თმასთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა (განსაკუთრებით ქალებში) მისი ჭარბად გაცხიმოვნება. ეს კი იმიტომ ხდება, რომ ჩვენი ორგანიზმისთვის დამახასიათებელია სებუმის, კანის ცხიმის გამოყოფა. მისი ფუნქცია კანის დატენიანება და მისი პათოგენური მიკროორგანიზმებისგან დაცვაა. ცხიმის გამოყოფა ძლიერდება დაუფიქრებელი მოვლის, არასწორი კოსმეტიკური საშუალებების გამოყენების და სხვა ფაქტორების გამო. მოცემულ სტატიაში შეიტყობთ, თუ რატომ ცხიმიანდება თმა სწრაფად და რა მეთოდებით შეიძლება ვებრძოლოთ მას.უსამართლობაა, როცა ერთნი თავს კვირაში ერთხელ იბანენ, სხვებს კი თმები უკვე მეორე დღესვე უცხიმიანდება. ტრიქოლოგები ასახელებენ ამის განმაპირობებელ 7 ძირითად მიზანს!
თმის ცხიმიანობის ზრდის ძირითადი შინაგანი მიზეზები
- თავის კანის ტიპი – დავიწყოთ უარესი სცენარით. თუ მემკვიდრეობით აქტიური ცხიმოვანი ჯირკვლები გერგოთ, ამას ვერაფერს უშველით, უბრალოდ ხშირად მოგიწევთ თავის დაბანა. არ ენდოთ რეკლამებს, სადაც გპირდებიან, რომ თქვენი თავის კანი სხვაგვარად დაიწყებს მუშაობას. თუ სებორეული დერმატიტისადმი (ქერტლი) გაქვთ მიდრეკილება, არასწორი საშუალებების გამოყენების შემთხვევაში შეიძლება გაამწვავოთ კიდეც პროცესი. ასეთ დროს აუცილებლად უნდა მიმართოთ კოსმეტოლოგ-ტრიქოლოგს.
- ცხიმიანი სახის კანი – ნაკლებად შეეხე თმას ხელით, მისთვის დამახასიათებელია კანის ცხიმის მიკრობა შუბლიდან და ლოყებიდან. გამოიყენეთ დამატენიანებელი კრემები.
- ჰორმონები – პუბერტული ასაკის დადგომასთან ერთად ბავშვებში იცვლება ჰორმონალური ფონი. ანდროგენების რაოდენობის ზრდის გამო ჯიკვლები გაცილებით სწრაფად იწყებს მუშაობას, შესაბამისად, თმაც უფრო ხშირად საჭიროებს გასუფთავებას. ეს პერიოდი უბრალოდ უნდა გადალახოთ, ამიტომ იხმარეთ შამპუნი ყოველდღიური გამოყენებისთვის.
- შეუფერებელი შამპუნები – გახსოვდეთ, რომ შამპუნები სხადასხვანაირად წმენდს თავის კანს. შეარჩიეთ ისე საშუალებები, რომლებიც კონკრეტულად თქვენი კანის ტიპს შეესაბამება. მაგალითად, შამპუნები, რომლებიც არ შეიცავს სულფატს არ შეეფერება ცხიმიანი ტიპის კანს.
- კონდიციონერების და ნიღბების დატანა – კონდიციონერი დაიტანეთ სუფთა და შედარებით გამშრალებულ თმაზე. შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ წყლით. მინიმალურად გამოიყენეთ სტაილიგნები და ისეთი საშუალებები, რომელთა მოშორება არ შეიძლება. ნიღბები შეგიძლიათ მაქსიმუმ კვირაში ერთხელ იხმაროთ.
- თმის გამშრალება – ეცადეთ არ დაწვეთ დასაძინებლად სველი თმით. ასევე არ იაროთ დიდხანს თავზე შემოხვეული პირსახოცით. ასეთ შემთხვევაში ფენით გამშრალება (გრილი ჰაერით) სასარგებლო იქნება. სჯობს შეარჩიოთ ისეთი დრო, როცა თავი ბუნებრივად გაშრება.
- კვება – კანის ცხიმის მომატებული სეკრეცია პირდაპირ იმაზეა დამოკიდებული, თუ რას ვჭამთ. მწნილების, კონსერვების, ყავის, ალკოჰოლის, ცხარე სანელებლების ჭარბად მიღებას არც ისე დამამშვიდებელ შედეგებამდე მივყავართ. თმის ცხიმიანობის კიდევ ერთი მიზეზი თუთიის და A, B, D, E ვიტამინების ნაკლებობაა.
სასარგებლო რჩევები:
- გაიკეთეთ სპეციალური ვარცხნილობები. შეიკარით და შუბლზე მსუბუქად ჩამოივარცხნეთ თმა.
- ცხიმიანობასთან დაკავშირებულ პრობლემებს კარგად ფარავს სხვადასხვა აქსესუარები: თვასაბურავები, კეპები, ჩალმები.
- თმას სიხასხასეს დაუბრუნებს მშრალი შამპუნი. ის ვარცხნილობას უფრო მოცულობითს გახდის.
სამწუხაროდ, სებუმის ჭარბი გამოყოფის გამომწვევი ყველა მიზეზის აღმოფხვრა ვერ ხერხდება სწრაფად და მარტივად, თუმცა თმის მდგომარეობის გაუმჯობესება სავსებით რეალურია.