რატომ კითხულობს ადამიანი წიგნებს? ზოგი იტყვის, რომ კითხვა განვითარებას უწყობს ხელს, ზოგიც აზროვნების განვითარებას, მაგრამ ფაქტია, რომ წიგნებიდან ადამიანები სულიერებას იღებენ. ლიტერატურას ადამიანი სულ სხვა სამყაროში გადაყავს და ცოდნა, რომელსაც ის კითხვის პროცესში იღებს, აუცილებლად გამოადგება.
რატომ ვკითხულობთ წიგნებს
“ეს ამბავი ჩემს თანაკლასელს შეემთხვა, როცა მატარებლის ვაგზლებსა და აეროპორტებში ჯერ კიდევ სრული ქაოსი იყო. ალექსანდრე მშვიდად იჯდა მოსაცდელ დარბაზში. მისი მატარებლის მოსვლამდე 18 საათი იყო დარჩენილი. ამ დროს დაინახა, რომ ერთ ტურისტს ბოშები შემოეხვივნენ.ალექსანდრე მიუახლოვდა და ყური მოკრა ფრაზებს: “შე ჯადო გაქვს”, “სასწრაფოდ უნდა მოიხსნა”, “საჭიროა ოქრო ან ფული”. მამაკაცი ჰიპნოზის ქვეშ იყო, ერთი ბოშა სახესთან უტრიალებდა ბუმბულს და რაღაცას ბურტყუნებდა. სხვები კი ფოს უქმნიდნენ. მამაკაცმა საფულე ამოიღო… ალექსანდრემ გადაწყვიტა მამაკაცი გადაერჩინა უფულოდ დარჩენას უცხო ქალაქში.-ეს მამაკაცი ჩემი მეგობარია და ჩემთან ერთად უნდა წამოვიდეს – მოკიდა იდაყვში ხელი და გვერდზე გაიყვანა. ამ დროს იგრძნო, რომ ვიღაც ბასრ საგანს ჩხვლეტდა. მოიხედა და უკან ბოშა ედგა ოქროს კბილებით.
თამამი გადაწყვეტილება – ნამდვილად არ უნდოდა უცხო ქალაქში დაეჭრა ვინმეს და გვერდზე გაიწია. ამ დროს მამაკაცმა ნიშნობის ბეჭედი და საათი მოიხსნა. ალექსანდრემ ერთი რამ მოიფიქრა: ამოიღო ჯიბეში ჩარჩენილი ცარცი, რომელიც ბავშვს შეუნახა.მივიდა ბრბოსთან, ჩაიმუხლა მამაკაცის წინ და შემოავლო წრე, თან გიჟივით დაიწო უცნაური სიტყვების ყვირილი.ალექსადრეს ძალიან უყვარდა ტოლკინის წიგნი “ბეჭდების მბრძანებელი.” ეს იყო გენდალფის წყევლა, რომელიც ზეპირად ახსოვდა და ამ წყევლის არა მარტო ჯუჯებს, ბოშებსაც შეეშინდათ.მათ ნერვიულად დაიწყეს თავისი ლოცვა და გაიფანტნენ. თან უკან იყურებოდნენ გაბოროტებული თვალებით და რაღაცას ბუტბუტებდნენ. ალექსანდრეს თავის საყვარელი ეპიზოდი გაახსენდა – გენდალფის და ბალროგის ბრძოლა. ბოლოს კიდევ ერთი შეყვირა: “მე ვემსახურები იდუმალ ცეცხლს, შავი ცეცხლი შენ ვერ გიშველის, უდუნის ცეცხლი! დაბრუნდი შენს ბნელეთში!”
ჯადოსნური გადარჩენა – ერთ ბოშას სახე გაუფითრდა, მუხლებზე დაეცა, შემდეგ ამოიღო ჯიბიდან ოქროს სამკაულები და ცარცის წრეში დააწყო. ალექსანდრე განაგრძობდა ყვირილს: “დაბრუნდი შენს ბნელეთში, აქ ვერ მოხვალ!”საბრალო ბოშა შეშინებული გაიქცა უკანმოუხედავად. საბოლოოდ მატარებლის ვაგზალზე ორნი დარჩნენ. ალექსანდრემ შარვალი გაიფერთხა და მამაკაცს თავისი ნივთები გაუწოდა: “გამომართვი, შენი ძვირფასეულობა და აწი ფრთხილად იყავი. მამაკაცმა მადლიერებით შეხედა და კითხა: “რამდენი უნდა გადაგიხადოთ ჯადოს მოხსნისთვის?”როდესაც შვილები მეკითხებიან თუ რატომ უნდა წავიკითხო წიგნები, როცა შეიძლება ინფორმაციის ტელევიზორიდან ან ინტერნეტიდან მიღება, ჩემი და ბოშების ამბავს ვახსენებ და ვეუბნები: “ის ვინც კითხულობს წიგნებს, ყოველთვის მართავს მათ, ვინც უყურებს ტელევიზორს.”
რედაქციისგან: კითხვა ანვითარებს აზროვნებას და წარმოსახვის უნარს. ალექსანდრეს რომ არ მოეფიქრებინა ეს სახალისო ხერხი “ბეჭდების მბრძანებლებიდან”, ცუდად დამთავრდებოდა ყველაფერი. ამაში სწორედ წიგნი დაეხმარა. თუ ვინმე გკითხავს, რაში ჭირდება კითხვა, შეგიძლია ეს ამბავი მოუყვე. თქვენს რას ფიქრობთ წიგნებზე? გაგვიზიარეთ კომენტარებში.