რამდენად ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს, ადამიანები უფრო ხშირად უნდა თესავდნენ სიკეთეს ცხოვრებაში. გასაგებია, რომ სიცოცხლის ასეთი რითმის გამო ვეღარ ვახერხებთ, რომ ვიფიქროთ მოყვასზე. ისეთი დრო მოვიდა, რომ ადამიანი საკუთარ თავზე ზრუნვასაც კი ვერ ასწრებს. არადა, ამას გარდა არსებობს ოჯახი, ნათესავები, მეგობრები. სამწუხაროდ, მოხუცებს ძალიან ბევრი პრობლემა აქვთ. ვინ ზრუნავს მათზე სიბერეში? სახელმწიფო, ნადმვილად არა. სწორედ ამიტომ მისი მოვალეობა ჩვენ უნდა შევითავსოთ.
კეთილი საქმეების კეთება
ნიკოს არ უყვარდა ზაფხულობით ბებიასთან ჩასვლა. მეგობრები ქალაქში ჰყავს, ინტერნეტი არაა. რა უნდა აკეთოს სოფელში? მოზარდს სურდა, რომ მზიანი ბავშვობის დღეები უფრო სასარგებლო რამეზე დაეხარჯა, მაგალითად კომპიუტერულ თამაშებზე.სამაგიეროდ, მშობლები უხვად ასაჩუქრებდნენ ვაჟს ფულით სოფელში გაწეული შრომის სანაცვლოდ. ბიჭუნა სოლიდური თანხის შეგროვებას ახერხებდა. ერთხელ მოზარდი ბაზრობაზე ყიდიდა კარტოფილს, ამ დროს მან ერთ ბაბუა შენიშნა. ის ვაჭრებს რაღაცას აჩვენებდ, ისინი კი უარით ისტუმრებდნენ. ბოლოს ბიჭუნას ჯერიც დადგა. მოხუცებული მას დამფრთხალი სახით მიუახლოვდა და აჩვენა ბინძურ ტილოში გახვეული ორდენები.
“-შვილო, ამათ ვერ იყიდი ჩემგან? ფული ძალიან მჭირდება, შეშისთვის ვაგროვებ”.
ნიკო შესანიშნავად ხვდებოდა, რომ უფროსები ყოველთვის როდი ამბობენ სიმართლეს. მას მოხუცის სიტყვები საეჭვოდ მოუეჩვენა.”-ბაბუ, მაპატიე, მაგრამ თანხა თითქმის არ მაქვს, კარტოფილს არავინ ყიდულობს”.ხანდაზმულმა კაცმა თავი დახარა და გზას გაუდგა. 10 წუთში მოზარდს ეს ხანმოკლე დიალოგი გადაავიწყდა იდეც. საღამოს მან ვახშმობისას ყველაფერი უამბო ბებიას, რაზეც მან შვილიშვილს განმკითხავი მზერით გახედა.
“-შვილო, მე ვიცნობ მაგ მოხუცებულ კაცს. მან ცოტა ხნის წინ ცოლი დაკარგა და სრულიად მარტო დარჩა. გულიკოს უნდა შევეხმიანო, რათა მას მხარდასაჭერად ვესტუმროთ. არადა, ის გმირია და ორდენებიც ნამდვილია. ნიკო, უფროსებს პატივი უნდა სცე.მთელი საღამო ნიკოს სირცხვილი სტანჯავდა თავისი გულგრილობის გამო. იგი ვერც იფიქრებდა, რომ მოხუცი ასეთ მძიმე მდგომარეობაში იყო. მომდევნო დილით იგი თვალებით ეძებდა ხანდაზმულ მამაკაცს. ერთ საათის შემდეგ მან თვალი მოკრა ბაბუას და თავადვე მივიდა მასთან.
“-გამარჯობა, პაპა. თქვენი ორდენების შეძენა მინდა.-ბოლოს და ბოლოს მიხვდი, რომ მათი გადაყიდვით ფულის შოვნა შეიძლება, ხომ? აი, გამომართვი”.საღამოს ნიკომ მეზობელ ტრაქტორისთან შეიარა. მას საკუთარი ავტოფარეხი და ინსტუმენტების ნაკრებიც ჰქონდა. როცა მან ნიკოს თხოვნა მოისმინა, მოზარდს ფულიც კი არ გამოართვა. ტრაქტორისტმა ორდენები გაწმინდა ისე, რომ ისინი ბრწყინავდა.საღამოს ნიკო ბებისთან და მეზობლის ქალთან ერთად ვეტერანს ესტუმრა. მათ ბაბუას ტორტი და საჭმლის მარაგი მიუტანეს.მოხუცი კაცის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, მას თვალებზე ცრემლიც კი მოადგა. იმ საღამოს მოსიყვარულე ადამიანები შეიკრიბნენ ერთმანეთის მხარდასაჭერად. ნიკომ თავისთვის სწორი დასკვნები გამოიტანა. ნაშოვნი ფული მან ფუჭად არ გაფლანგა.