ბიჭი 300 კგ-ს იწონიდა და დაკლებას უარს ამბობდა. ექიმმა უთხრა, რომ მხოლოდ 3 თვის სიცოცხლე დარჩა.

0
110

42 წლის სტენლი ჰოლარი ინდიანადან მთელი ცხოვრება ჭარბი წონის გამო იტანჯებოდა. 5 წლის ასაკში უკვე 45 კგ-ს იწონიდა, ხოლო წლების მატებასთან ერთად სულ უფრო და უფრო სუქდებოდა.

თავად სტენლი ჯიუტად თვლიდა, რომ ყველაფერი კარგად იყო. ნათესავები მის გადარწმუნებას ცდილობდნენ, მაგრამ ბიჭი მათ სიტყვებზე მუდმივად იცინოდა. მხოლოდ ახლა, როცა ჰოლარმა როგორც იქნა დაიკლო, აღიარებს: მთელი ეს წლები საკუთარ თავს გამუდმებით ვატყუებდი!

1995 წელს ჭარბი წონის გამო ფეხი დაკარგა. მეორე კურსელი, რომელიც იმ დროს 200 კგ-ს იწონიდა, შენობაში ფეხბურთის თამაშში ვარჯიშობდა. მეკარის როლის შესრულებისას ბურთისკენ გაეშურა, მაგრამ წონის გამო დროულად შეჩერება ვერ შეძლო.

ექიმმა მას მუხლის ამოვარდნა დაუდგინა, მყარი სახვევი დაადო, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ორთოპედთან ვიზიტი ურჩია. სამწუხაროდ, სპეციალისტმა სტენლი მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ შეამოწმა.

საქმე იმაშია, რომ ერთი ადგილიდან მეორეზე ბიჭის გადაყვანა საკმაოდ პრობლემატური იყო. მშობლების ავტომანქანიდან მისი გადმოყვანა ოთხ ადამიანს მოუწია!

ექიმთან გაირკვა, რომ ფეხბურთის თამაშის დროს არტერია სერიოზულად დააზიანა. კიდურის ამპუტირება საჭირო გახდა.

საუბედუროდ, ასეთი სერიოზული ტრავმაც კი ცხოვრების შეცვლის მიზეზი არ გამხდარა. მხოლოდ მოგვიანებით, 39 წლის ასაკში, მამაკაცმა ამის გაკეთება გადაწყვიტა.

ჰოლარი, რომელიც უკვე წლებია თავის ძველ სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა არჩევანის წინაშე დააყენეს. ექიმებმა 307 კგ-იან მსუქანას განუცხადეს: ან ძველ ჩვევებზე უარს იტყვის, ან შეეუგოს, რომ მხოლოდ 3 თვის სიცოცხლე დარჩა.

გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დრო ტყუილად არ დაუხარჯავს. პირველ წლებში 113 კგ-ის მოშორება შეძლო, შემდეგ კი უფრო მეტიც. ახლა მასწავლებელი სამჯერ უფრო გამხდარია.

ჰოლარი 80 კგ-ს იწონის და ეს ჭარბი კანის მოცულობის გათვალისწინებით, რომლის მოშორებაც მოგვიანებით მოუწევს. ამ ტვირთის მოშორების შემდეგ სტენლი ეტლიდან ამოსვლას და პროთეზის გამოყენებას შეძლებს.

რა დაეხმარა? სტენლის თქმით რეგულარული ვარჯიში, ბარიატრიული ქირურგია, დაბალანსებული დიეტა და ჭარბი სითხის გამოდევნა. თუმცა მოტივაციის გარეშე ყველა ეს მოქმედება უშედეგო იქნებოდა და ჰოლარი ამას აღიარებს.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი