ოსური ღვეზელი “ჭახრაკინა”, რომელსაც ვამზადებ შრატით და არა რძით, ბევრად უფრო გემრიელია.

0
1617

გამოაცხვეთ ოსური ღვეზელი ღუმელში და მიიპატიჟეთ სტუმრები ჩაიზე. ბავშვობიდან მიყვარს ქართული სამზარეულო, ამიტომ ამ კერძს გვერდი ვერ ავუარე.ღვეზელს ჰქვია “ჭახრაკინა” ან “მხლოვანი” და ის ნამდვილად განუმეორებელია. გემოთი ცოტათი ჰგავს ხაჭაპურ, მაგრამ აქვს თავისი დამახასიათებელი თვისებები. ცომი შრატით გამოდის ბევრად უფრო ცხიმიანი, შიგთავსი შედგება ჭარხლის ფოტლებისგან, ბევრი მწვანილისა და ყველისგან.დღეს პაპარაცის რედაქცია გაგიზიარებთ ოსური ხაჭაპურის რეცეპტს ქართველი დიასახლის რეცეპტით, რომელიც თბილისში ცხოვრობს.

ოსური ღვეზელი ჭახრაკინა

  • 800 გრ. ხორბლის ფქვილი
  • 500 მლ. ყველის თბილი შრატი
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 50 გრ. კარაქი
  • 50 მლ. ზეთი
  • 8 გრ. მშრალი საფუარი
  • 1 ჩ/კ შაქარი

ინგრედიენტები შიგთავსისთვის

  • 1 კგ. ჭარხლის ფოთოლი
  • 50 გრ. მწვანე ა თავიანი ხახვი
  • 1 კონა ქინძი
  • 1 კონა კამა
  • 600 გრ. ყველი ან სულგუნი
  • 50 გრ. კარაქი
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი

  1. ეს ცომი მზადდება ყველის შრატზე, შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ  წყლის და რძის ნარევით 50/50. პატარა ჯამში შეურიეთ მშრალი საფუარი, შაქარი და 1 ს/კ ფქვილი. დაასხით ცოტა თბილი წყალი და აურიეთ.
  2. გააქტიურებული საფუარი ჩაუშვით ფქვილში, შემდეგ მარილი და შრატი. ზილეთ ცომი 5-10 წუთის განმავლობაში, ბოლოს დაასხით ზეთი და კიდევ გადაზილეთ. მიღებული ცომის გუნდა დადეთ თბილ ადგილას და გადააფარეთ ტილო.
  3. წვრილად დაჭერით ჭარხლის ფოთოლი, ჩაყარეთ ჯამში და დაამარილეთ ნახევარი საათით.
  4. ასევე წვრილად დაჭრით ქინძი, კამა და ხახვი. გახეხეთ ყველი სახეხზე.
  5. კარგად მოსრისეთ დამარილებული ჭარხლის ფოთოლი, გაწურეთ, შემდეგ დაუმატეთ მწვანილები, ყველი, ზეთი და კარგად აურიეთ.გააკეთეთ მიღებული მასისგან ბურთულები. გამოდის დაახლოებით 5 ცალი.
  6.  გაყავით ცომი ხუთ ნაწილად. თითოეულ ცომში უნდა ჩადოთ ერთნაირი რაოდენობის შიგთავსი.
  7. მოუკარით ცომს თავი ხაჭაპურივით და გააბრტყელეთ. ცენტრში გაუკეთეთ პატარა ნასვრეტი საჰაეროდ.
  8. გადაიტანეთ მიღებული მასა ზეთიან ტაფაზე და ღუმელში აცხვეთ 180 გრადუსზე, ან ზემოდან დადეთ გაზზე და ორივე მხრიდან შეწვით.
  9. გამომცხვარ ღვეზელებს გადაუსვით თავზე კარაქი და გემრიელად მიირთვით!

რჩევა რეაქციისგან: ოსური ღვეზელი ღუმელში უფრო გემრიელი გამოდის, ვიდრე ტაფაზე. ცომი, რომელიც დამზადებულია შრატით, გამოდის ძალიან ნაზი, ხოლო შიგთავსის გემო იმდენად განუმეორებელია, რომ კიდევ გინდა ჭამო.გაგვიზიარეთ თქვენი რეცეპტი და გამოცდილება ოსურ ღვეზელთან დაკავშირებით.