ხშირად ვიხსენებთ ხოლმე ნაწარმოებს “მამები და შვილები”, რათა დავინახოთ ეს რთული კონტრასტი ურთიერთობებში. ბავშვობაში გვაღიზიანებდა მშობლებისგან მუდმივი ჭკუა-დარიგება, მაგრამ ეხლა, როდესაც თავად გავხდით მშობლები, იმავეს ვიმეორებთ. რა უცნაურია კავშირი მშობლებსა და შვილებს შორის როგორ უნდა მივხვდეთ რა ხდება და რაც მთავარია, თავად როგორ დავრჩეთ ცხოვრების ნაკადში?პაპარაცის რედაქცია ამ საკითხს თავდაყირა აყენებს. სხვაგვარად როგორ უნდა გავუგოთ თანამედროვე ახალგაზრდობას? აქ არის ერთი საინტერესო ფსიქოლოგიური კაზუსი. ფსიქოლოგები თვლიან: თუ თქვენ ვერ მოახერხებთ შვილების და მათი გატაცებების გაგებას, კარგს არაფერს არ უნდა ელოდეთ.
კავშირი მშობლებსა და შვილებს შორის
ცხოვრება აჩქარდა და ცვლილებები სწრაფად ხდება. თითქოს დრომ თავისი სტრუქტურა შეცვალა. გუშინ ორშაბათი იყო, მოიხედავ და უკვე შაბათია. შვილები ძალიან მალე ხდებიან ინდივიდუალისტები. მათ ყველაფერზე საკუთარი აზრი აქვთ. უცებ იზრდებიან, ჯერ პატარები გგონია და ამ დროს ცალკე ბინაში უნდათ ცხოვრება, დამოუკიდებლად არსებობა და მუშაობა.და თუ ეს ყველაფერი მიუღებლად მიგაჩნიათ, უკვე დაბერებულხართ. შვილებს კი ეყვარებით, მაგრამ დისტანციას დაიჭერენ ურთიერთობაში. ისინი მიხვდებიან, რომ თქვენი განვითარება აღარ ხდება და ნაკლებად სავარაუდოა, რომ თქვენი პოტენციალი გაიზრდება. ეს არის არასაიმედო პროგნოზი.თქვენ უნდა შეეცადოთ სამყაროს შვილების თვალით შეხედოთ. თუ გამოგივათ ამის გაკეთება, ეს ნიშნავს, რომ ფორმაში ხართ. შეცდომაა იმის ფიქრი, რომ შვილებს არ აქვთ თავისი გატაცება, არ კითხულობენ წიგნებს. მათ უბრალოდ სხვა ინტერესები აქვთ, უსმენენ სხვანაირ მუსიკას. შეიძლება თქვენ არ მოგწონდეთ, მაგრამ შეგიძლიათ გაერკვეთ, თუ რატომ მოსწონთ მათ.
გაგიკვირდებათ, მაგრამ აღმოაჩენთ, რომ რაღაც მსგავსია თქვენივე ახალგაზრდობის. ამიტომ არ უნდა გეგონოთ, რომ შვილები უარყოფენ თქვენს ღირებულებებს, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მოხუცად ჩაგთვალონ. მერე რა? თქვენც ხომ თვლით, რომ ისინი ძალიან ახალგაზრდები არიან?კიდევ ერთი საინტერესო მომენტი: საიდან აქვთ ფული, როცა არ შრომობენ თქვენსავით. დიდი ალბათობით, არც იშრომებენ, ხოლო თუ იშრომებენ, არა ისე, როგორც თქვენ წარმოგიდგენიათ. დღეს ცხოვრების წესი შეცვლილია და ხომ არ ჯობია გაერკვეთ რას და როგორ აკეთებენ? იქნებ, თქვენც გეცადათ?არ არის საჭირო მუდმივად შეხსენება “შენს ასაკში მე…” აბა დაფიქრდით, რა გააკეთეთ ისეთი, რომ თანამედროვე ბავშვებისთვის სასარგებლო გამოცდილება იყოს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ არაფერი შეგიქმნიათ, უბრალოდ თქვენი ცოდნა ტრანსფორმირდა და სხვა სახე მიიღო. ეს ბუნებრივი მოვლენაა.
უნდა დავფიქრდეთ იმაზე, რომ თანამედროვე საზოგადოება მაღალ სტანდარტებს მოითხოვს. ახლგაზრდებს შორის კოლოსალური კონკურენციაა. ამიტომ ისინი უფრო კრეატიულები და მოხერხებულები არიან. პრაგმატულებიც და ეგოცენტრულებიც, ხედავენ საკუთარ მიზნებს, რომელსაც ჩვენ ვერ ვხედავთ. მერე ვინ თქვა, რომ ეს ცუდია? რატომ ვიღებთ საკუთარ თავზე გავაკრიტიკოთ მათი ცხოვრება?ჩვენი აზრით, უმჯობესია ხშირად ესაუბროთ მათ, არ არის აუცილებელი ყველაფერში დაეთანხმოთ, უბრალოდ სცადეთ თანადგომა და გაგება. სასიამოვნო იქნება იმის გაცნობიერება, რომ ისინი არა მხოლოდ შვილები, არამედ ახლო მეგობრებიც არიან.
ცხოვრებისეული სიბრძნე – მუდმივად უნდა ითვისებდეთ ახალს და ვითარდებოდეთ. ამ შემთხვევაში. თუ შვილებს რჩევა დაჭირდებათ, თავად მოგაკითხავენ. მშობლებსა და შვილებს შორის კავშირი მყარი და საიმედო უნდა იყოს, მუდმივად უნდა ჰქონდეთ თანადგომის იმედი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ ასაკოვანი მშობელი იქნებით მათთვის.თქვენ როგორი ურთიერთობა გაქვთ შვილებთან? როგორ ცდილობთ წესების სწავლებას? ცდილობთ მათგანაც ისწავლოთ რამე? გაგვიზიარეთ კომენტარებში.