უპირატესობას რატომ ვანიჭებ დესერტის მომზადებას “მანდარინი თოვლში” და არა მსუყე ტორტების ცხობას.

234

სადღესასწაულო სუფრისთვის წელს მოვამზადებ რულეტს მანდარინით. ის მარტივი მოსამზადებელია და მსუბუქი, რაც მნიშვნელოვანია მსუყე საახალწლო მენიუსთვის და რაც მთავარია, დესერტი ძალიან ლამაზად გამოიყურება.დღეს პაპარაცის ამ სტატიაში გაგიზიარებთ დეტალურ ინსტრუქციას ამ დესერტის მოსამზადებლად. მაშ ასე “მანდარინი თოვლში”, რომელსაც ცხობა არ სჭირდება.

რულეტი მანდარინებით

ინგრედიენტები:

  • 30 გრ. ჟელატინი
  • 200 მლ. წყალი
  • 800 გრ. არაჟანი
  • 200 გრ. შაქარი
  • 10 ცალი მანდარინი
  • 1.5 ლიტრიანი პლასტმასის ბოთლი

მომზადების წესი:

  1. მოსახერხებელ ჭურჭელში დაალბეთ ჟელატინი გადადუღებულ გრილ წყალში და დაელოდეთ გაფუებას.
  2. ცალკე ჯამში კარგად აურიეთ არაჟანი და შაქარი. შეგიძლიათ გამოიყენოთ შაქრის პუდრა.
  3. გაფუებული ჟელატინი გაალღვეთ მიკროტალღურ ღუმელში ან წყლის აბაზანაზე. შემდეგ გაწურეთ წვრილ საწურზე. წვრილი ჭავლით ჩაუშვით არაჟნიან მასაში და კარგად აურიეთ.
  4.  წინასწარ მოამზადეთ სუფთა ბოთლი: გადაჭერით თავი, ჩაასხით ძირზე 1-2 კოვზი არაჟნიანი მასა და შედგით მაცივარში.
  5. გაფცქვენით მანდარინები, ჩამოაცვით ხის ჩხირზე და ჩადგით ბოთლის შუაგულში. ზედა მხარე გაამაგრეთ, რათა მანდარინებმა არ იმოძრაონ და სწორად იდგნენ.
  6. შეავსეთ ბოთლი არაჟნიანი მასით ბოლომდე. შედგით დესერტი მაცივარში მინიმუმ 4 საათით გასამაგრებლად.
  7. იმისათვის, რომ თავისუფლად ამოიღოთ დესერტი ბოთლიდან, შეგიძიათ ცხელი მავთულით გახვრიტოთ ძირი და გამოდევნოთ ჟელე, ან გაჭრათ ძირი და გვერდი და ისე ამოიღოთ. აქ რთული ნამდვილად არაფერია.
  8. მზა დესერტი შეგიძლიათ ამოავლოთ ქოქოსის ფანტელში. დაჭერით ეს ნუგბარი პორციებად და მიიტანეთ სუფრასთან. გემრიელად მიირთვით!

რჩევა რედაქციისგან: არავითარი სამსართულიანი და კალორიული ნამცხვრები აღარ გჭირდებათ. მხოლოდ თოვლივით მსუბუქი რულეტი მანდარინით. იგივე პრინციპით შეგიძლიათ მოამზადოთ სხვა ხილით და კენკრით. შეგიძლიათ გააკეთოთ ფერადი ჟელე. ნუ დაიზარებთ იმპროვიზირებას!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს