სუპერმარკეტში ჩემი ყველა ვიზიტის დროს რამდენიმე პაკეტ ლაფშას გამოვიყოლებ ხოლმე. უკვე მივეჩვიე მოლარის გაკვირვებულ მზერას. თუმცა, ვერავინ მიხვდება, თუ რას ვამზადებ მე ამ ლაფშისგან. მას ინსტრუქციის მიხედვით არ ვიყენებ, არამედ ვამზადებ ომლეტს ტაფაზე საუზმისთვის.კვერცხიანი საუზმე სასარგებლო და მსუყეა. თუმცა, დიდი ოჯახისთვის ბევრი კვერცხი გჭირდება. საბედნიეროდ, შეგიძლიათ მოამზადოთ ისეთი ომლეტი, რომელიც ექვს ადამიანს დაანაყრებს. დაგჭირდებათ მხოლოდ 4 კვერცხი. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გაგიზიარებთ რეცეპტს, რომელსაც თავად ხშირად ვიყენებ ხოლმე.
ინგრედიენტები:
- ლაფშა – 240 გრ.
- ხახვი – 1 თავი
- ბულგარული წიწაკა – 2 ცალი
- ტომატის პასტა – 25 გრ.
- მარილი – 1 ჩ/კ
- წყალი – 450 მლ.
- მზესუმზირის ზეთი – 3 ს/კ
- შებოლილი ძეხვი – 130 გრ.
- პაპრიკა – 1 ჩ/კ
- შავი პილპილი – 1 ჩ/კ
- ყველი ჩედერი – 100 გრ.
მომზადების წესი:
- ამ კერძისთვის დაგვჭირდება 4 შეკვრა სწრაფი მომზადების ლაფშა. დატეხეთ ის წვრილ ნაწილებად და გადადეთ გვერდზე. წითელი და მწვანე ბულგარული წიწაკა გაასუფთავეთ და დაჭერით კუბებად.
- გაფცქვენით ხახვი და დაჭერით კუბებად, ამ ფორაზე დაჭერით ძეხვიც. . დაასხით ტაფაზე ზეთი და მოშუშეთ ხახვი. შემდეგ დააყარეთ დაჭრილი ძეხვი და ბულგარული წიწაკა.
- აურიეთ ყველა ინგრედიენტი. მოშუშეთ, სანამ წიწაკა არ გაუშვებს წვეს. 5 წუთში ტაფაზე დაუმატეთ ტომატის პასტა და მარილი, ისევ აურიეთ.
- დაასხით ინგრედიენტებს 300 მლ. თბილი წყალი. შემდეგ დატეხილი ლაფშა. აურიეთ და ხარშეთ სითხის ამოშრობამდე. თუ წყალი თავიდან ცოტა იქნება, კიდევ დაამატეთ.
- ხარშეთ ლაფშა თავდახურულ ტაფაში 5 წუთის განმავლობაში. ამასობაში ცალკე ჯამში ათქვიფეთ კვერცხი სუნელებთან ერთად დაეს მასა მოასხით ლაფშას, ბოსტნეულს და ძეხვს.ბოლოს მოაყარეთ ყველი.
- ხარშეთ კიდევ 3-4 წუთი. შემდეგ გამორთეთ, ფრთხილად გადაიტანეთ კერძი გაშლილ თეფშზე და მიიტანეთ სუფრასთან. ეს არის 5-6 ადამიანის სამყოფი კერძი.
ასეთი სწრაფად მოსამზადებელი ომლეტი იდეალური ვარიანტია დიდი ოჯახისთვის და ძალია დაკავებული დედიკოებისთვის. თან ეს კერძი ჩემში ნოსტალგიას იწვევს. მახსოვს სტუდენტობის დროს ხშირად ვამზადებდი ხოლმე სხვადასხვა მსგავს ვარიანტს ლაფშისგან. თქვენ როგორი დამოკიდებულება გაქვთ ამ პროდუქტთან? გაგვიზიარეთ კომენტარებში.