ხშირად საკმარისად არ ვაფასებთ ჩვენს სახლში არსებული ნივთების და საგნების მნიშვნელობას. არადა, ძალიან კარგად დაფიქრება გვმართებს შენაძენის გაკეთებამდე. სექონდ-ჰენდებსა თუ საკომისიო მაღაზიაში ნაყიდი ნივთები ინახავს წინა მეპატრონეების ენერგეტიკას. რა ხდება მაშინ, თუ ისინი არც ისე კარგი ადამიანები იყვნენ? ეს უბრალოდ დაანგრევს თქვენს ბიოველს. ხშირად ასეთი საგნები მაგნიტივით იზიდავს უბედურებას. როგორ გავასუფთავოთ სასურველი შენაძენი უაყოფითი ენერგეტიკისაგან, რომელი ნივთების შეძენა იკრძალება კატეგორიულად და, პირიქით, რომლებს უნდა მივაქციოთ ყურადღება, გაიგებთ მოცემულ სტატიაში.
5 ნივთი, რომელთა ყიდვა არ შეიძლება სექონდ-ჰენდებსა და საკომისიო მაღაზიებში
სარკეები და საათები
ეზოთერიკების მტკიცებით, რომ სარკე სამყაროებს შორის არსებული პორტალია. მას შეუძლია სამყაროდან ენერგიის შეწოვა და მისი უკან დაბრუნება. ამ მიზეზის გაგო გატეხილი სარკე აუცილებლად სანაგვეზე უნდა გაიტანოთ. საათიც შესანიშნავად იმახსოვრებს საკუთარ მფლობელს. მისი შეძენით ისეთი უსიამოვნებები შეიძლება შეგემთხვეთ, რაზეც ვერც კი იფიქრებდით.
სამკაულები, ძვირფასეულობა და თოჯინები – ეს ნივთები ჭარბად შეიწოვს უარყოფით ენერგეტიკას. მათი განათხოვრებაც კი არ შეიძლება. სექონდ-ჰენდებში ასევე ხშირად შეხვდებით სათამაშოებსა და თოჯინებს. მათი სახლში მოტანა კატეგორიულად იკრძალება. დედაფალაზე ხშირად ადებენ წყვლას. ნუ გამოცდით ბედისწერას!
დეფექტიანი ტანსაცმელი – არასოდეს იყიდოთ სხვისი ნაქონი ტანსაცმელი, მით უმეტეს ისეთი, რომელიც არ გერგებათ. ასეთი ნივთები სიხარულს ვერ მოგიტანთ, მომავალში მათი მშვიდად ტარება არ გამოგივათ, ის ან გაიწელება, ან გაიხევა.
საცვლები – გაგიკვირდებათ, თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებიც მაისურებს, წინდებსა თუ ტრუსებს სექონდ-ჰენდებში ყიდულობენ. სხვისი ნაქონი საცვლების ჩაცმა დამამცირებელი და ამზრზენიც კია.
ზედატანის ტანსაცმელი – სხვისი ნაქონი ქურთუკი საკმაოდ სარისკო შენაძენია. დასაწყისისთვის ზედმიწევნით უნდა შეისწავლოთ ნივთი იმაში დასარწმუნებლად, რომ მას დაზიანებები არ აღენიშნება. სექონდ-ჰენდების დახლებზე განთავსებული საქონელი გადის თერმულ დამუშავებას ქიმიური საშუალებებით, შემდეგ კი ისინი ირცხება. ქურთუკების შემთხვევაში ასეთი მოქმედებები იწვევს მათთვის ფორმისა და ხარისხის დაკარგვას. მის შიგნით გროვდება კოშტები, რის გამოც იგი უბრალოდ არ გაგათბობთ.
რისი ყიდვა შეიძლება საკომისიო მაღაზიებში?
- ჯინსები – სექონდ-ჰენდებში შეგიძლიათ იპოვოთ ახალი იარლიყიანი ჯისნებიც კი.
- სადღესასწაულო კაბა – თუ ეძებთ ნივთს, რომელსაც მხოლოდ რამდენჯერმე ჩაიცვამთ, მაშინ რატომ უნდა გადაიხადოთ მასში ბევრი ფული?
- სპორტული ტანსაცმელი – სექონდ-ჰენდებში საკმაოდ შეღავათიან ფასად შეგიძლიათ შეიძინოთ აბსოლუტურად ახალი ტანსაცმელი.
- ბრენდები და ვინტაჟი – იცოდით თუ არა, რომ ვინტაჟური მაღაზიების უმეტესობა თავიანთ საქონელს სექონდ-ჰენდებსა თუ ტანსაცმლის ბაზრობაზე ყიდულობს?
ყველასთვის ცნობილია, რომ სექონდ-ჰენდში ნაყიდ ტანსაცმელს აქვს საკმაოდ უსიამოვნო სუნი, რომლის გამოყვანა ძალიან რთულია. თუმცა გამოსავალი არსებობს. 24 საათით ჩაალბეთ ნივთი ცივ წყალში ან ხსნარში, რომელსაც დაუმატეთ ერთი კოვზი ნიშადურის სპირტი. უკიდურესად სავალალო შემთხვევებში რეკომენდირებულია საყოფაცხოვრებო ქიმიის გამოყენება.