მახსოვს ბავშვობაში, ზამთრის ცივ საღამოს ბებიამ გადამალული შოკოლადის ფილა გამოიღო და ბავშვებს არომატული სასმელი მოგვიმზადა, ეხლა მეც ვაკეთებ ხოლმე მას.

0
192

ცხელი შოკოლადი – იდეალური ნუგბარია ზამთრის სუსხიან დღეებში. რატომაც არ უნდა გავანებივროთ საკუთარი თავი ან საყვარელი ადამიანები ერთი ჭიქა გემრიელი და მარტივად მოსამზადებელი დესერტით? პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გასწავლით ცხელი შოკოლადის მომზადების წესს ხილის ნოტებით.

როგორ მოვამზადოთ ცხელი შოკოლადი

ხილის დამსახურებით, დესერტს აქვს ოდნავ შესამჩნევი სიმჟავე, განსაკუთრებული პიკანტურობა. მთავარია, სწორად შეარჩიოთ ინგრედიენტები და შოკოლადი იყოს ხარისხიანი – კაკაოს შემცველობით 70% ან მეტი.

ცხელი შოკოლადი ალუბლით

ინგრედიენტები

  • 50 გრ. შავი შოკოლადი
  • 10 გრ. გაყინული ან ცოცხალი ალუბალი

მომზადების წესი

  1. თუ ხილი გაყინულია, დადეთ გასალღობად. შემდეგ ამოაცალეთ კურკები და გამოწურეთ წვენი.
  2. წვენს დაამატეთ დამტვრეული შოკოლადი, შედგით მიკროტალღურ ღუმელში 3 წუთით, ან გაადნეთ წყლის აბაზანაზე.
  3. გამდნარ შოკოლადში ჩაყარეთ თავად ალუბლები. გამოვა საკმაოდ სქელი მასა.
  4. იმისათვის, რომ შოკოლადს სასმელის ტექსტურა მივცეთ, დაუმატეთ თბილი რძე.
  5. მორთეთ დესერტი მარშმელოუთი, ნაღებით ან დარიჩინის ჩხირებით.ასევე შეგიძლიათ მოამზადოთ გემრიელი ცხელი შოკოლადი ციტრუსის არომატით,

ცხელი შოკოლადი ფორთოხლით

მოცემული ინგრედიენტებით გამოდის ორი პორცია.

ინგრედიენტები

  • 90 გრ. შავი შოკოლადი
  • 300 მლ. რძე
  • 1 ცალი ფორთოხალი
  • შაქარი გემოვნებით
  • დაფქული დარიჩინი, კოჭა გემოვნებით

მომზადების წესი

  1. დააქუცმაცეთ შოკოლადი ხელით ან დაჭერით დანით.
  2. ბოსტნეულის სათლელით მოაცილეთ ფორთოხალს ცედრა – მხოლოდ ზედა, ნარინჯისფერი ფენა.
  3. თუ იყენებთ შაქარს, შეურიეთ მას დარიჩინი.
  4. გაათბეთ რძე სქელძირიან ქვაბში, არ მიიყვანოთ ადუღებამდე.
  5. ჩაყარეთ თბილ რძეში დამსხვრეული შოკოლადი და ურიეთ დაბალ ცეცხლზე სრულ გადნობამდე.
  6. დაამატეთ ფორთოხლის ცედრა და შაქარი დარიჩინით, ჯანჯაფილი. კარგად აურიეთ, მიიყვანეთ ადუღებამდე და გადმოდგით გაზიდან.
  7. სუფრასთან მიტანამდე გაწურეთ, რათა ჭიქაში არ მოხვდეს ცედრის და სუნელების. ჭიქა მორთეთ მარშმელოუთი, ფორთოხლის ნაჭრებით ან დარიჩინის ჩხირებით.

ეს არომატული და გემრიელი სასმელი ზამთრის სუსხიან საღამოს გაგიხალისებთ. ოჯახის წევრები აუცილებლად მოიწონებენ სახლში სიყვარულით მომზადებულ ნატურალურ შოკოლადს. გემრიელად მიირთვით!