როგორ მოვიქცეთ, თუ კარტოფილი მოიყინება გარეთ? ყოველ წელს ძლიერი ყინვების დროს ეს კითხვა აქტუალური ხდება. ამიტომ პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გადავწყვიტეთ გაგვერკვია, შეიძლება თუ არა მოყინული კარტოფილის გამოყენება საჭმელში და რის მომზადება შეიძლება მისგან?
კარტოფილი მოიყინა აივანზე
როგორ მივხვდეთ, რომ კარტოფილი მოიყინა – კარტოფილის შენახვისას აუცილებელია ტემპერატურული რეჟიმი. მისი შენახვის ტემპერატურაა 2-5 გრადუსი.თუ ტემპერატურა მეტი იქნება, კარტოფილი გაღვივდება, ხოლო 2 გრადუსის ქვემოთ გაუჩნდება მოტკბო გემო. ყინვის ხანგრძლივი ზემოქმედებით ბოლქვები გაიყინება და მომავალში დალპება.როგორ მივხვდეთ, რომ კარტოფილი გაიყინა? შეიტანეთ ოთახში და 1-2 საათის შემდეგ გაჭერით. თუ ამას მარტივად გააკეთებთ და პროდუქტის ფერი შეცვლილი არ იქნება, ყველაფერი რიგზეა. თუ კარტოფილის გაჭრა გაგიჭირდებათ, დაელოდეთ გალღობას 5-6 საათი. შემდეგ გაჭერით ერთი კარტოფილი და მოხარშეთ. გამოკვეთილი ტკბილი გემო მიანიშნებს, რომ ის გაიყინა.
შეიძლება თუ არა გაყინული კარტოფილის საკვებად გამოყენება? – ამბობენ, რომ გაყინული კარტოფილის ჭამა არ შეიძლება, რადგან მასში წარმოიქმნება მავნე ნივთიერებები. სინამდვილეში, ის სრულიად უსაფრთხოა.დაბალ ტემპერატურაზე სახამებელი გადაიქცევა შაქრად, რაც ბოსტნეულს უჩვეულოდ ტკბილ გემოს აძლევს. თუ ეს პრობლემას არ წარმოადგენს თქვენთვის, მოყინული კარტოფილის გამოყენება საჭმელში უპრობლემოდ შეიძლება.
როგორ გავალღოთ გაყინული კარტოფილი – პასუხი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ პირობებში გაიყინა ის. თუ ბოლქვები დიდხანს იმყოფებოდა მინუს გრადუსზე, ის უნდა შეიტანოთ შენობაში და ჩაყაროთ ცივ წყალში. როდესაც გადნება, შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვეულებრივად.თუ კარტოფილი ხანგრძლივად მოხვდა ყინვაში, მაშინ ის გალღობის მერე დარბილდება და ლპობას დაიწყებს. ამიტომ გაალღვეთ იმდენი, რამდენის გამოყენებასაც აპირებთ.ჩაუშვით ცხელ წყალში – დაახლოებით 50-60 გრადუსზე. მას შემდეგ, რაც კანი გადნება, გათალეთ და მაშინვე მოამზადეთ. თუ ყველაფერს სწრაფად გააკეთებთ, კერძის გემო არ შეიცვლება.
რა მოვამზადოთ გაყინული კარტოფილისგან – ერთ-ერთი კარგი გამოსავალია კარტოფილისგან დრანიკების მომზადება. გახეხეთ კარტოფილი, ხახვი, დაამატეთ ფქვილი და კვერცხი, კარგად აურიეთ.გახურებულ ტაფაზე დაასხით დიდი რაოდენობით ზეთი. გააკეთეთ პატარა ბლითები და დააწყვეთ ტაფაზე. შეწვით 5 წუთი თითოეული მხრიდან. ასევე შეგიძლიათ არ გაალღოთ გაყინული კარტოფილი, დაჭრათ და შეწვათ ფრი.გაყინული კარტოფილი მალე იხარშება. ამიტომ მოხარშეთ ცალკე და შემდეგ დაუმატეთ წვნიანში. თუ სიტკბო ძალიან შესამჩნევი იქნება, კერძში ცოტა ძმარი ჩაასხით. მჟავე პროდუქტები ანეიტრალებენ კარტოფილის სიტკბოს. ამიტომ არ იგრძნობა სალათებში, ოლივიეში, ბორშში, ტომატიან წვნიანებში.
რედაქციისგან:ერთი სიტყვით, შეეცადეთ კარტოფილი სწორად შეინახოთ, მაგრამ თუ მაინც გაიყინება, არ შეიტანოთ სითბოში მთლიანად. გაალღვეთ მხოლოდ ის ნაწილი, რასაც გამოიყენებთ. თქვენ გქონიათ მსგავსი შემთხვევა? გაგვიზიარეთ კომენტარებში.