თავის დროზე, ლინ ტრანსა და რიჩარდ ჰეიზენს ჰქონდათ ოცნება. მეუღლეებს სურდათ განსაკუთრებული სახლის შეძენა. უშვილო წყვილმა დიდი დრო დახარჯა იდეალური საცხოვრებლის გეგმების შედგენაში და საბოლოოდ, მშენებლობაც დაიწყო.
როგორც ნებისმიერი კანონმორჩილი მოქალაქე გააკეთებდა, ლინმა და რიჩარდმა წინასწარ გაარკვიეს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სჭირდებოდათ თუ არა განსაკუთრებული ნებართვა ოცნების სახლის ასაშენებლად.
ერთი შეხედვით, სახლი ხეზე – საბავშვო თამაშია. იქ შეიძლება პატარა ფლიგელის აშენება, თუმცა სრულყოფილი საცხოვრებლის მოწყობა შეუძლებელია. მაგრამ ლინმა და რიჩარდმა შეძლეს სახლის მოყვანა საექსპლუატაციო მდგომარეობაში, თანაც ყველა შესაძლო აღჭურვილობით.
ამ ყველაფრისთვის ცოლ-ქმარმა მხოლოდ 30 000$ დახარჯა. 6 თვის შემდეგ, კაზუარინის კრონაში აღიმართა ექსტრავაგანტული, თუმცა ძალიან მყუდრო სახლი. მთელი 7 წლის განმავლობაში, წყვილი იქ შეხმატკბილებულად ცხოვრობდა. თუმცა შემდეგ მათ ქალაქის ადმინისტაციის წარმომადგენელი ეწვია.
როგორც გაირკვა, რიჩარდისა და ლინის სახლზე ანონიმური საჩივარი დაიწერა. საქმის განხილვისას კი გაირკვა, რომ რეალურად, წყვილს ასეთი სახლის აშენებისთვის სჭირდებოდა განსაკუთრებული ნებართვა. ახლა წყვილი თავის უფლებებს სასამართლოში იცავს.
უკანონოდ აშენებულ სახლში ყოველი გატარებული დღე 50-დოლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. რთული არაა იმის გამოთვლა, რომ ბედნიერების 7 წელი წყვილს ძალიან ძვირად დაუჯდა. წყვილის ინტერესების წარმომმადგენელ ადვოკატს კი ეჭვი ეპარება, რომ ცოლ-ქმარი სასამართლოს მოიგებს.
რიჩარდსა და ლინს ისღა დარჩენიათ, სამართლიანობის ზეიმის იმედი ჰქონდეთ. ბოლოს და ბოლოს, შეცდომა დაუშვა საქალაქო ადმინისტრაციამ, ხოლო ჯარიმა სახლის მფლობელებმა უნდა იხადონ. გარდა ამისა, თუ მეუღლეები ვერ მოასწრებენ, სახლს საერთოდ დაკარგავენ.
დღეს რიჩარდი და ლინი უკვე მზად არიან უზენაესი სასამართლოს მიმართვისთვის. უბრალოდ, მათ პროტესტს იქ, დიდი ალბათობით, უარყოფენ. თუმცა, წყვილი დანებებას არ აპირებს.
წყვილის ამ ისტორიამ ქსელში დიდი არეულობა გამოიწვია. რეალურად, საკუთარ სახლში ცხოვრებისთვის ჯარიმის გადახდა, თანაც ჩინოსნების შეცდომების გამო – უდიდესი უსამართლობაა.
თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით? გაგვიზიარეთ მოსაზრებები კომენტარებში.