიწერა და ტელეფონით ეკონტაქტებოდა. მართალია, ფიზიკურად არ შეეძლო დედის მონახულება, მაგრამ ყოველ დღე რეკავდა და მის ამბავს კითხულობდა. უმცროსიც რეკავდა ხოლმე, მაგრამ სამსახურის გამო ვერ მივიდა კლინიკაში.მოახერხა და დედასთან ერთხელ მიირბინა, დაუტოვა ფული, რომ რაც მოესურვებოდა ეყიდა. კლინიკის პირველ სართულზე მაღაზია და ძალიან კარგი სასადილო იყო. ფული ყველაფრისთვის ეყოფოდა, მაგრამ ლალისთვის ეს არ იყო საკმარისი. მას სურდა, რომ შვილები გვერდით ყოლოდა.
მე ასეთი დამოკიდებულება ინფანტილური და ეგოისტური მგონია. განსაკუთრებით არ მომეწონა ლალის სიტყვები: “საერთოდ რისთვის გავაჩინე შვილები?” ეს უსამართლო დამოკიდებულებაა. შვილებს იმისთვის ხომ არ ვაჩენთ, რომ გვემსახურონ?ამიტომ არგუმენტი “იმისთვის ვაჩენ, რომ სიბერეში წყალი მომაწოდოს”, არ უნდა იყოს შვილის ყოლის მთავარი მიზეზი. ასეთი მოტივაცია სუფთა წყლის ეგოიზმია. ბავშვი შეიძლება მადლიერი იყოს ამ ქვეყნად მოვლისთვის და ზრუნვისთვის, მაგრამ დავალებული არ არის.კარგია, როცა ოჯახში თბილი ურთიერთობაა, კარგია, როცა შვილები გეხმარებიან და სიყვარულს გამოხატავენ. მაგრამ შენ ცალკე პიროვნება ხარ და შენი ინტერესები უნდა გქონდეს. არიან დედები, რომლებიც მთელ ცხოვრებას უძღვნია მხოლოდ ბავშვს და მერე უკმაყოფილოები არიან, რომ შვილმა იმედები გაუცრუა.დაფიქრდით ვინ გაზარდეთ: მოსამსახურე, თუ ბედნიერი, დამოუკიდებელი ადამიანი? მშობლებზე ზრუნვა მნიშვნელოვანია, მაგრამ მას თავისი ცხოვრება აქვს და სათამაშო არ არის.
რედაქციისგან: თუ ქალი არ არის მზად იმისთვის, რომ მისი შვილი გაიზრდება და თავისი ცხოვრება ექნება, არ უნდა გააჩინოს. ჯერ ჯობია საკუთარი ინტერესები განავითაროს, დააბალანსოს შინაგანი სამყარო, იპოვოს ჰობი. კარგი მშობელი შეიძლება იყოს მომწიფებული ადამიანი, რომელიც ჯანსაღად აფასებს სამყაროს და ინფანტილური ილუზიები არ აქვს.ლალი დეიდა ჭირვეული ბავშვივით იქცევა. მისმა ქალიშვილებმა გაუკეთეს ის, რაც შეეძლოთ, მაგრამ ის მეტს ითხოვს. თქვენ როგორ ფიქრობთ, რაში მდგომარეობს მთავარი პრობლემა? გაგვიზიარეთ კომენტარებში.