რითაა საკვები სოდა საშიში გულძმარვის დროს.

751

ბებიაჩემი უბრალო ადამიანია. გაცივების დროს ის ჟოლოს ჩაის სვამს, ნაოჭებს- ალოეთი ებრძვის, გულძმარვას კი- საკვები სოდით. ჩვენი წინაპრების მიერ მოფიქრებული ჯანრმთელობის სხვადასხვა პრობლემების გადაწყვეტის მეთოდები უდავოდ ეფექტურია, რასაც ვერ ვიტყვით საკვებ სოდაზე. გასტროენტეროლოგების მტკიცებით, გულძმარვის დროს მისმა გამოყენებამ შეიძლება კუჭის დაზიანება განაპირობოს. ნატრიუმის ჰიდროკარბონატის ხსნარი ნამდვილად ხსნის დისკომფორტს, თუმცა არსებობს უარყოფითი მხარეებიც.

რატომ ვიყენებთ სოდას გულძმარვის დროს

გულძმარვა ხასიათდება მკერდის ძვლის უკან წვის შეგრძნებით, რომელიც შეიძლება გაჩნდეს გარკვეული პროდუქტების მიღების შედეგად.გულძმარვა შეიძლება აწუხებდეს ადამიანს როგორც დღისით, ასევე ღამით. მას არ აქვს აღმოცენების გარკვეული პერიოდი. საკვები სოდა მხოლოდ დროებით (მაქსიმუმ 3 საათით) ხსნის წვის შეგრძნებას.

როგორ მოქმედებს სოდა კუჭში – საკვები სოდის და კუჭის მჟავას ურთიერთქმედების შედეგად წარმოიქმნება ნახშირორჟანგი. ის აღიზიანებს ორგანოს ლორწოვან გარსს. შედეგად, კუჭის იზრდება მოცულობაში, რაც მჟავიანობის გაზრდას იწვევს. ჩაკეტილ წრეს ჰგავს, არა? ამგვარად, ავადმყოფი იძულებული გახდება მიიღოს სოდიანი ხსნარი სულ უფრო ხშირად და დიდი დოზებით. ასეთი დამოკიდებულება კარგს არაფერს მოგიტანთ. განსაკუთრებით მათთვის, ვისაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აწუხებს.რძიანი სოდის რეგულარული მიღების შედეგად ვითარდება ბერნეტის სინდრომი. საერთო სისუსტის, ღებინების და თირკმლების ფუნქციის დარღვევის თავიდან ასაცილებლად, სჯობს თავი შეიკავოთ გულძმარვის მკურნალობის ხალხური მეთოდებისგან.როგორც ხედავთ, გულძმარვის დროს სოდა ნაწილობრივ ეფექტურია. ასეთი მკურნალობის შედეგები ჯანმრთელობისთვის საზიანოა. დღესდღეობით გვეძლევა შესაძლებლობა შევიძინოთ ხარისხიანი მედიკამენტები ხარისხიან ფასად. წინასწარ აუცილებლად გაიარეთ ექიმთან კონსულტაცია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს