“მოკლედ, ისეთ სიტუაციაში ვარ, რომ ცოლიც მიყვარს და საყვარელიც. ვიდრე რაიმეში დამადანაშაულებთ, სამართლიანობასა და სინდისზე ჩამიტარებთ ლექციებს, უბრალოდ მომისმინეთ. ცხოვრება მხოლოდ ერთია და ის უმცირეს დეტალებმადე უნდა შევიგრძნოთ.კანონს არ ვარღვევ. ზოგიერთ ქვეყანაში მრავალცოლიანობის წინაამდეგ არაფერი გააჩნიათ. რახან ორი ქალის მიმართ ერთნაირი გრძნობები მაქვს, გამოდის, რომ ცხოველი ვარ? ახლა ისეთი გარემოებების წინაშე ვარ, რომ ორივე მათგანთან ცხოვრების შესაძლებლობა არ მაქვს- ჩვენი საზოგადოება გმობს ამას.
მიყვარს ცოლიც და საყვარელიც
მე საშუალო სტატისტიკურ ოჯახში გავიზარდე. დედა, მამა, ორ ოთახიანი ბინა, სკოლა, შემდეგ უნივერსიტეტი. ახალგაზრდობაში მეგობრებთან ერთად ხშირად დავდიოდი წვეულებებზე. სწავლის დასრულების შემდეგ სამსახური დავიწყე, გავხდი დამწყები ბიზნესმენი. ამის პარალელურად გავიცანი ინა.შეძლებისდაგვარად ყველაფერზე ვზოგავდი ფულს, რადგან თითოეული თეთრი პოტენციური შემოსავალია, თანხა საქმეში უნდა ჩადოს კაცმა. სწორედ ამიტომ ინას არ ვანებივრებდი ხოლმე საჩუქრებით.როცა მეტნაკლებად ფეხზე წამოვდექი, ქორწილი გადავიხადეთ. ჩემთვის ეს არ ყოფილა რაიმე განსაკთრებული მოვლენა, მხოლოდ სავალდებულო რიტუალი, მეტი არაფერი. ჩემს ცოლს ყველაზე მეტად ვენდობი სამყაროში. მას ნებისმიერ დროს შემიძლია გავანდო ფარული ფიქრები.
ახლა ორი შვილი გვყავს. მათი აღზრდით დედაჩემია დაკავებული. მე ამისთვის არ მცალია. ინა საოცარ კერძებს ამზადებს, ბინაც თავისი გემოვნებით მოაწყო.შვილების გაჩენის შემდეგ ჩემმა ცოლმა მომხიბვლელობა დაკარგა. მრავალწლიანი თანაცხოვრების განმავლობაში ყველა მისი ხორციელი ნაკლი შევისწავლე. შესანიშნავად მესმის, რომ მინუსები აღარ შეიცვლება, პლუსები კი აღარ დაემატება.არაფერია იმაში გასაკვირი, თითქოს შესანიშნავი კლიენტი გამომიჩნდა და სახლში გაცილებით ნაკლებ დროს ვატარებს. ეს ოფიციალური ვერსიაა, რაც ინამ იცის. სინამდვილეში კი, ეს “კლიენტი” სალომეა. მას ნავარჯიშები და მოხდენილი სხეული, მკვრივი კანი აქვს. ერთმაეთთან შეთანხმებულები ვიყავით, რომ ჩვენი ურთიერთობის შესახებ ინა ვერაფერს გაიგებდა. მეგობრები გონზე მოსვლას და პრიორიტეტების გადაფასებას მირჩევდნენ. შემდეგ ნათელი გახდა, რომ ორმაგი ცხოვრება ჩემი განუყოფელი ნაწილი გახდა.
სალომეს ხარისხიანი საკვები, კარგი დასვენება, ვარჯიში უყვარს. ის არ მესაუბრება ხოლმე რუტინულ პრობლემებზე, მას სუნამოს სუნი ასდის და არა- ჭურჭლის სარეცხი საშუალების. სამი ადამიანის ურთიერთობაში დაზარალებული მხოლოდ ჩემი ცოლია, უფრო სწორად, იყო ბოლო დრომდე.რაოდენ დიდიც არ უნდა იყოს ქალაქი, ხალხი ხვდება ხოლმე ერთმანეთს ყველაზე შეუფერებელ დროს. ინას ბიძაშვილმა დაინახა, თუ როგორ ვსეირნობდით მე და სალომე ხელჩაკიდებულები. მე არაფრის დამალვა არ დამიწყია, ყველაფერი ვაღიარე.ინას არ წამოუყენებია ულტიმატუმები, არ დამმუქრებია ბავშების წაყვანითა და ქონების გაყოფით. ასეთ იაფფასიანი შანტაჟი მის სტილში არ ჯდებოდა. დიალოგის ბოლოს მან მითხრა, რომ დავფიქრებულიყავი, თუ ვინ უფრო ძვირფასი იყო ჩემთვის. შვილების ნახვას ის არასოდეს ამიკრძალავდა.
თავიდან არჩევანის გაკეთება მტანჯავდა, სალომესა და ინას დადებით და უარყოფით მხარეების აწონ-დაწონვაში ვიყავი. ბოლოს მივედი პროზაულ დასკვნამდე, რომ არც ერთი მათგანი არ მჭირდებოდა. საბოლოოდ, შვილებსაც ძალაუნებურად ჩამოვშორდი.ინა შესანიშნავი დედა და დიასახლისია, რომელიც ადამიანებს ყველაფერს პატიობს და მათ უთქმელად უგებს. სალომე ულამაზესი და ყოველმხრივ განვითარებული ქალია.ერთადერთი რაც შემიძლია,- ეს ფულის შოვნაა. ვგავარ ციყვს, რომელიც მუდამ თხილს აგროვებს. სიამოვებას მხოლოდ მუშაობა მანიჭებს. ყველაფერი დანარჩენი… შედარებით ნაკლებად.ახლა რა ვქნა? ვიღაც იფიქრებს, რომ მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული არჩევანის წინაშე ვდგავარ. მე კი რატომღაც არ ვგრძნობ განსაკუთრებულ მღელვარებას, მარტოობა არ მტანჯავს. შესაძლოა, ეს ჩემი ხვედრია. ასეთი პერსპექტივა სრულებით არ მაშინებს, პირიქით, შთაგონებას მანიჭებს. ალბათ, უბრალოდ მეტი დრო მჭირდება,