17 წლის, პენსილვანიელი დანი სკატონის ცხოვრებაში უბედურებას არაფერი მოასწავებდა. გოგონამ კოლეჯში მოსახვედრად გამოცდები წარმატებით ჩააბარა და სწავლებისას საყვარელი ადამიანიც იპოვა. როცა დანის ორსულობის შესახებ გაირკვა, ოჯახმა სიახლე მხოლოდ პოზიტიურად აღიქვა.
დის ექვსმა ძმა და დამ პატარის მოვლაში დახმარებისთვის მზადყოფნა გამოხატეს, ხოლო შეყვარებული ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე იყო. თუმცა შემოდგომაზე, როცა სკატონი უკვე ორსულობის მე-7 თვეში იყო, მიხვდა: რაღაც ისე არ მიდის…
თავიდან ზოგად ტკივილის შეგრძნებას და სისუსტის შეტევებს თავის მდგომარეობას აწერდა. თუმცა მოგვიანებით ფეხების გაშეშება დაეწყო.
დანა დედასთან ერთად საავადმყოფოში გაეშურა. შემოწმების შემდეგ ექიმებმა კონსილიუმი ჩაატარეს, შემდეგ კი სტუდენტ გოგოს საშინელი დიაგნოზი დაუსვეს.
დანას თავის ტვინში ავთვისებიანი გლიომა აღმოაჩინეს. სპეციალისტების თქით, სამედიცინო პროცედურებზე უარის თქმის შემთხვევაში დანა მხოლოდ სამი თვე გასტანდა.
რადიოთერაპიის დახმარებით სიცოცხლის გახანგრძლივება 9 თვემდე შეიძლებოდა. საუბედუროდ, ექიმები მეტს ვერაფერს ჰპირდებოდნენ. ასეთი ფორმის სიმსივნის მკურნალობა არ არსებობს.
როგორც დანა იხსენებს, საშინელი დაავადების პირველი სიმპტომები საავადმყოფოში წასვლამდე 1 თვით ადრე დაეწყო. ყველაფერი მუდმივი დაღლილობით დაიწყო.
შემდეგ მომავალ დედას ძილის, სუნთქვის და ყლაპვის პრობლემები ჰქონდა. ტვინის 2 სანტიმეტრიანი სიმსივნე მხოლოდ ტომოგრაფიით გამოჩნდა და ექიმები საიმედოს არაფერს ამბობდნენ.
დანას ბავშვის გაჩენამდე რადიოთერაპიის დაწყება არ სურდა და ორგანიზმზე რადიაციული გამოსხივების ზემოქმედებასთან დაკავშირებული რისკის შემცირებას უპირატესობას ანიჭებდა. ექიმებმა მომავალი დედის იმწამსვე გადარწმუნება ვერ შეძლეს.
სტუდენტი ექიმებს მხოლოდ მაშინ დაეთანხმა, როცა სრულად დასუსტდა. მდგომარეობა უკვე ბავშვსაც ზიანს აყენებდა.
პატარა მარი 4 იანვარს დაიბადა. დანამ გოგონა საკეისრო ჩარევით გააჩინა, რადგან თავად ტრადიციული მშობიარობისთვის საკმაოდ სუსტი იყო.
პატარა მხოლოდ 2 კგ-ს იწონიდა და პირველი დღეები ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გაატარა. საბედნიეროდ, პატარა ახლა თავს კარგად გრძნობს.
დანა რადიოთერაპიის კურსს გადის. ახალგაზრდა დედა იმედოვნებს, რომ ქალიშვილის პირველ დაბადების დღეზე ყოფნას შეძლებს.
ყველაზე საინტერესო ისაა, რომ მისი იმედები შეიძლება გამართლდეს. სამედიცინო პროცედურების გავლენით დაავადების ზოგიერთი სიმპტომი უკან იხევს. მაგალითად, დანა მარცხენა ფეხის და მარცხენა ხელის ამოძრავება კვლავ შეძლო.
თავად დანა არ ნებდება და თავის ახლობლებსაც ამხნევებს. „ჩემი ბრძოლა უკვე გამარჯვებით დასრულდა“ – ამბობს ახალგაზრდა დედა და ქალიშვილს გულში ნაზად იკრავს. დანა დარწმუნებულია: ახლა სამედიცინო პროცედურები ბავშვის ჯანმრთელობას ზიანს არ მიაყენებს და ექიმებს სასწაულის მოხდენა ნამდვილად შეუძლიათ!