მან გაიზიარა მოხუცის წუხილი და მიიპატიჟა საკუთარ სახლში, თუმცა მალე ინანა ამ საქციელის გამო

1117

პაპარაცის მკითხველმა თავისი საინტერესო ამბავი გაგვიზიარა. ერთმა უცნაურმა ბებომ დახმარება სთხოვა. თითქოს, არაფერია გასაკვირი, ასაკოვანი ადამიანები ხშირად ითხოვენ ხოლმე თავისთვის ბუნებრივს, მაგრამ უცხო ადამიანისთვის უცნაურ რამეს.საქმე არ ეხება ფინანსურ დახმარებას. მოდით, ნუ გავასწრებთ მოვლენებს წინ და დავიწყოთ ყველაფრის მოყოლა თავიდან.

უცნაური მოხუცი

“მე და ჩემმა ქმარმა ეხლახანს შევიძინეთ ბინა. ეს იყო ძველი პროექტი ორიგინალური რემონტით, სადაც უკვე დიდი ხანია არავინ ცხოვრობდა. ამ ბინაში ცხოვრებას არ ვაპირებდით, გვინდოდა გაგვექირავებინა და დამატებითი შემოსავალი გვქონოდა. ყველაფერი საბჭოთა პერიოდის იყო – ხალიჩები, ჭურჭელი, ავეჯი…ჩვენი გეგმა ასეთი იყო: უნდა დაგვეცალა სახლი, შეგველამაზებინა და ახალი ავეჯი შეგვეტანა.ქმარი მუშებს ეხმარებოდა, მე კი წვრილმან საქმეებს ვაგვარებდი. ერთ დღეს ვიყიდე სამუშაო ხელთათმანები, სხვადასხვა საჭირო ნივთი რემონტისთვის და მივედი ბინაში. ქმარი და მუშები უკვე წასულები იყვნენ, ამიტომ მხოლოდ ნივთები უნდა დამეტოვებინა და წამოვსულიყავი. როდესაც მანქანისკენ ვბრუნდებოდი, ერთმა სათნო მოხუცმა ბებომ გამაჩერა და გამომელაპარაკა.

აღმოჩნდა, რომ 10 წლის წინ ის ამ ბინაში ცხოვრობდა დიდი ხნის განმავლობაში და ძალიან უნდოდა თავისი მშობლიური სახლის ნახვა. ავუხსენი, რომ რემონტს ვაკეთებდით და არეულობა იყო, მაგრამ მაინც არ დაიშალა თავისი. რა უნდა მექნა, მივიპატიჟე სახლში.ბინაში შესვლისთანავე მოხუცი აბაზანისკენ გაემართა. მეგონა კარადებს ან ძველ ფოტოგრაფიებს დაათვალიერებდა, მაგრამ ის ჯიუტად მიიწევდა სააბაზანო ოთახისკენ. იქ კი სრული ქაოსი და მტვერი იყო.ამის დანახვაზე ბებომ ტირილი დაიწყო და რაღაცას ბურტყუნებდა. არ ვიცოდი რა მექნა და მეორე ოთახში გავედი. 10 წუთის შემდეგ მოხუცი მოწყენილი გამოვიდა, გამიღიმა, მადლობა გადამიხადა და სადარბაზოს კიბეზე დაეშვა.ცოტა ხანში მეც გავედი. ბებია აღარსად ჩანდა და მთელი დღე ჩემი საქმეების გამო გადამავიწყდა კიდეც.

საღამოს ქმართან საუბრის დროს გამახსენდა მომხდარი და მასაც მოვუყევი. თურმე მასაც არ სურდა ძველი მეპატრონეების სამახსოვრო ნივთების გადაყრა, მაგრამ არც ფოტოები და არც ნივთები სახლში არ იყო.ერთადერთი, რაც იპოვეს კედლის ნგრევის დროს, იყო უბრალო ბეჭედი, სავარაუდოდ სპილენძის, რომელზეც გრავირებული იყო წარწერა “ჩემი სიყვარული”. ბეჭედი ქმარმა შეინახა, იქნებ ვინმეს უნდოდესო.დიდი ფიქრი აღარ უნდა იმას, თუ რას ეძებდა მოხუცი, მაგრამ როგორ უნდა მეპოვნა? გადავწყვიტე მეზობლებისთვის მეკითხა, იქნებ რამე იცოდნენ და დამხმარებოდნენ მოხუცი ბებოს პოვნაში.მეორე დღეს გავეშურე მეზობლების სანახავად. პირველივე შემხვედრმა მითხრა, რომ იცოდა რაზე ვსაუბრობდი. თურმე ბებო დიდ ხნის განმავლობაში ცხოვრობდა ამ ბინაში. ის 11-12 წლის წინ დაქვრივდა.ქალი ძალიან დარდობდა: შვილები შორს ცხოვრობდნენ, უკვე შვილიშვილები ჰყავდათ. რამდენიმე თვეში კი დარდისგან გარდაიცვალა. თავიდან მეგონა რაღაც გაუგებრობა იყო, მაგრამ როდესაც ეს ქალი აღმიწერეს, ძალიან ჰგავდა ჩემს გუშინდელ სტუმარს.და რატომ მოვიდა მაინცდამაინც ეხლა? ალბათ იმიტომ, რომ მისი ბეჭედი აღარ იდო თავის ადგილას? შეუძლებელია!

ეხლა უკვე, რამდენიმე დღის შემდეგაც, ხანდახან ხელები მიკანკალებს, დამეკარგა მადა, რა უნდა ვუყო ამ ბეჭედს? დავმარხო სადმე, თუ ეკლესიაში წავიღო? საბედნიეროდ, იმ ბინაში ცხოვრება არ მომიწევს. როგორ უნდა მოვიქცე, კონკრეტული პასუხი არ მაქვს. თქვე რას მირჩევთ?”

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს