ახალი წლის სინდრომი: რატომ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მთელი ძალები ამოვიწუროთ, ხოლო შემდეგ მივიღოთ საჩუქრები

0
69

საჩუქრების დარიგება ახალ წელს – ეს ჩვენი შრომის თავისებური შეჯამებაა, რომელიც მთელი წინა პერიოდი გავწიეთ. ალბათ, თითოეული ჩვენგანი საგრძნობლად დაიღალა. განვიცდით საჩუქრის სინდრომს, ახალი წელი კი მისი აპოთეოზია. სავარაუდოდ, თითოეული ამოიცნობს საკუთარ თავს და სამწუხაროდ, სასიამოვნო არაფერია.პაპარაცის რედაქციამ ზუსტად იცის, რომ რაიმეს შეცვლა გვიანი არასდროს არ არის. იქნებ, სწორედ ამ ახალ წელს შეძლოთ საკუთარ თავს გვერდიდან შეხედოთ. საქმე ეხება იმას, რომ ჩვენ არ შეგვიძლია რეალობასთან შეგუება. როგორ გამოიყურება ეს ყველაფერი სინამდვილეში?

საჩუქრების დარიგება ახალ წელს

აი, დაისახე კონკრეტული მიზანი და მიდიხარ მისკენ. მუშაობ ბევრს, არ იკვებები საკმარისად, არ გძინავს, იღლები და როდესაც მიუახლოვდები უცებ უკან იხევ და რაც გააკეთე, ყველაფერი წყალში იყრება. არადა ძალიან ახლოს იყავი მიზანთან.ამის ნათელი მაგალითია ის, რომ ადამიანი ცდილობს თავისი სხეულის კორექტირებას. კავდება სპორტით, სწორი და ჯანსაღი კვებით. შემდეგ ბეზრდება ეს ყველაფერი და საკუთარ თავს ეუბნება: “ჯანდაბას! მიირთვი ტორტი დღეს, არაუშავს. ერთს მეორე მოყვება, მეორეს მესამე და ასე გადის მთელი კვირა.ან მეორე ვარიანტი – სამსახური. ადამიანი გავიდა შვებულებაში, მას დასვენება სჭირდება. და უცებ ხვდება, რომ სულაც ვერ ისვენებს. ის ისევ საქმეებშია ჩართული. ხდება მისი გადაქანცვა და სამსახურში დაბრუნებაც ძალიან უჭირს.

მსგავსი სცენარია საახალწლო საჩუქრები. ბევრი სამზადისი, შოპინგი, საჭმელების კეთება, სხვადასხვა გეგმები. და ეს “სასიამოვნო” საქმე ყველა ზღვარს სცილდება. საბოლოოდ, 12 საათზე უნდა გავხდეთ კონკია, შეგვიძლია ვაკეთოთ ყველაფერი, რაც მოგვესურვება, მაგრამ რატომღაც არ გვაქვს განსაკუთრებული ხალისი. სარკეში კი გატეხილი გოგრა მოჩანს.ახლა კი შევაჯამოთ, რადგან ეს ყველაფერი გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე. ჩვენ არ ვაძლევთ საკუთარ თავს საჩუქრების მიღების საშუალებას ისე, უბრალოდ. გვგონია, რომ ამისთვის ქანცის გაწყვეტამდე უნდა ვიშრომოთ. სინამდვილეში, კი იმისათვის, რომ დღევანდელი რეალობით დატკბეთ, უნდა მოიშოროთ დაღლილობა და მისი გამომწვევი მიზეზი.ყველაზე ცუდი ის არის, რომ არცერთმა ჩვენგანმა არ იცის ზუსტად სად არის დაღლილობის ზღვარი. როდის გადაწყვეტს ტვინი, რომ უკვე საჩუქრების და დასვენების დროა?უნდა გადავლახოთ კომპლექსი “საჩუქრები უნდა დაიმსახურო”. ჩვენი არსებობით საყვარელი ადამიანებისგან უკვე ვიმსახურებთ პატივისცემას და სიხარულის უფლებას.გაუკეთეთ საჩუქარი საკუთარ თავს, როცა მოგესურვებათ. ანუ შეცვალოთ თქვენი დამოკიდებულება. გადაიღალეთ? მიატოვეთ ყველაფერი და დაისვენეთ. შეუკვეთეთ საჭმელი, გაიკეთეთ ახალი ვარცხნილობა, ჩაიცვით ლამაზად. გაანებივრეთ საკუთარი თავი ყველანაირი მიზეზის გარეშე.

ცხოვრებისეული სიბრძნე: შეცვალეთ დამოკიდებულება გარესამყაროს მიმართ უკვე ახალ წელსვე და დამეთანხმებით, რომ ყველაფერი სხვანაირად იქნება. მეტი ხალისი და ბედნიერება შემოვა თქვენს ცხოვრებაში.საჩუქრები ყოველთვის და ყველასთვის სასიამოვნო რამ არის. როგორია თქვენი საახალწლო ტრადიცია? ღებულობთ და გასცემთ საჩუქრებს? გაგვიზიარეთ კომეტარებში.