“უკვე მეორე წელია, რაც დეკრეტში ვარ. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ეს მარტივია, ესე იგი ამ ადამიანს არ ჰყავს შვილები”- ამბობს ნანო. ახალგაზრდა ქალი დაიღალა სახლის ყოველდღიური დალაგებისგან, ბავშვების ტირილი კი დედას გამოძინების საშუალებას არ ძლევს. ნანომ გადაწყვიტა, დედისთვის ეთხოვა დახმარება. ის გვიყვება თავის ისტორიას და ცრემლებს ძლივს იკავებს. მან მშობელს გვერდით დადგომა სთხოვა, შედეგად კი ურთიერთობა გააფუჭა დედასა და მეუღლესთან.
დეკრეტში ვარ
“უკვე მეორე წელია, რაც სახლიდან არ გავსულვარ. ის ჩემი ციხესიმაგრეა, ჩვილებს ვერავის ვუტოვებ, უცნობ ძიძას არ ვენდობი. სწორედ ამიტომ დედას ვთხოვე დახმარება. მშობლები სოფელში ცხოვრობენ. ზამთარში ისინი არ არიან დაკავებულები და აქვთ ბევრი თავისუფალი დრო. თავიდან ყველაფერი შესანიშნავად იყო, დედა სახლის დალაგებაში მეხმარებოდა.მიმძიმს ცოლისა და დედის მოვალეობებთან გამკლავება. მშობელი მეხმარებოდა ოჯახში წესრიგის დამყარებაში. ერთხელ მან შემომთავაზა, რომ ბავშვებთან ერთად პარკში გამესეირნა, ვიდრე იგი სახლს დაალაგებდა. ძალიან მერიდებოდა, თუმცა იმდენად დაღლილი ვიყავი, რომ დავთანხმდი.
უსიამოვნო მოულოდნელობა – როცა დავბრუნდით, სახლს ვეღარ იცნობდი ადამიანი. სამზარეულოდან ვაშლის შარლოტკის სასიამოვნო სუნი გამოდიოდა. ზოგადად, დედა ვერ იტანს არეულობას. ვერასოდეს ვხვდებოდი, თუ როგორ ასწრებდა ასე სწრაფად ყველაფრის დასუფთავებას და მოწესრიგებას.თავიდან ვერ შევამჩნიე, რომ მუხის იატაკი გაურკვეველი ლაქებით იყო დაფარული. გაირკვა, რომ დედამ მის გასაწმენდად ძმარი გამოიყენა. როცა ეს ჩემმა ქმარმა ნახა, იგი განრისხდა. მას ვთხოვე, რომ დედისთვის არაფერი ეთქვა. მეც ძალიან განაწყენებული ვიყავი, თუმცა ვაცნობიერებდი, რომ მშობელს კეთილი განზრახვა ამოძრავებდა, მას ეს განგებ არ გაუკეთებია.ვახშმობისას მეუღლემ თავისი უკმაყოფილება გამოთქვა. მისი აზრით, დედამ ეს სპეციალურად გააკეთა. შემდეგ სანდრომ მას ბარგის შეკვრა და სახლის დატოვება მოსთხოვა. დაღვრემილი და გულნატკენი მშობელი წავიდა. ჩემთვის გაურკვეველი იყო, თუ რატომ მოიქცა ჩემი ქმარი ასე. სანდროს მაგივრად დედას ბევრჯერ მოვუბოდიშე, თუმცა ის ნაწყენია, მშობლები დღესასწაულებზეც კი აღარ მსტუმრობენ ხოლმე.
რედაქციისგან: ნათესავური კავშირი გაცილებთ მტკიცეა, ვიდრე ძვირიანი მუხის იატაკი. ნანომ დედას დახმარება იმიტომ სთხოვა, რომ სანდრომ ძიძისთვის ფული ვერ გაიმეტა. მადლიერების გამოხატვის ნაცვლად, მან სიდედრი სახლიდან გააგდო. მერკანტილურობა არღვევს ურთიერთკავშირს და ახლობელ ადამიანებს ერთმანეთს აშორებს.