დავუთმოთ თუ არა ადგილი ტრანსპორტში სხვას? თუ კი, მაშინ ვის პირველ რიგში? ასაკოვან ადამიანებს, ორსულებს თუ ინვალიდებს? ეხლა საზოგადოებრივ ტრანსპორტში ბევრ ადამიანს აღარ უშვებენ. სამარშუტო ტაქსებში მხოლოდ იმდენს, რამდენი სკამიცაა. ადამიანები გაჩერებაზე დგანან და სამსახურში აგვიანებენ ამის გამო. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ასეთი ამბავია:
ტრანსპორტში ადგილის დათმობა
“მინდა მოგიყვეთ შემთხვევაზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ გადამხდა. არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ მაინც მინდა გაგიზიაროთ.ვარ 29 წლის, მყავს ქმარი და ვარ ფეხმძიმედ მეცხრე თვეში. თავადაც ხვდებით როგორ მიჭირს – ორგანიზმი გადატვირთული მაქვს, ნერვები დაძაბული, სულ დაღლილი ვარ, მაქვს ცვალებადი შინაგანი განწყობა.ვბრუნდებოდი ექიმის კონსულტაციიდან, ვიდექი გაჩერებაზე რიგში. გარეთ საკმაოდ ციოდა და გავიყინე. თავი ქურთუკში ჩავრგე და შარფი შემოვიხვიე. საკმაოდ დიდხანს მომიწია ლოდინი. ხანდახან მესმოდა გვერდით ადამიანების საუბარი. არაფერი საინტერესო, სამსახური, სახლი, პანდემია, უფულობა…დრო ნელა გადიოდა და ხალხი თანდათან იმატებდა გაჩერებაზე. მეჩვენებოდა, რომ სიცივისგან ცხვირი გამილურჯდა, თითები კი თითქოს ხის გამიხდა.როგორც იქნა მოვიდა ჩემი ავტობუსი, მაგრამ ჩემს წინ იმდენი ხალხი იდგა მივხვდი, რომ შეიძლებოდა გარეთ დავრჩენილიყავი.
ავტობუსი გაჩერდა. მძღოლი კაბინიდან მგზავრების სალონში გადავიდა. შემდეგ დავინახე, რომ ვიღაც გოგონას ხელი მოკიდა და კიბეებზე ჩამოსვლაში დაეხმარა. მივხვდი ის გოგო სად მიდიოდა: იმავე კონსულტაციაში, სადაც მე ვიყავი ცოტა ხნის წინ. შემდეგ ხალხი მიაწყდა ავტობუსს, მაგრამ მძღოლმა შეაჩერა.მან ჩემსკენ მოატრიალა თავი და ხმამაღლა მითხრა, რომ ავსულიყავი ავტობუსში და დავმჯდარიყავი. რაც რა თქმა უნდა მაშინვე გავაკეთე. მაშინ კი დაიწყო აურზაური. მოხუცი ბებიები აყაყანდნენ, უკმაყოფილება გამოთქვეს, არ შეგვიძლიაო ფეხზე დგომა… მაგრამ ყოჩაღი მძღოლი ბოლომდე დამეხმარა კიბეზე ასვლასა და სკამზე დაჯდომაში.სასაცილო ის იყო, რომ ადგილი ყველას ეყო. ჩემს წინ ერთი უცნაური ქალი იჯდა, ნიღაბი არასწორად ეკეთა, მთელი გზა რაღაცას ბუტბუტებდა, ხან მე და ხან ჩემს მუცელს აკვირდებოდა. ერთ გაჩერებაზე ჩავედით.მივდიოდი სახლისკენ და თან უსიამოვნო განწყობა მიმყვებოდა. არ მჯერა თვალის და შავი მაგიის, მაგრამ ვინ იცის, რას ბუტბუტებდა მოხუცი. მალე ვიმშობიარებ და ყველაფრის მეშინია. რატომ ხდება ასე? ადამიანები არ უფრთხილდებიან ერთმანეთს, მიზნის მისაღწევად თავზე გადაგივლიან. მესმის, კონკურენციაა, მაგრამ ასეთ წვრილმანებში ხომ შეიძლება მაინც დაინდო? როდის ვისწავლით ერთმანეთის პატივისცემას და ერთად გავაკეთებთ რამე კარგს? იმედი მაქვს, ჩემი შვილი მაინც მოესწრება ასეთ საზოგადოებას. თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.