რატომ უნდა შევწყვიტოთ იმის ფიქრი, რომ ერთადერთი ბავშვი ოჯახში აუცილებლად ეგოისტი გაიზრდება.

0
188

ჩვენს დროში ბევრი წყვილი ერთი შვილის აღზრდით კმაყოფილდება, ადრე ეს იშვიათობა იყო და ბევრისთვის მიუღებელი. ამბობდნენ, რომ დედისერთა ბავშვი მოკლებული იყო და-ძმის სიყვარულის ბედნიერებას და ეგოისტი იზრდებოდა. ასეა ეს თუ არა პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გაიგებთ.

ერთადერთი ბავშვი ოჯახში – რატომ ფიქრობენ, რომ ერთადერთი ბავშვი ოჯახში ეგოისტი იზრდება? რადგან ის პატარა ასაკიდან მიჩვეულია, რომ ყველას ყურადღება და ზრუნვა მხოლოდ მისკენ არის მიმართული, ყველაფერი მხოლოდ მას ეკუთვნის, ვერ სწავლებს სხვების აზრის გათვალისწინებას.ფიქრობდნენ, რომ თუ თუ მშობლებს მეტი შვილი არ ჰყავდათ, ამით ბავშვს ფსიქოლოგიურად აზიანებდნენ. პრობლემებს შორის სახელდებოდა მშობლების დიდი მოლოდინი ერთადერთი შვილისგან, რომელიც შეიძლებოდა შვილს ვერ გაემართლებინა.თანამედროვე სამყაროში ეს თემა ბევრ ადამიანს აინტერესებს, მაგრამ ყველა ახალი კვლევა ცხადყოფს, რომ დედისერთა არაფრით განსხვავდება მრავალშვილიანი ოჯახის ბავშვისგან.სტერეოტიპი აღმოჩნდა ისიც, რომ დედისერთები უფრო ჩაკეტილები და ნაკლებად კონტაქტურები არიან. პირიქით, ასეთ ბავშვებს მეტად სჭირდებათ ურთიერთობა და ამიტომ უფრო მეტად ეძებენ გარე კონტაქტებს.

საუკეთესო შტრიხი – მაგალითად, დედისერთების საუკეთესო დამახასიათებელი შტრიხია ის, რომ ისინი მაშინვე ხვდებიან ვისთან სჯობს მეგობრობა და ვისთან არა.მეცნიერები ამას უკავშირებენ იმას, რომ თუ ბავშვს და-ძმა ჰყავს, ისინი შეჩვეულნი არიან ურთიერთობის შეწყობას სხვასთან, ხოლო დედისერთა კი კომპრომისებისთვის მზად არ არის. ამიტომ, არ თვლის საჭიროდ საკუთარი თავის სხვაზე მორგებას და მხოლოდ ჯანსაღ ურთიერთობას არჩევს.ერთადერთ შვილთან მშობლებს მეტი სიახლოვე და კონტაქტი აქვთ, მეტ ყურადღებას აქცევენ, ეთამაშებიან, აკმაყოფილებენ საჭირო მოთხოვნებს. თუმცა, და-ძმის ყოლა და მათი მხარდაჭერა~ დიდი იმედია ბავშვისთვის სტრესულ სიტუაციებში.

საერთო ჯამში, ერთადერთი შვილის ყოლას ოჯახში აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, მაგრამ ბავშვის სწორი განვითარება დამოკიდებულია მშობლებზე, მათ ჯანსაღ მიდგომასა და შესაძლებლობებზე. თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.