ზაფხულში ძალიან გვცხელა ხოლმე, განსაკუთრებით ხის სახლებში. ზამთარში კი რადიატორები გვაწუხებენ მაღალი გადასახადით. როგორ შევინარჩუნოთ სითბო ბინაში? კომუნალური გადასახადები ყოველ წელს იმატებს და ვეღარ აუდივართ. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ამ თემაზე ვისაუბრებთ.როგორც არ უნდა იყოს, მოგვიწევს ხალხური მეთოდების გამოყენება. ის ყველაზე ბიუჯეტურია და გამოცდილი. სხვა რა გზა გაქვს, როცა თბილ პლედში გახვევის საშუალება არ გაქვს? ჩვენ გასწავლით რამდენიმე ხერხს, რომელიც რაღაცაში გამოგადგებათ.
როგორ შევინარჩუნოთ სითბო
პირველ რიგში, გირჩევთ შეიძინოთ ელექტრო გამათბობელი. ბაზარზე საკმაოდ დიდი არჩევანია და ჩვენ კონკრეტულ ფირმას აღარ გავუწევთ რეკლამას. ასე რომ, ყურადღება მიაქციეთ ამ საკითხს.შემდეგ იპოვეთ მიზეზი, თუ რატომ იკარგება სითბო სახლიდან. შესაბამისად, მოაწესრიგეთ ეს ადგილები და ამოქოლეთ. ყურადღებით დაათვალიერეთ ფანჯრები, კარის ღრიჭოები, აივნის გასასვლელი. პრობლემური ადგილები კარგად დაგმანეთ.სხვათა შორის, ძალიან მოსახერხებელია ორმაგი შემოსასვლელი კარი: ნაკლები ხმაური შემოდის, ცივ ჰაერსაც კარგად იჭერს და არ აღწევს სახლში. თუ ორმაგი კარის საშუალება არ გაქვთ, რაიმე ხერხით ამოქოლეთ კარის ქვედა ნაწილი, საიდანაც სიცივე შემოდის. მაგალითად, დაუფინეთ პატარა ხალიჩა.როგორც ვიცით, ცივი ჰაერი თბილ ჰაერზე მძიმეა. ამიტომ სარკმელი ზემოთ გვაქვს ხოლმე და რადიატორები ქვემოთ.რადიატორების უკან კედელზე მიაკარით ფოლგის რამდენიმე ფენა. ის აირეკლავს სითბოს და მიმართავს ოთახისკენ. ამის გარეშე რადიატორის სითბოს ნაწილი კედლის გათბობას ხმარდება. გაითვალისწინეთ: ფოლგას და რადიატორს შორის მანძილი უნდა იყოს მინიმუმ ორი სანტიმეტრი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
შემდეგი ეტაპია ფარდები. დღის საათებში, თუ ფანჯარას მზე ადგება, მაქსიმალურად გადაწიეთ და სითბო შემოუშვით. ღამით კი პირიქით, კარგად ჩამოაფარეთ ფანჯრებზე, რათა სითბო მეტად შენარჩუნდეს ოთახში. თუ ძალიან ცივა, ფარდები რაფამდე აკეცეთ და რადიატორების სითბო აღარ დაიკარგება.ადრე სითბოს და ხმის იზოლაციის საკითხი ხალიჩებით გვარდებოდა. ხლიჩა იატაკზე და კედელზე დიდად მომხიბვლელად არ გამოიყურება, მაგრამ ხის და ბეტონის კედლებზე ეფექტურად აკავებს სიცივეს.სამზარეულო კარგად გათბება, თუ გამოცხობის შემდეგ ღუმელის კარს ღიას დატოვებთ. არ გაათბოთ სახლი ანთებული გაზით. ის შთანთქავს ჟანგბადს და მოწამვლის საშიშროებას ქმნის.და ბოლოს, ბანაობის შემდეგ ღია დატოვეთ ხოლმე აბაზანის კარები. იქიდან გამოსული თბილი ჰაერი გაათბობს სახლს, აბაზანა გაშრება და სხვა ოთახებში მშრალი ჰაერი დატენიანდება. თქვენ როგორ ინარჩუნებთ სითბოს სახლში? გაგვიზიარეთ კომენტარებში.