წყლის დუღილი ქვაბში იმის ნიშანია, რომ რაღაც გემრიელი მზადდება. თუმც, არსებობს გარკვეული წესები იმისთვის, თუ როგორი სახის წყალი გვჭირდება ხორცის ან მარცვლეულის მოსახარშად. პაპარაცის დღევანდელი სახალისო ისტორია გაგცემთ პასუხს ამ საინტერესო კითხვაზე. ასე, რომ ჩაინიშნეთ რამდენიმე სასარგებლო რჩევა.
წყლის დუღილი ქვაბში
მარის და ლევანის ამბავი შეიძლებოდა სულ სხვანაირად განვითარებულიყო, მაგრამ ჩაერია ბიჭის “მზრუნველი” დედა და სცადა ესწავლებინა რძლისთვის საჭმლის მომზადება. ადრე ასეთი ნიუანსები გოგონას დიდად არ აწუხებდა, მაგრამ დედამთილი სულ ურეკავდა და რჩევებს აძლევდა: “მარი, საყვარელო, ლევანისთვის მომზადებულ ხორცს მარილი დააყარე? კარგი, კარგი, უბრალოდ არ დაგავიწყდეს, რომ მას ბევრი მარილი არ უყვარს.” მარის ასეთი რჩევები აფსურდულად ეჩვენებოდა, მაგრამ ძალიან უყვარდა ქმარი და ცდილობდა შეესრულებინა ქალბატონი თამარის ყველა ახირება.ერთმა შემთხვევამ კი ახალგაზრდა გოგონა დააფიქრა. ერთ დღეს ქალბატონი თამარი მოულოდნელად ესტუმრა, გაფრთხილების გარეშე. თურმე მეგობართან ყოფილა, მაგრამ იქ არაფერი მიართვეს და ძალიან შიოდა. მარიმ გადაწყვიტა, რომ მოეხარშა მაკარონი და წინა დღის მომზადებულ ქათმის მკერდთან ერთად მიერთმია. ეს იყო ყველაზე სწრაფი და მსუყე რაც იმ წუთში შეეძლო მოემზადებინა.იმისათვის, რომ მაკარონი სწრაფად მოხარშულიყო, გოგონამ წინასწარ აადუღა წყალი ელექტრო ჩაიდანში და ქვაბში ჩაასხა დაელოდა კვლავ ადუღებას, რათა მაკარონი ჩაეყარა. თამარმა ეს რომ დაინახა, წამოხტა და შეჰყვირა: “ეხლა გავგიჟდები! ჩემი შვილი რამდენჯერმე ადუღებულ წყალში მოხარშულ მაკარონს ჭამს?”
სწორი რეცეპტი: საბედნიეროდ, ლევანის და მარის ამბავი დასრულდა. რატომ საბედნიეროდ? ლოგიკურია, რომ დედამთილის მსგავსი გამოხტომები გოგონას მშვიდად ცხოვრების საშუალებას არ აძლევდა. თუმცა, რომ დაფიქრდე, მნიშვნელობა აქვს როგორ წყალში მოამზადებ კერძს? მაგალითად, ხორცი მხოლოდ ცივ წყალში უნდა მოიხარშოს?პროფესიონალები გვირჩევენ, რომ თუ ხორცისგან წვნიანს ვამზადებთ, ის ცივ წყალში უნდა მოიხარშოს. სწორედ ამიტომ, ბორში ან მსგავსი კერძები საკმაოდ დიდხანს მზადდება. თუ გსურთ ნახარშს ოქროსფერი ჰქონდეს, ჩაუმატეთ ხახვის ფურცელი.იგივე წესით უნდა მოიხარშოს ხორცი ლაბასთვის. ღორის ფეხები აუცილებლად უნდა მოთავსდეს ცივ წყალში დ დიდხანს იხარშოს, რათა წყალში გადავიდეს საკმარისი რაოდენობის ჟელატინი და დამატებითი საშუალებების გარეშე გამყარდეს. პირველი წყალი, რომელშიც ღორის ხორცი იხარშება, უნდა გადაღვაროთ და შემდეგ კვლავ ცივი წყალი დაასხათ.
საჭირო რჩევა – რა უნდა ვქნათ, მაშინ, თუ ხორცის მოხარშვა გვჭირდება რომელიმე სალათისთვის? ამ შემთხვევაში ის მდუღარე წყალში უნდა ჩაუშვათ. ხორცი უფრო წვნიანი გამოვა, ხოლო გემოვნური თვისებების გასაუმჯობესებლად უმჯობესია, მოხარშვამდე დაამარინადოთ.აი, ასე საკამათო შეიძლება გახდეს საკვების მოხარშვის პროცესი. არადა ძალია მარტივია: წვნიანებისთვის და ლაბასთვის ხორცი იხარშება ცივ წყალში, ხოლო სალათებისთვის – ცხელ წყალში.
თქვენთვის რამდენად მნიშვნელოვანია, თუ როგორ წყალში მოხარშავთ ხორცს? გაქვთ თქვენი განსაკუთრებული წესი? გაგვიზიარეთ კომენტარებში.