მეშინია გამოვუტყდე ჩემს უცხოელ ცოლს, რომ მშობლებთან უნდა დავბრუნდე სამშობლოში, კაცი კი არა, ნაძირალა ვარ.

0
1433

საზღვარგარეთ ცხოვრება ბევრი ახალგაზრდის ოცნებაა. ყოველთვის გვგონია, რომ სადაც არ ვართ, იქ უკეთესია. ზოგი მართლაც აღწევს წარმატებას, ზოგი კი პრობლემებს აწყდება, მაგალითად, როგორც ჩვენი დღევანდელი გმირი. რა მოხდა და რა გამოსავალი იპოვა მან, პაპარაცის დღევანდელ სტატიაში წაიკითხავთ.

საზღვარგარეთ ცხოვრება

“ჯერ კიდევ ახალგაზრდა, 28 წლის ასაკში წავედი პორტუგალიაში სამუშაოდ. მთელი ცხოვრება ამაზე ვოცნებობდი და როგორც იქა, შევძელი. მშობლები თავიდან წინააღმდეგნი იყვნენ, მაგრამ როცა მუშაობა დავიწყე და ფულის გაგზავნა შევძელი მათთვის, ცოტა დამშვიდდნენ. იქვე დავქორწინდი და სამშობლოში აღარ დავბრუნებულვარ. მშობლებს ინტერნეტით ვესაუბრებოდი, ვუგზავნიდი ფულს და საჩუქრებს.პორტუგალიაში ვიპოვე ჩემი სიყვარული. თავიდან ცოტა გაგვიჭირდა ურთიერთობა, მაგრამ დროთა გამავლობაში ვისწავლე ენა და ყველაფერი კარგად იყო. კაროლია ჩემი ცოლი გახდა და ორი არაჩვეულებრივი პატარა მაჩუქა. ბევრს ვმუშაობდი ოჯახი რომ მერჩინა – ჩემიც და მშობლების. არ მინდოდა მათ რამე მიკლებოდათ.საერთო ჯამში, ჩვენი ცხოვრება ძალიან კარგად მიდიოდა, სანამ ტელეფონმა არ დარეკა. მშობლები მობილურზე არ მირეკავდნენ მაღალი ტარიფის გამო და მივხვდი რაღაც მოხდა.

მოულოდნელი ზარი – ავიღე ტელეფონი, რეკავდა დედა: “შვილო, გამარჯობა! როგორ ხარ? მე და მამას ძალიან გვინდა, რომ სახლში დაბრუნდე, იქნებ შეძლო?მე და მამაშენი მოვხუცდით, 70 წელს მივაღწიეთ უკვე. ძალიან გვიჭირს უშენოდ. ჩამოდი და ჩვენთან იყავი. თუ ჩამოსვლა არ გინდა, ჩვენ წაგვიყვანე. აქ არაფერი დაგვრჩენია, უშენოდ რა აზრი აქვს ყველაფერს?”სიმართლე გითხრათ, იმ წუთში ვიგრძენი, რომ თითქოს ჩემს მანიპულირებას ცდილობდნენ. დედამ ხომ ზუსტად იცოდა, რომ არ დავტოვებდი ცოლ-შვილს, ამიტომ მეორე ვარიანტიც შემომთავაზა, რომ მათი წამოყვანა ამერჩია. მაგრა ეს აფსურდია! ისინი კარგად ცხოვრობენ: აქვთ საკუთარი ბინა, აგარაკი, მამას მანქანაც ვუყიდე, ვეხმარები მატერიალურად. ნუთუ ეს საკმარისი არ არის?თუ ცოლს ვეტყვი, რომ მშობლებს ჩამოსვლა უნდათ ჩვეთან, ან მე უნდა წავიდე მათთან – ვერ გაიგებს. არც მინდა არსად წასვლა. პორტუგალია ჩემი მეორე სამშობლოა, აქ მყავს საყვარელი ადამიანი და შვილები. 43 წლის ვარ და ჩემი ცხოვრება მაქვს.ეს ყველაფერი ვცადე დედისთვის ამეხსნა. მან ტირილი დაიწყო და უგულო მიწოდა. ცოლისთვის არაფერის მითქვამს, ან რა უნდა მეთქვა? იმ საუბრის მერე ცუდ ხასიათზე დავდექი. მესმის, რომ არაფერი დამიშავებია, მაგრამ დანაშაულის შეგრძნება მაინც მაქვს. როგორ მოვიქცე?”

რედაქციისგან: ხშირად მშობლები იწყებენ თავისი შვილების მანიპულირებას, თავის შეცოდებას, რათა მიაღწიონ მიზანს. ჯერ კიდევ ვხვდებით შეხედულებას “ჩვენ სიცოცხლე გაჩუქეთ და ჩვენს წინაშე ვალდებული ხარ”. მაგრამ რამდენად ღირს მსგავსი რამის შვილისთვის თქმა?თქვენი აზრით, როგორ უნდა მოიქცეს ჩვენი რესპოდენტი? გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება კომენტარებში.