ავიღე სამი ინგრედიენტი, დავაქუცმაცე, ავურიე, შევანელე და 20 წუთში სტუმრები გემრიელ სალათს მიირთმევდენ

561

სალათი ცეზარი, კრაბის სალათი, ოლივიე… ამ სალათებით ვინმეს გაკვირვება რთულია. საახალწლო სუფრაზე კი ეს კერძები თითქმის ყველა ოჯახში გვხვდება. უფრო საინტერესოა ტრადიციიდან ოდნავ გადახვევა და რამე საინტერესოს მომზადება. დღეს პაპარაცის რედაქცია გიწვევთ საახალწლო მარტივი სალათების გასასინჯად. დაგჭირდებათ მხოლოდ რამდენიმე ინგრედიენტი, შედეგი კი შთამბეჭდავი იქნება.

კრაბის სალათი

ინგრედიენტები:

  • 200 გრ. მაგარი ყველი
  • 2 პომიდორი
  • ერთი შეკვრა კრაბის ჩხირები
  • ერთი კბილი ნიორი
  • მაიონეზი

მომზადების წესი:

  1. პირველ რიგში კრაბის ჩხირები დაჭერით კუბებად. მსგავს ფორმაზე დაჭერით ყველი, ან გახეხეთ მსხვილ სახეხზე.
  2. დაჭერით კუბებად პომიდორი. იმისათვის, რომ სალათი ზედმეტად წვნიანი არ გამოვიდეს, პომიდორს კოვზით ამოაცალეთ რბილობი და შემდეგ დაჭერით.
  3. შეურიეთ ერთმანეთს კრაბის ჩხირები, პომიდორი, ყველი ერთ ჭურჭელში და მოასხით მაიონეზი ან ნებისმიერი სასურველი სოუსი. მოაყარეთ მარილი გემოვნებით. სულ ეს არის!

სალათი “ანანასის სიურპრიზი”

ინგრედიენტები:

  • 300 გრ. ლორი
  • 200 გრ. მყარი
  • ერთი ქილა ანანასი
  • მაიონეზი
  • ნიორი და ცოტა მწვანილი (აუცილებელი არ არის)

მომზადების წესი:

  1.  ამოიღეთ ქილიდან ანანასი, შეამშრალეთ ქაღალდის ხელსახოცზე და დაჭერით კუბებად. ასევე დაჭერით ლორი და მაგარი ყველი. დაამატეთ დაჭყლეტილი ნიორი და ცოტა კამა.
  2.  შეურიეთ ყველა ინგრედიენტი, შეანელეთ, მოაყარეთ მარილი და შედგით ნახევარი საათით მაცივარში. ამის შემდეგ “ანანასის სიურპრიზი” შეგიძლიათ მიიტანოთ სუფრასთან. გემრიელად მიირთვით!

ასეთი მარტივი სალათები საახალწლოდ ძალიან გამოგადგებათ, როდესაც გსურთ მოამზადოთ რამე მარტივი და ორიგინალური. მითუმეტეს, თუ არ გსურთ სამზარეულოში დიდი დროის გატარება.თქვენ რომელ სალათს ამზადებთ საახალწლო სუფრისთვის? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს