“როგორ მოვუაროთ ციკლამენს?” – ვკითხე ჩემს მეგობარს, გამოცდილ მემცენარეს. დედამთილმა თვე-ნახევრის წინ მომითრია ციკლამენი, მარწმუნებდა, რომ მას კარგი ენერგეტიკა აქვს, თუმცა ყვავილმა უეცრად ჭკნობა დაიწყო. მოცემულ სტატიაში რედაქცია პაპარაცი მოგითხრობთ, თუ რა ხდება ოჯახებში, სადაც ციკლამენი ხარობს!
როგორ მოვუაროთ ციკლამენს
როცა ციკლამენს ვუყურებ, პატარა ზღაპრული ფერიები მახსენდება. ასევე მისი ყვავილები მომაგონებს პეპლების ფრთებს. ეს მცენარე ქოთანში საოცრად გამოიყურება! არსებობს მოსაზრება, რომ ციკლამენს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება და ის თავისი ჭირვეულობით გამოირჩევა.გადახურების გამო მას ხშირად ცვივა ყვავილები. სხვათაშორის, მზის სხივების პირდაპირმა ზემოქმედებამ შეიძლება დაწვას ციკლამენის ფოთლები. იგი წარმოშობით ალპების მთებიდანაა. მეგობარმა მირჩია, რომ საყვავილის გარშემო თოვლი შემომეწყო. მზიან ადგილებზე გამათბობელთან ახლოს ის შეიძლება გაყვითლდეს და დაჭკნეს.ციკლამენს აქვს მოსვენების პერიოდიც. ამ დროს ის გრილ ადგილას უნდა დადგათ. არავითარ შემთხვევაში არ შეინახოთ დამჭკნარი ყვავილის ბოლქვები მაცივარში. ასევე არ ჩამარხოთ ისინი მიწაში, ზედაპირზე უნდა დარჩეს ბოლქვის, სულ მცირე, მესამედი ნაწილი.ციკლამენი ვერ იტანს ნიადაგში მინერალური მარილების სიჭარბეს. სჯობს შეარჩიოთ მისთვის პატარა საყვავილე, რათა მისი კედლიდან მცენარის ბოლქვამდე მიწის სისქე 2-3 სმ-ზე სქელი არ უნდა იყოს.ციკლამენს უყვარს ტენიანი ჰაერი, სასურველია, რომ მის ფოთლებს ყოველდღიურად მიასხუროთ წყალი. კოკრების ფორმირების და ყვავილობის პერიოდებში სჯობს წყლის მიფრქვევა შეწყვიტოთ. მცენარე სადგამის მხრიდან უნდა მორწყოთ, რათა წყალი არ მოხვდეს ყვევილებსა და ფოთლებზე. მორწყვიდან ერთი საათის შემდეგ დარჩენილი სითხე გადაღვარეთ.ხალხში ამბობენ, რომ ციკლამენი ეხმარება წყვილებს, რომლებიც ბავშვის გაჩენას ცდილობენ. მისი წყალობით ადამიანები თავისუფლდებიან უარყოფითი ფიქრებისგან, მათ სულებში შინაგანი სიმშვიდე ისადგურებს. ყვავილს მიაწერენ ცუდი სიზმრებისა და შიშების განდევნის ძალასაც. არსებობს კიდევ ერთი თავისებურება, რაც უნდა იქნას გათვალისწინებული მცენარის მოვლისას. ციკლამენის თესლი და ფესვები შხამიანია. მისმა წვენმა შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება და კანზე ანთებითი პროცესები.
რედაქციისგან: დაწერეთ კომენტარებში, ხარობს თუ არა ეს ყვავილი თქვენს სახლში და დამატებით მისი მოვლის სხვა ხრიკებიც ხომ არ იცით.