დავიწყოთ იმით, რომ ერთი და იგივე ინსტრუქცია ყველა სმარტფონზე არ გამოგვადგება. მოქმედების ალგორითმი დამოკიდებულია თითოეულ კონკრეტულ მოწყობილობასა და მის ვერსიაზე. შეგახსენებთ, რომ მეხსიერების გაზრდა ტელეფონში შესაძლებელია მარტივად – MicroSD-ს საშუალებით.
მთავარი დამნაშავე ტელეფონის მეხსიერების შევსებაში
მაგალითად, WhatsApp, Viber ტელეფონის მეხსიერებაში ავტომატურად ინახავენ ყველა გაგზავნილ ფაილს: საბუთებს, ფოტოებს, ვიდეოებს. ამიტომ საკმარისია ერთი საერთო ჩატი ვაიბერზე, რომ თქვენი ტელეფონი გადატვირთოს.ყოველ წელს სმარტფონები აუმჯობესებენ კამერის გაფართოებას, რასაც შედეგად მოყვება დიდი ზომის ფოტოები მობილურში. თუ თქვენს ტელეფონში დაგროვდება რამდენიმე ათასი ფოტო და თითოეული იქნება 3-4 მბ, თუ სხვა მოწყობილობაში გადაწერთ, გაათავისუფლებთ 10 გბ-მდე ადგილს. რაც შეეხება ვიდეოებს, ის ასეულობით მეგაბაიტის ზომის არის.
აპლიკაციების უმეტესობა და განსაკუთრებით, სოციალური ქსელები, ათასობით ქეშ-ფაილს ინახავს. ეს საჭიროა იმისთვის, რომ ხშირად მოხმარებულ გვერდებთან სწრაფად მოხდეს დაკავშირება.
შევამოწმოთ თავისუფალი ადგილი – იმისათვის, რომ გავწმინდოთ მეხსიერება, უნდა ვიცოდეთ საერთო სურათი: რამდენია ტელეფონის მთლიანი მეხსიერება, რამდენი თავისუფალი და რამდენი დაკავებული ადგილია.
ამისათვის Android 11-ზე უნდა გავხსნათ პარამეტრები და ვნახოთ “მეხსიერება”. მოცემულ სმარტფონზე დაკავებულია მეხსიერების 39%, ანუ 51 გბ. 128 გეგაბაიტიდან. ქვემოთ შეგიძლიათ ნახოთ ფაილები ტიპების მიხედვით: გამოსახულებები, ვიდეო, სისტემა, ნაგვის ყუთი და სხვა.
ვასუფთავებთ ქეშ ფაილებს – გახსენით “აპლიკაციები”. შედით თავად აპლიკაციის პარამეტრებში, რომელიც ბევრ დროებით ფაილს წარმოქმნის. გახსენით “მეხსიერება” და დააჭირეთ “ქეშის გასუფთავება”, მის ზემოთ გამოსახულია ცოცხი. რამდენიმე წამში ქეში 0 ბაიტი გახდება.
შეგიძლიათ გაასუფთავოთ მონაცემთა ბაზაც. იმისათვის, რომ ორ დღეში ქეშ ფაილები ისევ არ დაგროვდეს, შეცვალეთ მედიაფაილების შენახვის პარამეტრები. მიუთითეთ რამდენი ხანი გსურთ, რომ მოცემული ფაილები შეინახოს.
ვშლით მესენჯერის ფაილებს, ფოტოებს და ვიდეოებს – მესენჯერით მიღებული ფაილები ინახება იმავე სახელწოდების საქაღალდეში. მაგალითად, viber – viber photo, viber video…
თუ ნახავთ ცალკე ამ ფაილებს, გამოვა არჩევანი “გადატანა”, “კოპირება”, “წაშლა”, შესაძლებელია ყველა ფაილის ერთდროულად წაშლაც.
არანაკლებ დიდი ადგილს იკავებს კამერით გადაღებული ფოტოები. განსაკუთრებით, თუ სასიამოვნო მოგზაურობაში იყავით. ფოტოების წასაშლელად შედით “გალერეაში”, მონიშნეთ ზედმეტი და არასასურველი გამოსახულებები და დააჭირეთ “წაშლა”.
მეხსიერების გამწმენდი აპლიკაციები – ტელეფონის მეხსიერების გასაწმენდად სპეციალური აპლიკაციებიც არსებობს. მათ შორის ყველაზე პოპულარულია CCleaner, Clean Master და სხვა პროგრამები, რომლებიც შეგიძლიათ გადმოტვირთოთ ონლაინ მაღაზიებიდან.
რომელი ფაილების წაშლა არ შეიძლება – არ გირჩევთ უცნობი ფაილების და საქაღალდეების წაშლას, რადგან შეიძლება პროგრამული იყოს და ჭირდებოდეს სამუშაოდ ოპერაციულ სისტემას. თუ ზუსტად არ იცით ფაილის დანიშნულებ, აჯობებს თავი დაანებოთ. ზემოთ ჩამოთვლილი ფაილების წაშლა სრულიად საკმარისია რამდენიმე გეგაბაიტის გასათავისუფლებლად.