გადის წლები, თაობები იცვლებიან. მშობლები ბერდებიან, შვილები იზრდებიან. ადამიანი და სიბერე განუყოფელი მცნებებია, და მიუხედავად ყველაფრისა, ასაკოვან ადამიანს თანადგომა და დახმარება სჭირდება – მორალურიც და მატერიალურიც.მოხუცს დიდი ტვირთი აქვს ნაზიდი ცხოვრების მანძილზე. მას უფრო უჭირს ცვლილებებთან შეგუება, მითუმეტეს ისეთთან , როგორიც ეხლა გვაქვს. შვილები საკუთარი ოჯახის მოწყობით არიან დაკავებულები და სულ არ აინტერესებთ საიდან აქვთ საწყისი კაპიტალი. სახელმწიფო ხელს იბანს ყველაფერზე, ხოლო ექიმები თანაგრძნობით იცქირებიან სათვალის ზემოდან და ძვირადღირებული წამლის რეცეპტს აწვდიან.
ადამიანი და სიბერე – ბატონი ალექსანდრე თავდახრილი მიდიოდა სველ, ჭუჭყიან ტროტუარზე. ცივი ქარი ქროდა და ჰაერში ატრიალებდა გაყინულ თოვლს. მიუხედავად ყველაფრისა, კარგ განწყობაზე იყო. დღეს დღესასწაულია და ყვავილები უნდა იყიდოს.ყვავილების ბაზარში თაიგულები უფრო იაფი ღირდა, ვიდრე მაღაზიაში – ეს ყველამ იცოდა. ამიტომ პენსიის დახარჯვა იქ უფრო ლოგიკური იყო. გამყიდველები აქებდნენ თავის პროდუქციას და ყველას თავისთან ეპატიჟებოდნენ, მაგრამ არა მოხუცს გაცვეთილი პალტოთი, რადგან მისგან სარფიან შენაძენს არ მოელოდნენ.
- – გამარჯობა, მინდოდა მეკითხა, რა ღირს ქრიზანთემები? ცალობით არ ყიდით?ცალობით გაყიდვას არავი აპირებდა, არადა ამხელა ფასის გადახდა მთლიან თაიგულში გაუჭირდებოდა.
- -ძია, პატრძლისთვის ხომ არ გინდა? შეხედეთ ამ მოხდენილ სასიძოს, წვერი ვერ გაუპარსია, არადა შეყვარებულისთვის ყვავილებს არჩევს. რა იყო, პენსია ვერსად დახარჯე?თავხედურად იცინოდა რიგში მდგომი ახალგაზრდა. როგორც ჩანს, ეჩქარებოდა. ხომ არიან ასეთი ადამიანები – თითქოს, ფხიზლები არიან, მაგრამ სისულელეებს ლაპარაკობენ და ენა გრძელი აქვთ.
- -ახალგაზრდავ, მე ყვავილებს ცოლისთვის ვყიდულობ. შენ კი ერთ რჩევას მოგცემ: ნუ დახარჯავ დროს და ფულს თავქარიან გოგოებზე. მათ შენი ყვავილები არაფერში არ ჭირდებათ.
- -მაპატიე, მოხუცო, უბრალოდ ვიხუმრე. რომელი თაიგული მოგწონს, ეს? გაგვიმზადეთ ორი თაიგული – ეს და ეს.
ბატონ ალექსანდრეს აღარ გაუწევია წინააღმდეგობა და ერთად გამოვიდნენ ორი თაიგულით ხელში. დაემშვიდობნენ ერთმანეთს დიდი ცერემონიების გარეშე. ძალიან კარგი, ფული აქვს, ეხლა მაღაზიაში შეირბენს.10 წუთის შემდეგ მოხუცი ავტობუსში იჯდა და შორ გზას ადგა, შეეძლო გზაში დაეძინა, თაიგულს კი გვერდით დაიდებს… მივიდა, კიდევ ცოტა დარჩა გასავლელი, ყველგან ტალახია და ფეხსაცმელი დაესვრება. ჯიბიდან ორი პაკეტი ამოიღო და ფეხზე ჩამოიცვა. ეხლა უკეთესია.სასაფლაოსთან ალექსანდრემ შეამჩნია წითელი მანქანა, რომელიც ყვავილების ბაზართან შეამჩნია. გზაზე კი სწორედ ის ახალგაზრდა დაინახა, რომელმაც ყვავილები უყიდა. ჯერ ცოლის საფლავთან მივიდა, თაიგული დადო, მიულოცა ქორწინების დღე, გახსნა მისი საყვარელი ნუგბარი, შავი ღვინო და ნამცხვარი.
- -გამარჯობა საყვარელო, გილოცავ დღევანდელ დღეს. იმედი მაქვს, მოგეწონა ყვავილები. ძალიან მენატრები, ნატა ავად იყო, ეხლა უკეთ არის, ქმარი ნორმალური ბიჭი ჩანს. შვილიშვილები იზრდებიან. გაზაფხულზე რემონტის გაკეთებას ვაპირებ… ძალიან მაკლიხარ, შენთან მინდა…სასაფლაოდან გამოსვლისას ისევ ის ახალგაზრდა დაინახა. მამაკაცი ცრემლებს იწმენდდა, მოხუცის დანახვაზე გაიღიმა:
- -აბა, ბაბუ, ხომ კარგად არის ყველაფერი?
- -კი, კარგად ვარ. აქ რატომ ხარ?
- -უკვე მესამე წელია ძმასთან მოვდივარ და ყვავილები რისთვის მომაქვს არ ვიცი. დასანახად ვერ იტანდა. უცნაური ტრადიცია გვაქვს. მოდი, წაგიყვან, ერთად გავხალისდებით.
მანქანაში ჩასხდნენ და ქალაქისკენ გაემართნენ. ამ დროს ალექსანდრეს შეტყობინება მოუვიდა: “მამა, გილოცავ! მალე მოხვალ? ყველანი გესტუმრეთ და არ დაგვხვდი, გელოდებით.”მოხუცს გაეღიმა და მძღოლს სთხოვა ნელა ევლო. ქალიშვილი დაელოდებოდა, ხოლო გზაზე სიფრთხილე იყო საჭირო. ეხლა ამას უკვე აზრი ჰქონდა…