უპატრონო ბავშვები თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე საშინელი პრობლემაა. როცა პატარა უსახლკაროდ დარჩება და მშობლების მხარდაჭერას დაკარგავს, ის უბრალოდ ქუჩაში ხეტიალს იწყებს სიცოცხლის გადასარჩენად. ყველას როდი ძალუძს ასეთი რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა, თუმცა ბედნიერი ისტორიები მაინც ხდება ხოლმე. ერთ-ერთ მათგანს გაგიზიარებთ მოცემულ სტატიაში.
უსახლკარო ბავშვები
“მამა დათო სოფელში ცხოვრობს და ადგილბრივ ადგილობრივ ეკლესიაში მსახურობს. მან მისი თითოეული სულიერი შვილის სახელი ზეპირად იცის და ყველა ახალი ამბის საქმის კურსშია. ერთხელ მისი კარის ზღურბლთან პატარა ბიჭუნა გამოჩნდა, რომელიც ავადმყოფი დედისთვის საჭმელს ითხოვდა. მამა დათოს ბავშვი აქამდე არასოდეს ენახა, იგი საკვებით გაუმასპინძლდა და სცადა გაერკვია, თუ რას აკეთებდა პატარა შუაღამისას ქუჩაში. როცა მღვდელმა მას საჭმელი გაუწოდა, ბიჭუნამ მადლობა გადაუხადა და უკანმოუხედავად გაიქცა.ხუცესმა თანასოფლელებში გაიკთხა, ვინმე ხომ არ იცოდა იმ ბიჭუნას ვინაობა. გაირკვა, რომ ის უკვე რამდენიმე დღეა, რაც კარდაკარ დადიოდა და მოწყალებას ითხოვდა. როგორც ჩანს, ბავშვი დამფრთხალია, ეშინია ვისმესთან კონტაქტის დამყარება. ის დაახლოებით 8 წლის თუ იქნებოდა, ეტყობოდა, რომ ქუჩაში უკვე დიდი ხანია ცხოვრობდა.სოფელში არავინ იცოდა, თუ სად შეიძლებოდა ბავშვის პოვნა. მღვდელი აფორიაქებული იყო მომხდარით და გადაწყვიტა, რომ რადაც არ უნდა დასჯდომოდა, გაერკვია ბავშის ვინაობა.
ხუცესის გამოძიება – ერთხელ მამა დავითი უკან გაჰყვა უსახლკაროს. პატარა უკან არ იხედებოდა, უბრალოდ ჩქარი ნაბიჯით მიდიოდა სახლისკენ.მათ დიდი მანძილი გაიარეს, შემდეგ კი სოფლის მიტოვებულ ნაწილში აღმჩნდნენ. იქ ერთი სახლი იდგა, სადაც უკვე დიდი ხანი აღარავინ ცხოვრობდა. მამა დავითს ძაღლის ყეფის ხმა და გოგონას სიცილი შემოესმა: “ვანო, რა კარგია, რომ მოხვედი! საჭმელი რა მომიტანე?”ხუცესი მიხვდა, თუ რა ხდებოდა, მაგრამ გადაყვიტა ყველაფერში თავადვე დაწრმუნებულიყო. მან წყნარად დააკაკუნა კარზე და ძველ მიტოვებულ სახლში შევიდა. ბიჭუნა მაშინვე წინ გადაეფარა დაიკოს, შავმა ლაბრადორმა კი გაშმაგებით დაიწყო ყეფა.
“ყველაფერი კარგადაა, არ შეგეშინდეთ. მე მამა დავით ვარ, ჩემთან საჭმლის სათხოვნელად იყავი მოსული, არ გახსოვს? შეგიძლიათ მენდოთ. მომიყევით თქვენზე, ამ სახლს რატომ აფარებთ თავს?- სიყვარულით ჰკითხა მღვდელმა.ცხადი იყო, რომ ბიჭუნა ჯერ კიდევ შეშინებული იყო. მისმა დამ კი ინტერესით წინ გადადგა ნაბიჯი და უცნობს დაუწყო თვალიერება. ის 5 წლის თუ იქნებოდა და ძალიან დაღლილი ჩანდა.მაშინ ბიჭუნამ მოყოლა დაიწყო: “დედაჩვენი ავად გახდა, მამამ კი მიგვატოვა. როცა მშობელი გარდაგვეცვალა, პოლიცია და სასწრაფო მოვიდა. მე და ანუკიმ ვიცოდით, იქ თუ დავრჩებოდით, მაშინ ერთმანეთს დაგვაშორებდნენ. სხვა ნათესავებე არ გვყავს. სწორედ ამიტომ ჩვენს ძაღლთან გამოვიქეცით და აქ დავსახლდით.
ბედნიერი დასასრული – ხუცესს გული აუჩუყა ამ ისტორიამ. მან ბავშვებს მზრუნველი ხმით უთხრა: “დამიჯერეთ, თქვენ ვერ დაგაშორებენ და ყველაფერი კარგად იქნება. აქ ძალიან ცივა, საკვებიც არ გაქვთ. ჩემთან სახლში წამოდით, თქვენი ძაღლიც წამოიყვანეთ”.უსახლკაროები მღვდელთან ერთად სოფელში დაბრუნდნენ. გაიკრვა, რომ სოციალური სამსახური ბავშვებს თვეზე მეტი ეძებდა, გამოინახა ოჯახი, რომელიც მზად იყო ეშვილებინა პატარები.მამა დათომ მოიპოვა ბავშვების ნდობა. რამდენიმე კვირის შემდეგ ისინი უკვე ახალ ოჯახში ცხოვრობდნენ. ხუცესი პერიოდულად მიდიოდა ხოლმე მათ მოსანახულებლად.
რედაქციისგან: რა შეიძლება იყოს იმ ისტორიებზე უფრო მშვენიერი, სადაც უსახლკარო ბავშვები პოულობენ ოჯახს? მადლობა ღმერთს, რომ სასწაულები ხდება კეთილი ადამიანების დამსახურებით. მღვდლის ადგილას ნებისმიერი ჩვენთაგანი შეიძლება აღმოჩენილიყო.