12 წლის ბიჭმა, რომელიც სკოლის აუზში დაიხრჩო, 40 სიცოცხლე გადააჩინა

3656

მამა, რომლის 12 წლის შვილი სკოლის საცურაო გაკვეთილების მიმდინარეობისას აუზში დაიხრჩო, მოითხოვს, რომ კანონმა აღკვეთოს მსგავსი ტრაგედიების რისკი.მგლოვიარე მარკ კინგი პარლამენტარებს სთხოვს, დააკანონონ დეფიბრილატორების ქონის აუცილებლობა ყველა იმ საზოგადოებრივ ადგილში, სადაც ცეცხლმაქრის არსებობაა აუცილებელი.მარკმა გადაწყვიტა, თავისი ცხოვრება მიუძღვნას ამ მოთხოვნას მას შემდეგ, რაც მისი შვილი, ოლივერი გარდაიცვალა უეცარი არითმიული სიკვდილის სინდრომის გამო.ოლივერ კინგის სახელობის ფონდმა 4200-ზე მეტი დეფიბრილატორი შეიძინა საზოგადოებრივი ადგილებისთვის და 60000-ზე მეტ ადამიანს ასწავლა მათი გამოყენება.კინგი ამბობს, რომ უკვე არანაკლებ 40 სიცოცხლე გადაარჩინა თავისი ვაჟის სახელზე.დეფიბრილატორი 2011 წლის მარტისთვის ლივერპულის მეფე დავითის სახელობის უმაღლეს სკოლაში რომ ყოფილიყო, ოლივერი ახლა ცოცხალი იქნებოდა.ნიჭიერი ფეხბურთელი, რომელიც ოცნებობფა სკ ევერტონში თამაშზე, 24 წუთის განმავლობაში ელოდებოდა, როდის მოვიდოდა სასწრაფო დახმარება და მოიტანდა დეფიბრილატორს.

ეს მოწყობილობა იყენებს ელექტრულ ძაბვას რეგულარული გულისცემის აღსადგენად. თუმცა, მისტერ კინგმა თქვა: “4 წუთის შემდეგ, გადარჩენის შანსი 80%-ით შემცირდა.”ოლივერს ჰქონდა დაუდგენელი გულის დაავადება და უასს, რომლებიც 12 35 წლამდე ადამიანს კლავს ინგლისში, ყოველ კვირას.ბიჭის სიკვდილმა მამა გაანადგურა. მან თქვა: “ერთადერთი სიტყვა აღწერს იმ გრძნობას, რაც ტელეფონზე საუბრის შემდეგ დამეუფლა – განადგურება. ეს არასდროს გაქრება…” მაგრამ უმატებს: “ბავშვების სიკვდილი უნდა შევაჩეროთ.”მისტერ კინგი, რომელიც ახლა 57 წლისაა, ამბობს: “კანონის მიხედვით, ყველა საზოგადოებრივ შენობას უნდა ჰქონდეს ცეცხლმაქრი, ახლა კი იმისთვის ვიბრძვი, რომ იგივეს მოითხოვდეს დეფიბრილატორთან მიმართებითაც – ეს სიცოცხლეებს გადაარჩენს.”

მარკი ამბობს, რომ თითქმის ყველა ქვეყანამ შემოიღო მსგავსი კანონი. საფრანგეთმა ეს უკვე გააკეთა, თუმცა ბრიტანეთი ისევ ბოლოა.მისი თქმით, ბავშვი ჯანმრთელი იყო და ვერ გაეგოთ, რატომ მოუვიდა ეს ტრაგედია. “აღმოჩნდა, რომ ესაა გენეტიკური მდგომარეობა, რომელიც კვირაში 12 ახალგაზრდას სიცოცხლეს იწირავს.”ეთანხმებით მარკის იდეას? თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა შენობებში დეფიბრილატორების არსებობა აუცილებელი?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს