ორსული დედა ბავშვის შესანარჩუნებლად კლინიკაში იწვა, სწორედ მის პალატაში შეიყვანეს უმძიმეს მდგომარეობაში ქალი.

1459

მალე ახალი წლის დღესასწაულია და დადგა კეთილი ამბების დრო. გვინდა მეტი კარგი ამბავი გავიგოთ, რათა მომავალ ახალ წელს ბედნიერები შევხვდეთ. ბედნიერები და იმედიანები, იმით რომ ჯერ კიდევ გვაქვს შენარჩუნებული ადამიანობა. პაპარაცის დღევანდელი სტატია ერთ-ერთი მათგანია. ეს არის ამბავი იმაზე, თუ როგორ შეიძლება შეცვალოს სხვა ქალის შვილმა ცხოვრება…

 სხვა ქალის შვილი

ლანა კლინიკაში იწვა ბავშვის შესანარჩუნებლად. მშობიარობამდე კიდევ 1 თვე იყო დარჩენილი, მაგრამ ოჯახმა გადაწყვიტა თავი დაეზღვია. ლანამ კლინიკაში ძალიან მოიწყინა და თავის შესაქცევად ბავშვის ტანსაცმელებს ქსოვდა. ახალი წლის წინა დღეები იყო და პალატაში მარტო დარჩა. იმდენად მოიწყინა, რომ როდესაც მის ოთახში მშობიარე შემოიყვანეს, სიხარულისგან ცას ეწია.თინიკო რაიონიდან იყო, ტიპიური მშრომელი ქალბატონი, კოჟრიანი ხელებით, ნათელი გონებით და დიდი გულით, მშობიარობისთვის საკმაოდ ხანდაზმული – 45 წლის.სამწუხაროდ პრობლემა მხოლოდ ასაკი არ იყო. ის დაფეხმძიმდა მამაკაცისგან, რომელმაც მალე მიატოვა. ქალს მშობლები და ნათესავები არ ჰყავდა, მაგრამ ქალმა ბავშვის გაჩენა მაინც გადაწყვიტა, თუნდაც საკუთარი ჯანმრთელობის ფასად.ლანა და თინიკო სრულიად განსხვავებული ადამიანები იყვნენ. ლანა – ქალაქელი ინტელიგენტი, პროფესიით პედაგოგი, ნაკითხი, განათლებული. თავისუფალ დროს სულ კითხულობდა, ქსოვდა, ქარგავდა. თინიკო – სოფლელი მუშა ქალბატონი, რომელიც მარტო უძღვებოდა მთელს მეურნეობას. ამ სხვაობამ საერთოდ არ შეუშალა ხელი ქალბატონებს მეგობრობაში.

მოულოდნელობა – ერთ ღამეს ლანა ხმაურმა გააღვიძა. აღმოჩნდა, რომ თინიკოს ნაადრევი მშობიარობა დაეწყო. გოგონამ იფიქრა, რომ საშიში არაფერი ხდებოდა და ჩაეძინა. სიზმარში თინიკო ნახა, რომელსაც თვალები ცრემლიანი ჰქონდა, ხოლო მისი ხმა ძლივს ესმოდა, თითქოს მათ შორის რაღაც წინაღობა იყო.”ლანა მე უკვე სხვა სამყაროში ვარ, ჩემი გოგონა კი მანდ დარჩა. გთხოვ, არ დატოვო და შენთან წაიყვანე. გპირდები, რომ შენს ოჯახს მხოლოდ სიხარულს და ბედნიერებას მოუტანს…”ლანას შიშისგან გამოეღვიძა და სულ ოფლში ცურავდა. სამწუხაროდ, სიზმარი მალევე აუხდა… რამდენიმე დღეში თავადაც შეეძინა ტყუპები. ეს დიდი სიხარული იყო მთელი ოჯახისთვის. ასევე მოილაპარაკეს და ერთხმად გადაწყვიტეს თინიკოს გოგონას შვილად აყვანა. ბავშვს დედის სახელი დაარქვეს.

გავიდა 20 წელი. თინიკო გაიზარდა და საოცარი ადამიანი დადგა: კეთილი, პასუხისმგებლობით სავსე, დაუღალავი დედასავით. ამასთან იყო ნაკითხი, განათლებული და ინტელიგენტური, როგორც მისი მეორე დედა – ლანა. მშობლებს არასდროს დაუმალავთ მისთვის მომხდარი, მაგრამ ამას არ უმოქმედია მათ ურთიერთობაზე. მოგვიანებით გოგონა შვეიცარიაში წავიდა სასწავლებლად. ყოველთვის უყვარდა აღმზრდელი მშობლები და მადლიერი იყო ბიოლოგიური დედის, რომელმაც მას სიცოცხლე აჩუქა.სხვისი ბავშვის შვილად აყვანას ყველა სხვადასხვანაირად უყურებს. ზოგი ნეგატიურად არის განწყობილი, ზოგი კი ამაში დიდ სიკეთეს ხედავს. მეც ვთვლი, რომ ეს უპირობო სიკეთეა, რადგან საკუთარი შვილი ყველას უყვარს, ხოლო სხვისი შვილის შეყვარება კეთილშობილი საქმეა და ამის უნარი მხოლოდ ნათელი სულის ადამიანებს აქვთ.

თქვენ რას ფიქრობთ ამ თემაზე? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს