დედა დაბრუნდა იტალიიდან შობის წინ, მაგრამ ცოტა ფული ჩამოიტანა, გული დამწყდა, რადგან მანქანის ყიდვას ვაპირებდი.

4546

საზღვარგარეთ მუშაობა ქალებისთვის მომვლელებად ან სხვა მომსახურე პერსონალად, გარკვეულ შესაძლებლობებს აძლევს მათ. ეს არის ოჯახის დახმარების გზა, აგრეთვე, ფულის დაგროვების და მოგზაურობის, ახალი ნაცნობობის და გამოცდილების საშუალება. ანასთვის იტალიაში წასვლის ერთადერთი მიზანი შვილების დახმარება იყო.

სამუშაო ქალებისთვის საზღვარგარეთ

სამუშაო საზღვარგარეთ – ანას ოჯახი არ უჩიოდა მისი მუშაობის შედეგს, რადგან ყველა ექვს თვეში სოლიდური თანხით ჩამოდიოდა ხოლმე. ყველაფერი მცირედით დაიწყო. თავიდან ეს იყო ფული პროდუქტებისთვის და სხვადასხვა მარაგისთვის. შემდეგ დაემატა ზღვაზე დასვენების ფული და წლიდან წლამდე თანხაც იზრდებოდა და მადაც.გადიოდა დრო. ანას ვაჟს და ქალიშვილს თავიანთი ბინები ჰქონდათ. ერთ ნათესავს მისი გულუხვობის წყალობით საკუთარი ბიზნესი ჰქონდა. სხვა ახლობლები კი მუდმივად ღებულობდნენ საჩუქრად მაღალი ხარისხის პროდუქტებს ევროპიდან.ანა ძალიან ბედნიერი იყო, რომ მისი მონდომება ამაო არ იყო. ის სიამოვნებით გასცემდა რასაც გამოიმუშავებდა, ოღონდაც მის შვილებს, რომლებიც მამის გარეშე გაიზარდნენ, ქონოდათ ყველაფერი ის, რაც ადრე ყოველთვის აკლდათ. გადიოდა წლები, ანამ იგრძნო, რომ მისი ჩამოსვლა ახლობლებს საჩუქრების და ფულის გამო უფრო უხაროდათ.

ვერაგი მიზნები – ერთხელ სანამ სამშობლოში დაბრუნდებოდა, კლინიკაში დიდი თანხის გადახდა მოუწია და სახლში ცოტა თანხით დაბრუნდა. ქალიშვილმა კი პირველი ის კითხა, თუ რამდენი მოუტანა ფული და უკმაყოფილება ვერ დამალა, როდესაც გაიგო, რომ დედას თანხის დახარჯვა მოუწია თავისი ჯანმრთელობისთვის.აღმოჩნდა, რომ გოგონას მანქანის ყიდვა სურდა დედამ კი გეგმები ჩაუშალა. ამის შემდეგ ანა მიხვდა თავის შეცდომას. გადაწყვიტა მეტი ეფიქრა საკუთარ თავსა და კომფორტზე. რამდენი წელია დასასვენებლადაც არ წასულა არსად. სრული უფლება აქვს დაისვენოს!

ახალი ცხოვრება – გავიდა ექვსი თვე, მაგრამ ანა სახლში არ ჩასულა. ცოტა ფული გაუგზავნა შვილებს და ეს იყო. მეტ დროს უთმობდა საკუთარ თავს, მოწესრიგდა, გალამაზდა, ბედნიერი იყო. მალე ქალიშვილს დაურეკა ახალი ამბით:

  • -მე იტალიაში ვრჩები!
  • -რატომ? – გაუკვირდა შვილს.
  • -იმიტომ რომ ვთხოვდები!

ანა ხვდებოდა, რომ ეს ამბავი არავის ესიამოვნებოდა, მაგრამ მისთვის სულერთი იყო. ის იცხოვრებდა ულამაზეს ქვეყანაში ღირსეულ მამაკაცთან ერთად.

ცხოვრებისეული სიბრძნე: რას გვასწავლის ეს ამბავი? – ყველაფერში ზომიერების დაცვაა საჭირო. ანას შვილებმა მატერიალური სარგებლის მიღმა დედა დაივიწყეს და კანონზომიერება თავად დალაგდა: ის, რასაც არ აფასებდნენ, დაკარგეს.საზღვარგარეთ მუშაობა ადამიანს მეტ შესაძლებლობებს აძლევს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ მის იმედზე უნდა იყო და ხელი არ გაანძრიო. ის შრომობს და თუ ამ ნაშრომს გაგინაწილებს, პატივისცემის ღირსია. თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს