ყოველ დილით დაღლილი ვიღვიძებ, მხოლოდ სათვალთვალო კამერები დამეხმარა იმის გარკვევაში, თუ რა მოხდა.

1930

დასვენება ძალიან მშნივნელოვანია ადამიანის თვითგანწყობისთვის. ღამით, როცა დასაძინებლად ვწვებით, ორგანიზმი იღებს ენერგიის კუთვნილ წილს მომდევნო დღისთვის. თუ ეს არ ხდება, შედეგი დიდხანს არ გალოდინებთ: თავს იჩენს დაღლილობა, ცუდი განწყობა. თუ ახლად გაღვიძებული ადამიანი თავს ცუდად გრძნობს, ეს საგანგაშო ნიშანია.ზოგჯერ ხდება ისეც, რომ პიროვნებას ძილში ხელს უშლის გარეგანი ფაქტორები. მაგალითად, მეზობელი ბურღავს კედელს ან ახლად შეუღლებულებულები ურთერთობას არკვევენ. ზოგჯერ ღამით კოშმარები გვესიზმრება ხოლმე, დილით კი ცივ ოფლში ვიღვიძებთ. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

ცუდი თვითგანწყობა ძილის შემდგომ

მთელი ცხოვრება მზია თავს შესანიშნავად გრძნობდა. ეს არცაა გასაკვირი, რადგან მშობლებმა უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ცხოვრება მოუწყვეს. ყოველთვიურად უგზავნიდნენ მას ფულს კომფორტული არსებობისა და ბინის ქირის დასაფარად. სტუდენტმა გადაწყვიტა, რომ მეცნიერების შესწავლა გულით არ ეწადა, ამიტომ ცხოვრება სხეულის სრულყოფას მიუძღვნა.მზია გამოცდებს უპრობლემოდ აბარებდა. არაა საჭირო ღამეების თენება საგნების დაზუთხვაში, მთავარია- გყავდეს სანაცნობო. მესამე კურსზე ახალგაზრდა ქალმა მომავალი ქმარი გაიცნო, რომელიც წარმატებული სპორტსმენი იყო. მზია ვლოგერობით იყო დაკავებული და სილამაზის კონკურსებშიც მონაწილეობდა. 5 წელიწადში ახალგაზრდები შეუღლდნენ. მათ მალევე შეეძინათ ბავშვი. მზიას რომ არ მოწყინა, სახლში მიიყვანეს ოქროსფერი რეტრივერი.ბედნიერი ცხოვრების მიუხედავად, მზიას უცნაური უსიამოვნებები ემართებოდა. ის მთელი დღეები ძალაგამოცლილი იყო, ღამით კოშმარები ესიზმრებოდა, დილით გონება სასარგებლოზე ფიქრს ვეღარ ახერხებდა. სპორტული აღნაგობის ახალგაზრდა ქალი თავს ისე გრძნობდა, როგორც ნაბახუსევზე, თუმცა მას მავნე ჩვევები არ გააჩნდა. მისტიკური სფეროს მოყვარულმა მეგობარმა მას ექსტრასენსთან წასვლა ურჩია. მზიას ფსიქოლოგიც ვერ დაეხმარა. არადა, რა უნდა ურჩიო კლიენტს, რომელსაც ჰყავს საყვარელი ქმარი, პატარა შვილი და ძაღლი! უბედურ ბავშვობასაც ვარაფერს დააბრალებდა ადამიანი, მშობლებს ქალიშვილი დღემდე უსაზღვროდ უყვართ.

ქმარმა ცოლს ურჩია, რომ ყურადღება გარემოზე გაემახვილებინა. ისინი მივიდნენ გადაწყვეტილებამდე, რომ ოთახში კამერა დაემონტაჟებინათ. ვინ იცის, იქნებ ამ ყველაფერში მთვარეულობა იყო გარეული. კამერა მეორე დღესვე დააყენეს, იმ საღამოს მზიას დაძინება გაუჭირდა. დილით დაღლილი ქალი, პირველ რიგში, ვიდეოჩანაწერის ყურებას შეუდგა. ნანახმა ის გააოცა. დილის 4 საათზე მის ოთახში გაჩნდა პატარა და უფორმო სილუეტი. თავიდან მას ძალიან შეეშინდა, თუმცა შემდეგ მისი პატარა ბიჭუნას გარჩევა შეძლო. ბავშვი დედასთან მიცოცდა და მთელი ღამე მასთან გაატარა, თმებში იჭერდა, ბალიშს წიხლებს ურტყამდა. მშობელი ინსტინქტურად ეხუტებუდა მას და არ იღვიძებდა.ერთ საათში ოთახში ძაღლმა შეირბინა. ახლა უკვე ცხადი გახდა, თუ რას აკეთებდნენ ყაჩაღი მეგობრები იმ დროს, როცა მზიას ეძინა. მოწესრიგების, ვარჯიშისა და ყავის მირთმევის შემდეგ ქალმა ქმარს დაურეკა და ყველაფერი მოუთხრო. მეუღლეს გაუხარდა, რომ, როგორც იქნა, პრობლემის მიზეზი გაირკვა.ცხოვრებაში ასეთი შემთხვევებიც ხდება ხოლმე. საინტერესოა, რა მოხდებოდა, მზიას ქმრის რჩევა რომ არ გაეთვალისწინებინა და კამერა არ დაეყენებინა საძინებელში? ექიმები ამბობენ, რომ ნორმალური ძილის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს იმუნიტეტის დასუსტება, პარტნიორისადმი ლტოლვის დაკნინება, წონაში მატება და მენტალური პრობლემებიც კი.

ღამით, როცა სხეულსა და გონებას დასვენება სჭირდება, მოდით, თავს ნუ გადავიტვირთავთ მომავალი დღის საქმეებითსა და პრობლემებზე ფიქრით. დილით საღ აზრზე გადაწყვეტილების მიღება გაცილებით მარტივია. გამოუძინებლობის ფონზე ადამიანს წვრილმანებიც კი ნამდვილ ტრაგედიად შესაძლოა მოეჩვენოს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს