თუ ზეთის ბოთლის ძირი ყოველთვის ცხიმიანი და დასვრილია, რა შეიძლება გავაკეთოთ?

196

მცენარეული ზეთის ლაქები სამზარეულოში მუდმივი პრობლემაა. დიასახლისები ცდილობენ, რომ არსად დაეწვეთოს ეს არომატული სითხე, მაგრამ ხანდახან თავად ზეთის ბოთლია მთავარი დამნაშავე და არა მარტო ლაქები ხდება პრობლემა, თავად ბოთლიც წებოვანი და უსიამოვნო მოსახმარია. როგორ გამოვასწოროთ მდგომარეობა?

მცენარეული ზეთის ლაქები

“ფრთხილად უნდა გადმოასხათ” – იტყვით ალბათ, მაგრამ ზეთი ბლანტი მასაა და მისი წვეთები ყოველთვის შეიძლება გაგექცეთ. ამ დროს მაშინვე გაწმინდეთ ბოთლი ქაღალდის ხელსახოცით.ზოგი დიასახლისი ხელსახოცს ბოთლის ყელთან ამაგრებს და ზეთის წვეთები აღარ იღვენთება ხოლმე დაბლა და ხელსახოცზე ჩერდება.ქაღალდის ხელსახოცზე უკეთესი ვარიანტია ბამბის დისკი. შედეგად ბოთლი აღარ ისვრება და ბამბის დისკიც უფრო ესთეტიურად გამოიყურება. ამოჭერით მისი შუაგული და ფრთხილად ჩამოაცვით ბოთლზე.

სასარგებლო რჩევები – ინტერნეტი სავსეა ვიდეოებით, სადაც ფიგურირებს ზეთის ბოთლის ჩამკეტი, რომელიც იცავს ტრანსპორტირების დროს მის დაღვრას. ბევრმა არ იცის მისი დანიშნულება და ეგრევე აგდებს ხოლმე. მაგრამ ნუ იჩქარებთ ასეთი სასარგებლო ნივთის გადაგდებას.შეეცადეთ ფრთხილად, დაზიანების გარეშე ამოიღოთ ეს ჩამკეტი ბოთლის თავიდან, ამოაბრუნეთ და ჩასვით ისევ ბოთლში. გამოგივათ დოზატორიანი ბოთლი. ზოგს არ მოსწონს ეს ხრიკი, არ უყვარს ბოთლიდან მცირე ნაკადი რომ მოდის, ზოგი საერთოდ არ ხსნის საცობს და პატარა ნასვრეტს უკეთებს თავზე.ამ შემთხვევაში ზეთის გადმოსასვლელად ბოთლზე ხელის მოჭერაა საჭირო. შეგიძლიათ სცადოთ ექსპერიმენტის სახით, მაგრამ თუ არ მოგწონთ ეს მეთოდები, გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო იდეას.

საჭირო იდეები – ყველას არ აქვს სურვილი და დრო ჩხირკედელაობის. მაშინ გაისეირნეთ მაღაზიებში და შეიძინეთ სპეციალური დოზატორები ზეთისთვის. მისი წყალობით ნამდვილად არაფერი არ დაგეწვეთებათ.შეგიძლიათ გამოიყენოთ ჭურჭელი წვეთის დაბრუნების ეფექტით. ასეთი კონტეინერები სითხეს არ მისცემს საშუალებას, რომ ზედაპირზე ჩამოეწვეთოს. ზეთი გადმოიღვრება, ხოლო ჩამოღვენთილი წვეთები ბოთლში დაბრუნდება.ასევე არის რამდენიმე კრეატიული რჩევა. მაგალითად, ასხამენ ჭიქაში ან ფიალაში, ხოლო ტაფაზე დასასხმელად იყენებენ სილიკონის ფუნჯს, სალათებში ჩასამატებლად – კოვზს. ასევე იყენებენ  პატარა ჩაიდანს. ამ შემთხვევაში მხოლოდ ჩაიდანის ცხვირი უნდა აკონტროლოთ.

ზეთის ლაქები სამზარეულოში – რადგან ზეთის ბოთლი ხანდახან გღალატობთ ხოლმე, დაუდგით ქვემოდან ლამბაქი ან არაჟნის თავსახური. ის სისუფთავეს უნარჩუნებს სამზარეულოს და არც გადაგდება დაგენანება.ეს სასარგებლო რჩევები აგაცილებთ თავიდან სამზარეულოს დაბინძურებას ზეთის ლაქებით, იდეალური სისუფთავე გარანტირებულია. სცადეთ რომელიმე ხრიკი და გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს