ყვირილი დვიწყე, როდესაც შვილმა კვერცხის ჩასადების გადაგდება დააპირა, ის მე მჭირდება

1372

ყველას გვქონია შემთხვევა, თუ როგორ შეიძლება, ერთი შეხედვით უსარგებლო ნივთების სხვ საჭიროებისამებრ გამოყენება. მაგალითად კვერცხის ჩასადები ქაღალდი. ის ხომ ნაგავია, მაგრამ ნუ იჩქარებთ მის გადაგდებას. მისგან შეიძლება გაკეთდეს საჩითილე და სათბური, სათამაშოები, ხელნაკეთობები და ტრაფარეტები. რა არ კეთდება ამ კონტეინერიდან! პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გასწავლით, თუ როგორ უნდა მოაშენოთ ხახვი სახლის პირობებში ამ ყუთების დახმარებით.

მაშ ასე, იმისათვის, რომ მოაწყოთ პატარა ბოსტანი ფანჯრის რაფაზე და ზამთარში მიირთვათ სალათები არომატული მწვანე ხახვით, დაგჭირდებათ აი რა:შეგიძლიათ მოიმარაგოთ ქილები და თითოეულ მათგანში ჩარგოთ ხახვი, მაგრამ ასეთი პლანტაცია დიდ ადგილს მოითხოვს, თან ნაკლები ალბათობაა მიიღოთ კარგი მოსავალი.ასევე შეგიძლიათ დადგათ ფანჯრის რაფაზე მიწით სავსე ყუთი და ჩარგოთ ხახვი, თუმცა, არც ეს არის მოსახერხებელი და თან გარშემო სიბინძურეც იქნება.ჩვენ გთავაზობთ გამოიყენოთ კვერცხის ჩასაწყობი კონტეინერი, გამოდგება პლასტმასიც და მუყაოც. ამ მეთოდის უპირატესობა ის არის, რომ არ ჭირდება მიწა და იკავებს ძალიან ცოტა ადგილს.

ყუთის მომზადება

მოსამზადებელი სამუშაო შეგვიძლია დავყოთ ორ ნაწილად: ყუთის მომზადება და ჩასარგავი მასალის მომზადება. მოაჭერით კვერცხის ჩასადებ ყუთს თავი. ის იქნება ქოთნის ქვედა სადგამი. შემდეგ წააჭერით ძირები თითოეულ კვერცხის ჩასადებ ღრმულს.ასევე მოჭერით ღრმულებს შორის ამოწეული ნაწილები – ეს იქნება დამატებითი ვენტილაციის წყარო და მისი საშუალებით მარტივად მორწყავთ ხოლმე ხახვს, წყალი თანაბრად გადანაწილდება მთელს ყუთზე და აღარ დაიქცევა გარშემო.ეხლა შეგიძლიათ დადგათ თქვენი მომზადებული სანერგე თავის სადგამზე. სულ ეს არის, კვერცხის ჩასაწყობი გადაიქცა მოსახერხებელ კონტეინერად ხახვისთვის.

ვრგავთ კონტეინერში ხახვს – ჩასარგავად შეარჩიეთ მკვრივი ხახვები დიამეტრით 2-3 სმ. მოაცილეთ ზედა ფურცლები და მოაჭერით თავები 1-2 სმ. ჩაალბეთ სათესური მასალა თბილ წყალში 24 საათის განმავლობაში, შემდეგ გააშრეთ ქაღალდის ხელსახოცზე.ჩააწყვეთ ხახვები ღრმულებში ფესვებით ქვემოთ. შემდეგ დაასხით წყალი ისე, რომ ოდნავ ეხებოდეს ფესვებს. შემდეგ ყველაფერი მარტივია. დადგით კონტეინერი განათებულ და თბილ ადგილას და არ დაგავიწყდეთ რეგულარულად მორწყვა.სამ კვირაში უკვე პირველი მოსავალი გექნებათ. მწვანე ფოთლების მოჭრა ზომის მიხედვით, შეგიძლიათ 3-6-ჯერ. ეს მეთოდი სრულიად უპრეტენზიოა და თვალსაც ახარებს, მოგამარაგებთ ცოცხალი ვიტამინებით საახალწლო დღესასწაულებზე. სცადეთ თქვენც, გემრიელად მიირთვით და გაგვიზიარეთ თქვენი შედეგები კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს