ოჯახური ცხოვრება სხვადასხვანაირია. ვიღაცები ცდილობენ კვირაში ერთხელ მაინც წავიდნენ კინოში ან კაფეში, ზოგიერთი მამაკაცი დროდადრო ახარებს ხოლმე საყვარელ ქალს თაიგულით, ვიღაცას კი საერთოდ არ გააჩნია ფანტაზია და არაფრის გაკეთების სურვილი არ აქვს. ასეთ შემთვევაში ქალის წყენის სიმწარე აბსოლუტურად გასაგებია.
წყენის სიმწარე
ხდება ისეც, რომ ადამიანები აგრძელებენ თანაცხოვრებას და, ამასთან, ერთმანეთის მიმართ აღარაფერს გრძნობენ. მაშინ ახალგაზრდა ვიყავი და ასეთ საკითხებზე ფიქრს ცოტა დროს ვუთმობდი. თუ ჩემი შეყვარებული ერთი ადგილის ფხანას დაიწყებდა და სადილის შემდეგ ხელებს არ დაიბანდა, მის მიმართ პატივისცემა მაშინვე გამიქრებოდა. არ ექნებოდა მნიშვნელობა, ლექსებს მომიძღვნიდა იგი თუ თაიგულებით ამავსებდა.დროთა განმავლობაში საყვარელი მამაკაცის მიმართ მოთხოვნების რაოდენობა შემცირდა, არ იფიქროთ, რომ თავზე დაჯდომის უფლებას ვაძლევდი. ზოგჯერ მეგონა, რომ ის აღარ მაფასებდა, როგორც ადამიანს. მას ბოლომდე არ ესმოდა, თუ რას ნიშნავს ეტიკეტი და მანერები. თეთრ ცხენზე ამხედრებული რაინდებუ უკვე დიდი ხანია დაიხოცნენ.
ზოგჯერ მეჩვენებოდა, რომ ჩემი ქმარი ყველა სტანდარტს შეესაბამებოდა. ოჯახში საჭმელს მხოლოდ იგი ამზადებდა, ზოგჯერ სახლის დალაგებაშიც და ჭურჭლის რეცხვაშიც მეხმარებოდა. უბრალოდ ზოგჯერ ქალს სჭირდება ხედავდეს, რომ იგი უყვართ.დროთა განმავლობაში რუტინამ გაიმარჯვა. ჩემმა ქმარმა ვარჯიშს თავი დაანება, რესტორანში სიარული ჩვენი ოჯახისთვის დღესასწაულად იქცა, დამავიწყდა ყვავილების თაიგული ხელში ბოლოს როდის მეჭირა. მეუღლესთან ჩემი საუბრის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. მოკლედ, უკვე შეინიშნებოდა დადებითი ძვრები მისი მხრიდან.ამას წინათ ჩვენს საერთო ნაცნობებს ვესტუმრეთ. ქმარმა კოხტად ჩაიცვა, სუნამოც კი დაისხვა, მე ტორტი გამოვაცხვე და სტუმრაად წავედით. გზაში მეუღლე ტაქსის მძღოლს მეტად ესაუბრებოდა, ვიდრე თავის ცოლს. ეს გასაგებიცაა, იგი მისი ყოფილი თანაკლასელი აღმოჩნდა და მამაკაცები წარსულს იხსენებდნენ.
როცა კიბეზე ავდიოდი, დაქალმა დამირეკა რაღაც წვრილმანის გამო. მეუღლე წინ მიდიოდა, კარი სწრაფად გაიღო და სხვა სტუმრების ხმა გაისმა. მე ცოტათი სადარბაზოში შევიწიე. როცა საუბარი დავამთავრე, იქ უკვე აღარავინ დამხვდა. არადა, სულ 2 წუთი იყო გასული.მხოლოდ 20 წუთის შემდეგ გამოვიდა მისაღებიდან სადარბაზოში ჩემი ქმარი და მკითხა, თუ რატომ არ შევდიოდი ბინაში. არ მინდოდა, რომ ვინმესთვის საღამო ჩამეშხამებინა, ამიტომ გადავწყვიტე სკანდალი არ მომეწყო. მოთინება ამომეწურა, როცა ჩემი ნასვამი მეუღლე სხვა ქალების ფიგურის განხილვას შეუდგა. ცოტა ხანში ტაქსი დავიჭირე და სახლში წავედი. ქმარი მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ დაბრუნდა შინ.დილით ყველაფერზე ვიმსჯელეთ, იგი თავს დამნაშავედ არ თვლიდა. ბოლოს კი გამომიცხადა: “საყვარელო, რატომ აძლევ შენს თავს უფლებას, რომ რაღაცები მიბრძანო? ოჯახში ფული მე შემომაქვს. გამუდმებით პრეტენზიებს რატომ მიყენებ? ”
მაშინ ვეღარ მოვითმინე და ყვირილი დავუწყე, თან განქორწინებით ვემუქრებოდი. მისგან პასუხად კი მხოლოდ დაცინვა მივიღე. ამ მომენტისთვის მარტო ვარ. ამას არც ვნანობ, ვიცოდი, რომ ჩვენს ურთიერთობას ასეთი ლოგიკური დასასრული ექნებოდა. პატივისცემა თავისით არ გაჩნდება, თუ თქვენც ჩემნაირ სიტუაციაში ხართ, დაფიქრდით და იმოქმედეთ. ქალის თავმოყვარეობა საკმაოდ დეფიციტური რესურსია, არ შეიძლება მისი უგულებელყოფა.